როგორ მოვამზადოთ გემრიელი მურაბები ბალახებისა და ყვავილებისგან

1079

გარეთ ყველაფერი ყვავის, ყვავილების არომატი კი თავბრუს გვავხვევს. სანამ მხატვრები და რომანტიკოსები ამ თვალწარმტაცი პეიზაჟებით ტკბებიან, გამოცდილი მზარეულები ქილებს ასტერილებენ. მათ იციან, რომ კონსერვების მომარაგების დროა. არა, ხილსა და კენკრას კი არა, ყვავილებსა და ბალახებს მოვხუფავთ.

რეალურად, მურაბის მომზადება თითქმის ყველაფრისგან შეიძლება. ამისთვის არამხოლოდ ხილი და ბოსტნეული, არამედ სურნელოვანი ბალახებიც გამოდგება. ალბათ, გსმენიათ ბაბუაწვერების მურაბის შესახებ. გაგისინჯავთ? ახლა წარმოიდგინეთ, რომ ასეთივე გემრიელობის მომზადება შეიძლება იასამნის, პიტნის ან ღოლოსგანაც კი. მაშ, ნუ დაკარგავთ დროს, მოაგროვეთ ყვავილები და შეუდექით საქმეს!

როგორ მოვამზადოთ მურაბა ყვავილებისა და ბალახებისგან

ღოლოს მურაბა

ნაკვეთზე პირველი ღოლო ჩნდება. ხარშვისას, არ გამოიყენოთ სპილენძის ჭურჭელი, აიღეთ ალუმინის ან მინანქრიანი. 0.5 ნედლი ღოლოსთვის 0.5 კგ შაქარი დაგჭირდებათ.

კარგად გარეცხეთ მწვანილი, გააცალეთ ღეროები და გააშრეთ ფოთლები. დააქუცმაცეთ ღოლო და მოაყარეთ შაქარი. ხარშეთ ქვაბში ნელ ცეცხლზე, მომზადებამდე. პერიოდულად ურიეთ, რომ არ მიიწას. დააწვეთეთ ცოტაოდენი ჯემი თეფშზე. თუ წვეთი ფორმას შეინარჩუნებს, მურაბა მზადაა.

პიტნის სიროფი და მურაბა

მურაბისთვის აიღეთ 250 გ ნედლი პიტნა, 500 გ შაქარი, 1-2 ლიმონი და 500 მლ წყალი. გარეცხეთ და დაჭერით პიტნა და ლიმონი, დაასხით წყალი და ხარშეთ 10 წუთით, ადუღების შემდეგ. დააყენეთ მთელი ღამით. გადაწურეთ, დაუმატეთ შაქარი და ხარშეთ 2 საათით ნელ ცეცხლზე.

არ მოგწონთ ციტრუსის გემო? მოამზადეთ პიტნის სიროფი. გახსენით 250 მლ წყალში 500 გ შაქარი და აადუღეთ. დაუმატეთ სუფთა, დაბეგვილი პიტნა და ხარშეთ 10 წუთით ნელ ცეცხლზე. როცა ნახარში გაგრილდება, გადაწურეთ და გადაასხით ბოთლში. შეინახეთ მაცივარში.

ბეგქონდრის ჯემი

სიროფისთვის, 500 მლ წყალს შეურიეთ 1 ლიმონის წვენი და 500 გ შაქარი. აადუღეთ და ხარშეთ 2-3 წუთით. გარეცხეთ და დაჭერით 300 გ ბეგქონდრის მწვანილი, დაუმატეთ სიროფს და ხარშეთ 30 წუთით ნელ ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ. გახსენით 2 ჩ.კ. ჟელატინი 1 ჭიქა წყალში. გადაწურეთ სიროფი, აადუღეთ და დაუმატეთ ჟელატინი წვრილი ნაკადით. ხარშეთ კიდევ 5 წუთით, რის შემდეგაც უნდა გადაასხათ ქილებში და დაახუროთ თავსახურები.

აკაციის მურაბა

სანამ მომზადებას დაიწყებდეთ, ყვავილის თეთრ ფურცლებს უნდა გააცალოთ ყვავილსაჯდომები და სხვა ნაწილაკები. გარეცხეთ 250 გ მომზადებული ნედლეული ცივი წყლით, 0.5 ჩ.კ. ლიმონის წვენთან ერთად. მოხარშეთ სიროფი 1 კგ შაქრისა და 1 ლ წყლის ნარევით. დაუმატეთ ფურცლები და ხარშეთ 15 წუთით ნელ ცეცხლზე.

იის მურაბა

რეცეპტისთვის მხოლოდ ველური ია გამოდგება. გარეცხეთ და გააშრეთ 250 გ ფურცლები. დანაყეთ. მცირე ზომის ქვაბში ჩაყარეთ 500 გ შაქარი და დაასხით წყალი ისე, შაქარი ოდნავ რომ დაფაროს. მოურიეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე შესქელებამდე. დაუმატეთ ფურცლები და, გაუჩერებლად, ხარშეთ 10 წუთით.

წაბლის თაფლი

რამდენადაც წაბლი უფრო ნაკლებად არომატულია, ვიდრე მისი ყვავილები, დაუმატეთ მურაბაში სამ ეტაპად. დაყავით 300 გ ყვავილები 3 ნაწილად. აადურეთ 1 ლ წყალი და ჩაყარეთ 100 გ ყვავილედები. როცა ისინი დარბილდება, ამოიღეთ და ჩაყარეთ შემდეგი ნაწილი, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ბოლოს გადაწურეთ ნახარში, დაუმატეთ შაქარი და ხარშეთ კიდევ 30 წუთით.

იასამნის მურაბა

მოწყვიტეთ იასამნის ტოტებს ყვავილები. 250 გ ნედლეულს დაასხით 250 მლ წყალი და ხარშეთ 10 წუთით, ადუღების შემდეგ. არ დაგავიწყდეთ მორევა. გააგრილეთ და გადაწურეთ. შეაზილეთ ყვავილები ამდენივე შაქარს და ისევ დაასხით ნახარში. ხარშეთ 20 წუთით ნელ ცეცხლზე.

ახლა უკვე იცით, როგორი განძია თქვენ გარშემო. თქვენ რისგან ამზადებთ მურაბას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს