პომიდვრის მწნილი, რომლის მომზადებას მხოლოდ 30 წუთი სჭირდება

301

ზაფხული საუკეთესო დროა ახალთ-ახალი, გემრიელი ხილითა და ბოსტნეულით ტკბობისთვის. მაშინაც კი, თუ ისინი თავად არ მოგყავთ, ბაზარზე მათ საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იშოვით, ამიტომ წვნიანი ნაყოფებისა და ხრაშუნა სალათების მირთმევაში ხელს ვერაფერი შეგიშლით.

რაღაც დროის შემდეგ, ბოსტნეულის ჩვეულებრივი სალათები ადამიანს ბეზრდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზაფხულის ძღვენებზე უარი უნდა ვთქვათ. მოამზადეთ პომიდვრის მწნილი და სულ 30 წუთში მიიღებთ შესანიშნავ საზაფხულო კერძს.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1 მწიკვი წიწაკების ნარები
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1.5 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 60 მლ ზეთი
  • 5-7 ც პომიდორი
  • 0.5 თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 5 ღერო კამა, ოხრახუში და რეჰანი

მომზადება

1. შეურიეთ მდოგვი, ზეთი, ძმარი, სოიოს სოუსი და თაფლი. დაუმატეთ მარილი, შაქარი და წიწაკები.

2. დაჭერით მწვანილი და დაუმატეთ მარინადს. გაჭერით პომიდვრები ოთხ ნაწილად (შეიძლება უფრო წვრილადაც, თუ დიდი ზომის პომიდვრებია), დაასხით მარინადი.

3. დაჭერით ხახვი რგოლებად, თითოეული მათგანი გაჭერით ოთხ ნაწილად და ჩაყარეთ მარინადში. აქვე დაუმატეთ ფირფიტებად დაჭრილი ნიორი და დაფნის ფოთოლი. მოურიეთ.

4. დააყენეთ 30 წუთით.

კერძი მზადაა. მიირთვით გამომცხვარ ხორცთან ან მარილიან ბლინებთან ერთად. აუცილებლად მოამზადეთ ეს სალათი და გაგვიზიარეტ შთაბეჭდილები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს