ნატურალური საშუალება, რომელიც ყველაზე ძველ მარილებსაც კი მოგაშორებთ კისრიდან

0
2647

მარილის დაგროვება კისერში ძალიან ვერაგი რამაა. თავისთავად, მარილი არავითარ დისკომფორტს არ ქმნის, გარდა კისრის ხრაშუნისა, თუმცა, მას განსაკუთრებით უსიამოვნო გართულებების გამოწვევა შეუძლია. ერთ-ერთი მათგანია ოსტეოქონდროზი, ეს დაავადება კი უკვე საკმაოდ სერიოზულია. ეს რომ თავიდან აიცილოთ, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ და მოიცილოთ არასასურველი დაგროვებები.

ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ საშუალებას მარილოვანი დაგროვებების წინააღმდეგ.

მკურნალობის ეფექტურობისთვის, რაციონიდან გამორიცხეთ ცხიმიანი ხორცისა და თევზის სახეობები, ასევე, ცხოველების გულ-ღვიძლი. სასურველია, უარი თქვათ სანელებლებსა და სოუსებზე, ფენოვან ცომზე, მარინადებზე, მწნილებსა და ცხარე საკვებზე. ჩართეთ რაციონში მეტი ბოსტნეული, ძალიან სასარგებლოა გოგრის წვენი.

მაშ ასე, რაციონში გავერკვიეთ, ახლა დროა გავიგოთ, როგორ გავუმკლავდეთ მარილების დაგროვებას, რახან იგი უკვე გაჩნდა. შეგიძლიათ ტრადიციულ საშუალებებსაც მიმართოთ.

1. მასაჟი

არსებობს სპეციალური მასაჟი, რომელიც ანადგურებს მარილოვან დაგროვებებს. იგი კარგად მოქმედებს ქსოვილების სტაგნაციაზე და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. თუ კარგ პროფესიონალს იპოვით, ეს ძალიან ეფექტური იქნება. თუმცა, უმჯობესია იმისთვის მოემზადოთ, რომ ასეთ მკურნალობას დიდი დრო და თანხები დასჭირდება.

2. სპეციალური სავარჯიშოები

არსებობს სავარჯიშოთა მთელი კომპლექსი, რომელიც დაგეხმარებათ მარილოვანი დაგროვებების მოშორებასა და პროფილაქტიკაშიც. ინტერნეტში შეგიძლიათ ასეთი კომპლექსები იპოვოთ.

3. ელექტროფეროზი

შესანიშნავი პროცედურა, რომელიც მარილებს არბილებს და ამარტივებს ორგანიზმიდან მათ გამოდევნას.

4. მედიკამენტოზური მეთოდი

ყველაზე ხშირად, ინიშნება ინექციების კურსი, რომელიც ამსუბუქებს სიმპტომებს. მაგალითად, მიორელაქსანტები ან ოპიატები. უბრალოდ ეს არ წყვეტს პრობლემას, მხოლოდ დისკომფორტს ამსუბუქებს.

ყველა ეს მეთოდი ეფექტურია და უმჯობესია, ისინი კომპლექსში გამოიყენოთ. ასევე, ამ კომპლექსს დაუმატეთ რეცეპტი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ. ესაა კომპრესი, რომელიც ეფექტურია კისერზე მარტილების დაგროვების წინააღმდეგ.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კარტოფილი, თაფლი და სოჭის ზეთი. დახეხეთ კარტოფილი წვრილად და შეურიეთ თაფლს 1:1 პროპორციით. შემდეგ დაიდეთ ეს კომპრესი კისრისა და მხრების მონაკვეთში, შეიხვიდეთ რამე თბილით და გაიჩერეთ 2 საათით. კარგი იქნება, თუ ამ დროის განმავლობაში მოდუნდებით და წამოწვებით. მოიხსენით კომპრესი და შეიზილეთ მტკივან ადგილას სოჭის ზეთი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი