გაოცდებით, მაგრამ ბევრი ადამიანი ახალ დღეს იწყებს არა ფინჯანი ყავით ან ლიმონიანი წყლით, არამედ 1 კოვზი მცენარეული ზეთით – პირველი რამ, რითაც ორგანიზმს კვებავენ!
პროცედურის მიმდევრები ირწმუნებიან: ის განწყობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. პირველივე კურსის შემდეგ რაიმე მედიკამენტის მიღებას დაივიწყებთ. უზმოზე მიღებული ზეთი ორგანიზმის მთლიანად გაწმენდას და ორგანოების და სისტემების გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს!
უზმოზე ზეთის მიღების სარგებელი
ცნობილია, რომ უზმოზე ორგანიზმი ყველა სასარგებლო ნივთიერებაზე ყველაზე უკეთ ითვისებს. მცენარეულ ზეთში, მისი სახეობის მიუხედავად, ძალიან ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის.
ზეთი ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის გააქტიურებას ხელს უწყობს. ნაღვლის გათავისუფლების წყალობით შემდეგში მიღებული საკვების მაქსიმალურად ათვისება მოხდება. ორგანიზმი ცხიმების გადამუშავებას მთელი დღის მანძილზე გააგრძელებს.
ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებით და ორგანიზმის ვიტამინებით გამდიდრებით მისი უპირატესობა არ სრულდება. ზეთი კუჭის კედლებს ეკვრის, რის ხარჯზეც შიმშილის გრძნობა მცირდება. პროცედურა ჭარბი წონის დაკლების მსურველებს განსაკუთრებით შეუყვარდათ.
როგორ დავლიოთ ზეთი
- ზეთი მკაცრად უზმოზე უნდა დალიოთ. წყლის დალევაც არ შეიძლება.
- მაქსიმუმ 1 ს/კ ზეთი დალიეთ, რადგან მსუბუქი და კომფორტული გაწმენდის ნაცვლად ძლიერ, უხეშ ეფექტს მიიღებთ. პირველი ორი კვირა 1 ჩაის კოვზის მიღება საკმარისი იქნება.
- ზეთის მიღებიდან 30 წუთში შეგიძლიათ ისაუზმოთ.
- კურსის ხანგრძლივობა – 1-2 თვე. ამის შემდეგ 30 დღე შეისვენეთ.
ზეთის თვისება
თითოეულ მცენარეულ ზეთს უნიკალური თვისებები გააჩნია. რომელი აირჩიოთ, თქვენზეა დამოკიდებული!
მზესუმზირას ზეთი – ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული. A და E ვიტამინის წყარო. სამკურნალოდ მხოლოდ არარაფინირებული ზეთი გამოგადგებათ.
ყურძნის კურკის ზეთი – უჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით ჩემპიონი. ლიპიდურ ცვლას აუმჯობესებს და სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
ამარანტის თესლის ზეთი შეიცავს ლინოლეურ მჟავას – ცხიმის ძლიერი მწველი და ანტიოქსიდანტი.
ქოქოსის ზეთი გემოთი ყველაზე სასიამოვნოა და ბაქტერიოციდული ეფექტი გააჩნია. საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების სრულად ათვისებას ხელს უწყობს.
აბუსალათინის ზეთი ქრონიკულ ყაბზობას ეფექტურად ებრძვის. ნაწლავებიდან წიდების და ლორწოს გამოდევნას ხელს უწყობს. დოზირებას არ გადააჭარბოთ.
ქაცვის ზეთი კუჭის და საყლაპავის ლორწოვან გარსზე დადებით გავლენას ახდენს. გამოცდილი საშუალება გასტრიტის და წყლულოვანი დაავადების დროს.
ბაყაყურას ზეთი ღვიძლის უჯრედებს წმენდს და აახლებს, ნაღვლის გადინებას ხელს უწყობს. პროდუქტი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და გახდომას ხელს უწყობს.
სიმინდის ზეთი უჯრედების მემბრანს აახლებს და აძლიერებს. მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი.
სეზამის ზეთი სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, სისხლძარღვების კედლებს წმენდს და აძლიერებს. მოქმედებს როგორც ათეროსკლეროზის და ინსულტის საპროფილაქტიკო საშუალება.
ზეითუნის ზეთი ეფექტურია ჰიპერტონიის და სხვა გულ–სისხლძარღვთა დაავადების დროს. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს, ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.
სელის ზეთს ძლიერი ანტიასაკობრივი და ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს. წონის კლების პროცესს ააქტიურებს და აჩქარებს.
მნიშვნელოვანია! ზეთი ორგანიზმზე დაუყონებლივ მოქმედებს. ნაღვლკენჭოვანი დაავადების, კუჭქვეშა ჯირკვლის დასუსტებული ფუნქციების, პანკრეატიტის, ეროზიული გასტრიტის და კუჭის წყლულის დროს ზეთის მიღება ექიმთან კონსულტანციის გარეშე უკუჩვენებულია.
ზემოთ მოცემულ შემთხვევებში დიეტოლოგები გირჩევენ, რომ მცენარეული ზეთის ესა თუ ის სახეობა სალათებს, მსუბუქ წვნიანებს და ფაფებს მოასხათ.