6 ნიშანი იმისა, რომ დროა, სამსახურიდან უკანმოუხედავად წამოხვიდეთ

779

ადამიანი – ის არსებაა, რომელიც გააზრებული თუ შემთხვევითი შეცდომებით სწავლობს. და თუ ზოგიერთის გამოსწორება შეიძლება, ზოგზეც ვსწავლობთ, სხვებს კი ვივიწყებთ, პროფესიისა და სამომავლო სამუშაოს არჩევანი შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. როგორ მოვიქცეთ, თუ სამსახური ადრინდელ სიამოვნებას აღარ გვანიჭებს? თუ ყოველ დილით ოფისში ისე მიდიხართ, როგორც კატორღაზე, ვერ ხედავთ განვითარების პოტენციალს, მუდმივად ავადმყოფობთ და იტანჯებით აუტანელი გრძნობებით, დროა, სამსახურიდან წამოხვიდეთ ან შეცვალოთ სამუშაო ადგილი.

ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ ნიშნებს, რომლებიც ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ დროა სამსახურიდან წახვიდეთ ან საქმიანობის სფერო შეცვალოთ დღესვე! იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ და პირადი ცხოვრებაც დაილაგოთ, ფსიქოლოგი ანა კირინი შემდეგს გვირჩევს.

სამსახური ადამიანის ცხოვრებაში

-“რა თქმა უნდა, ხანდახან, სამსახურიდან წამოსვლა შეუძლებელია. ბავშვები, კრედიტები, აუცილებელი გადასახადები… სხვა სამუშაო ადგილი უბრალოდ არაა, მაგალითად, მცირე ზომის ქალაქში. ეს ექსტრემალური გარემოებებია, მესმის. თუმცა, უნდა გაიგოთ შემდეგი: სამსახურს შეუძლია მოგვკლას, ან გაანადგუროს ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

ხანდახან, ევაკუაცია ერთადერთი საშუალებაა საკუთარი თავის დასაცავად. ხშირად, მაინც არსებობს სხვა სამსახურის პოვნის შესაძლებლობა. თუმცა, ისეთ მდგომარეობამდე ვაგრძელებთ მუშაობას, რომ უბრალოდ აღარ გვრჩება ძალა რაღაცის საძებნელად… არსბეობს ნიშნები, რომელთა მიხედვითაც უნდა გაიგოთ: სამსახური ჩვენ გვანადგურებს. თქვენ საფრთხეში ხართ!

სამსახურში ჩვენ საფრთხეს ვიქმნით. უფროსი გვაიძულებს კანონის დარღვევას, მაგალითად. თქვენ გესმით, რომ ეს საშიშია. წინასწარ ხედავთ შესაძლო შედეგებს. და მუდმივად განიცდით შფოთვას. მაშინაც კი, თუ არაფერი ხდება, შფოთვა იწვევს დაავადებებს და გვართმევს ძალებს.

თუ აგრესიულ თავდასხმებს, პიროვნულ დამცირებებს ან ამაზრზენ შევიწროებას ითმენთ, რომლებიც არ წყდება; თავს მუდმივად დამცირებულად გრძნობთ, თქვენი გრძნობები შეურაცხყოფილია – ნუ ეცდებით საკუთარი თავის გადარწმუნებას! დამცირება – უძლიერესი ფსიქოლოგიური ტრავმაა, რომელიც ანადგურებს ჯანმრთელობას და გართმევთ თავდაჯერებულობას.

თუ საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ არ გრჩებათ: ერთი გოგო საცხოვრებლად სამსახურშიც კი გადავიდა – პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა იყო. დადგა დივანი და იქ იძინებდა, იშვიათ დასვენების დღეებში კი სახლში მიდიოდა – მას დაურეგულირებელი სამუშაო დღე ჰქონდა.

იგი კარგად გამოიმუშავებდა ფულს, თუმცა, ვერც კი ასწრებდა მის დახარჯვას. თუ ცხოვრებისთვის დრო აღარ გრჩებათ – ეს სამსახური კი არა, კატორღაა. ნერბული სისტემა შემდეგ პასუხს გაგებინებთ დასვენებისა და გადატვირთვის არქონის გამო.

შვებულების ან დასვენების შემდეგ იმაზე ფიქრი, რომ სამუშაოს დაუბრუნდებით, საშინელ გრძნობას გაუფლებთ. თქვენ ფიზიკურად ცუდად ხდებით იმის გაფიქრების დროსაც კი, რომ მუშაობის გაგრძელების დრო იქნება. გეტირებათ, გული გერევათ, ისე არ გინდათ საცდელ კამერაში დაბრუნება. კონტრასტი დასვენებასა და მუშაობას შორის ძალიან ძლიერია. სამსახური აუტანლად გეჩვენებათ.

ეს სამსახური არაა. ეს ბირთული ნაღმია წყალქვეშა ნავზე. თქვენ რეალური საშიშროება გემუქრებათ. ორგანიზმი ვერ ხედავს წამებისგან თავის დაღწევის სხვა საშუალებას, გარდა სერიოზულად დაავადებისა.

თუ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში თითქმის უწყვეტად ავადმყოფობდით და ტრავმებს იღებდით, შესაძლოა, ქვეცნობიერი ცდილობს თქვენს გაფრთხილებას: კიდევ ცოტაც და აფეთქდებით. ასე მიიღებთ დასვენების დღეებს და ცოტა ხნით გათავისუფლდებით ციხიდან – სწორედ ამას ცდილობს ორგანიზმი. 

ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. გამომუშავებული ფული ხომ მკურნალობას არ უნდა დაახარჯოთ? ზუსტად არც იცით, რომ მკურნალობა გიშველით, გამოფიტული რესურსი კი არ გაძლევთ საშუალებას, ახალი სამსახური ეძებოთ. ვის სჭირდება დამცირებული, გამოფიტული, გადაღლილი თანამშრომელი? თუ არსებობს სამსახურიდან წასვლის მცირე შესაძლებლობა მაინც, წადით! თუ არა – თქვენ მონობაში ხართ, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. თუმცა, მონობიდან გარბოდნენ, როცა ყველაზე მნიშვნელოვნის – სიცოცხლის შენარჩუნება სურდათ.”

თუ ამ ტექსტმა დაგაფიქრათ, თუ თქვენც განიცდით იმ შეგრძნებებს, რომლებიც ფსიქოლოგმა ანა კირინმა აღწერა, წამოდით სამსახურიდან, მიეცით თავს ფიქრის დრო და შესაძლებლობა და შეიცვალეთ პროფესიული სფერო, სურვილისამებრ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს