რატომ ამბობს უარს დედამთილი ეტლს მიჯაჭვული რძლის ოჯახში მიღებაზე

8909

ხშირად ისე ხდება, რომ შვილის არჩევანი მშობლებს, განსაკუთრებით დედას, არ მოსწონს. რა თქმა უნდა, საქმე ცხოვრების მეგზურის არჩევას ეხება. სამწუხაროა, მაგრამ ახლობლების უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს ყველაფერმა: სოციალური მდგომარეობა, ოჯახი და პატარძლის გარეგნობაც კი.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ გულისამაჩუყებელ ისტორიას მთრთოლვარე სიყვარულის ძალის და ნათელი მომავლის იმედის შესახებ. დაე, მან შთაგაგონოთ. სტატიის ბოლოს ჩვენგან მოკლე კომენტარი გელოდებათ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ხედვას იზიარებთ!

შვილის არჩევანი

„ის, ეტლს მიჯაჭვული იჯდა და შორს იყურებოდა. მის ლამაზ, გაშლილ თმებში უკვე ჭაღარა შეინიშნებოდა. გრძელ თეთრ კაბას ხელით ნაქარგი ამშვენებდა. გოგონას ხელში თეთრი ვარდის თაიგული ეჭირა. გვერდით კი ის იდგა. მაღალი, მამაკაცური და ლამაზი! გამვლელები წყვილს უყურებდნენ. ზოგის თვალებში აღტაცებას, ზოგშიც კი სიბრალულს ამოიკითხავდით. და, რა თქმა უნდა, ის ეცოდებოდათ.

ანჯელინა ოლესს ცოლად ცოტა ხნის წინ გაჰყვა. ხელი ჩუმად, სტუმრების გარეშე მოაწერეს. პატარძლის მეგობარი, ანა, და საქმროს მეგობარი, სლავიკი მოწმეები იყვნენ. ახალგაზრდების მშობლები მოსალოცად არ მოვიდნენ. იმ დღეს მხოლოდ ანჯელინას ბებია ლოცულობდა ჩუმად. საყვარელი შვილიშვილისა და მისი ქმრისთვის ცალკე ოთახი უკვე მოამზადა. ახლა, აქ იცხოვრებენ. თითქოსდა, ბებიას გარდა არც არავის სჭირდებოდათ.

– ფიქრობ, ოლესს უყვარხარ? რომ მას ასეთი სჭირდები? – ეს კითხვა დედამ ანჯელინას არაერთხელ დაუსვა. –  მან უბრალოდ კეთილის როლის თამაში გადაწყვიტა, შემდეგ კი სხვა ქალებთან წავა ან საერთოდ, ჯანმრთელ ქალთან გაიქცევა.

– ანჯელინა საღ გონებაზე რომ იყოს, გათხოვებაზე უარს იტყოდა, – კიცხავდა ოლესს დედა. – ფიქრობს, რომ ჩვენს ხარჯზე მკურნალობას შეძლებს? კარგი, შენ რომ იყო ავარიაში დამნაშევე, მაგრამ იმ ბიჭმა მაშინვე ზურგი აქცია! შენ კი მოიყვანე!

წინა ისტორია

არტიომის და ანჯელინას ქორწილი მეორე დღეს უნდა ჩატარებულიყო. ერთი დღით ადრე ბიჭმა პატარძალს მასთან ერთად მეზობელ სოფელში საქმეებზე წასვლა შესთავაზა. გოგონამ უარი უთხრა, თითქოსდა რაღაც ცუდს გრძნობდა, მაგრამ საყვარელი ადამიანი დაჟინებით ითხოვდა. ბიჭს ყოველთვის სიჩქარე უყვარდა, ყველაზე საშინელ ორმოებიან გზაზეც კი გაზს აჭერდა. ამჯერად არ გაუმართლა: შემხვედრი მანქანა დაეჯახათ. არტიომი რამდენიმე ჩალურჯებით და მოტეხილობით გადარჩა. აი, ანჯელინას საქმე უფრო სავალალო იყო.

როცა გონებაზე მოვიდა, არტიომმა მისი ბედი უკვე გადაწყვიტა. თანაგრძნობის და სინანულის გარეშე შეატყობინა, რომ ქორწილი არ იქნება.

– ეს ხომ შენ ხარ დამნაშავე! – უყვიროდა მას ანჯელინას დედა.

– მე კი არა, არასწორი გზა! ორმოებს გვერდს ვუვლიდი.

არტიომის მშობლებმა ეს საქმე სწრაფად „მიჩქმალეს“. ამ დროში მას ყოფილი საცოლე არც ერთხელ არ უნახავს. გოგონამ კი საავადმყოფოში დიდი დრო გაატარა.

ადრე ანჯელინა კარგად ქსოვდა. ცუდი ფიქრების გასაქარვებლად გოგონამ ძველი გატაცება გაიხსენა და ჩვილებისთვის საყვარელი ფაჩუჩების შექმნა დაიწყო. ცისფერი და ვარდისფერი სახვევებით. ერთხელ, პალატის მეზობელმა მას ჰკითხა, თუ ვისთვის ქსოვდა. „ანგელოზებისთვის“ – უპასუხა გოგონამ. ქალებმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა შეხედეს. გაიფიქრეს, რომ გაგიჟდა.

აწმყო

ანჯელინას მეგობარი, ანა ბავშვთა სახლში მუშაობდა. ანა გოგონას ყოველდღე ნახულობდა, ის კი ყველა ნაქსოვ ფაჩუჩს აძლევდა იმ გოგოებისა და ბიჭებისთვის, რომლებზეც მშობლებმა უარი თქვეს. ანა მეგობრით აღტაცებული იყო და ეუბნებოდა, რომ ოდესღაც მისი შრომა დაფასდებოდა. ანჯელინა კი ქსოვდა და ქსოვდა. ერთხელ, მის პალატაში ახალი პაციენტი მოიყვანეს. ულიანა 70 წლის იყო და ფეხი ჰქონდა დაშავებული, მყარად ვერ იდგა. საყვარელმა ნაქსოვმა ფაჩუჩებმა მისი ყურადღება მიიპყრო.

– ლამაზად გამოგდის. შენს შვილებსაც ასეთს მოუქსოვ. და ფეხებიც დაგიბრუნდება.

ანჯელინას თვალები ცრემლებით აივსო.

– არ იტირო, ვიცი, რასაც ვამბობ. ულიანას ჯერ არავისთვის ტყუილი არ უთქვამს. ოდესღაც გამიხსენებ.

ანჯელინა სახლში თავს უფრო ცუდად გრძნობდა, ვიდრე საავადმყოფოში. მშობლები მუშაობდნენ, ის კი მთელი დღე მარტო იყო. ზოგჯერ ბებია სტუმრობდა. ოღონდ, მხოლოდ მაშინ, როცა დედა არ იყო სახლში. ბებიას რძალი არ უყვარდა. ის ზედმეტად ბოროტი და ცბიერი იყო. ზოგჯერ გოგონას ანა სტუმრობდა. ერთხელ ქუჩაში გასეირნება შესთავაზა, მაგრამ ლიფტი არ მუშაობდა, ეტლის მართვა კი რთული იყო. ასე ანჯელინას ცხოვრებაში გამოჩნდა ის.

ოლესის გამოჩენა

ყოველი დიდი დღესასწაულის წინ ოლესი ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებში საჩუქრებს არიგებდა. მისი პატარა, მაგრამ წარმატებული კომპანია ქველმოქმედებით აქტიურად იყო დაკავებული. ერთხელ ბავშვთა სახლიდან გამოსვლისას ანას შეხვდა.

– ანა პავლოვნა, თუ გსურთ, გაგაცილებთ.

– კარგი იქნება, მადლობა. ზუსტად დაქალთან მისვლა მჭირდება.

გზაში ანამ ანჯელინას სამწუხარო ისტორია მოუყვა. ბიჭმა დახმარება სიხარულით შესთავაზა. მან ეტლი პირველ სართულზე ჩამოიტანა და გოგონასაც დაეხმარა.

რა თქმა უნდა, ანჯელინა უცნობის მოსვლით გაოცებული იყო. თავი უხერხულად იგრძნო, როცა მაღალმა და სიმპათიურმა მამაკაცმა ხელში აიყვანა და ქუჩაში ეტლში ჩასვა. როცა ის წავიდა, ანჯელინამ მეგობართან საუბარი დაიწყო.

– ანკა, მაგარია! მგონი, ძალიან კეთილია! ახლა ეს იშვიათობაა! ალბათ, დაახლოებით 30 წლისაა. ასეთმა მამაკაცმა ზუსტად იცის, თუ რა სურს ცხოვრებაში. რამდენიმე საათში ანამ ოლესს დაურეკა. ის მოვიდა და ანჯელინა სახლში დაბრუნდა. მან ჩაი შესთავაზა. ანამ უარი თქვა და სახლი ნაჩქარევად დატოვა. აი, ოლესი სიამოვნებით დათანხმდა.

ოლესმა ნაქსოვი ფაჩუჩები დაინახა და ანჯელინამ აუხსნა, თუ რით იყო დაკავებული. „ანუ, თქვენც მეცენატი ხართ“ – თქვა ღიმილით მამაკაცმა. მათ ნომრები გაცვალეს და ოლესმა გოგონას მონახულება ხშირად დაიწყო. გოგონას ეშინოდა, რომ მის ყოფნას მიეჩვეოდა. არ სურდა, რომ კვლავ ტკივილი ეგრძნო. დედამ „კეთილმოსურნე“ კავალერზე ხუმრობა დაიწყო. ბებია კი, როგორც ყოველთვის, მხარს უჭერდა.

– წარსული დაივიწყე, ის დაგღუპავს. ამ ახალგაზრდა ბიჭის უარყოფა არ იფიქრო. ის ვიღაც გამვლელს არ ჰგავს. დაე, სტუმრად მოსვლა გააგრძელოს. თუ შენზე ზრუნავს, მით უკეთესი.

– ბებია, ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ, კარგი მეგობრები.

სიყვარულის ძალა

მათი ნაცნობობიდან მთელი წელი გავიდა. ოლესი ძალიან გამოწყობილი იყო და თეთრი ვარდების დიდი თაიგულის გამო რაღაც იდუმალად გამოიყურებოდა.

– მე შენ მიყვარხარ, ანჯელინა. ყოველთვის შენს გვერდით ყოფნა მსურს, – უთხრა მუხლებზე დამდგარმა ოლესმა. მან ნიშნობის ბეჭდის პატარა ყუთი გახსნა და ბეჭედი გოგონას მიაწოდა.

– მაგრამ მე…

– შენ საუკეთესო ხარ!

როგორც ანჯელინას, ასევე ოლესის მშობლებისთვის ახალი ამბავი ისე გაისმა, როგორც მოწმენდილ ცაზე ჭექა–ქუხილი. „ასეთ რძალს არ მივიღებ“ – კატეგორიულად განაცხადა საქმროს დედამ. „ჩვენს ოროთახიან ბინაში სიძის ადგილი არაა“ – განაცხადა პატარძლის დედამ. ოლესმა ნივთები შეაგროვა და დროებით მეგობართან, სლავიკთან გადავიდა. ანჯელინა კი ბებიასთან გადავიდა, რომელმაც ახალგაზრდები სიხარულით მიიღო.

საზღვარგარეთ კლინიკაში წასასვლელად ყველაფერი მზად იყო. ბებიამ მთელი ქონება შვილიშვილს უანდერძა. ფულის ნაწილი მან ოპერაციისთვის გადადო. ანჯელინას დედა გაცეცხლებული იყო, როცა გაიგო, რომ ერთ თეთრსაც ვერ მიიღებდა. ქმარს ეჩხუბებოდა, ის კი თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ საკუთარ ქალიშვილს მხარი არ დაუჭირა.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ანჯელინამ და ოლესმა ახალ აშენებულ კორპუსში ბინა იყიდეს. თითქოსდა, ცხოვრება დალაგდა. როგორც ულიანა ამბობდა, გოგონას ფეხები დაუბრუნდა. სამწუხაროდ, ბავშვის დაბადების იმედი წყვილს არ ჰქონდათ. მაგრამ ანჯელინა იმედს არ იცრუებს: „მსმენია, რომ ბავშვის აყვანის შემდეგ ქალები საკუთარ შვილებს აჩენენ. შესაძლოა, ეს ღვთის საჩუქარია. ჩვენც რატომ არ უნდა ვცადოთ?“

ანჯელინა პატარა ქუდებს და სვიტერებს ჩანთაში ფრთხილად აწყობდა. რა თქმა უნდა, ნაქსოვ ფუჩეჩებს პატარა შესაკრავებით. დღეს ისინი საკუთარ შვილს ბავშვთა სახლებში ეძებენ. შესაძლოა, ეს ბიჭია ან გოგონა. პატარა ანგელოზის გული და თვალები მიანიშნებთ.“

რედაქციისგან

რთული წარმოსადგენია, თუ რა გადაიტანა გოგონამ, მაგრამ მან რწმენა არ დაკარგა და ნამდვილი ბედნიერება მოიპოვა. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად საყვარელ ადამიანს შეხვდა, რომელიც მისი მცველი და მხარდამჭერი გახდა. ეს ისტორია ამტკიცებს, რომ ნამდვილ სიყვარულს კრიტერიუმები არ აქვს. ადამიანი  გვიყვარს არა რაიმე თვისების გამო, არამედ გულწრფელად და უანგაროდ. გახსოვდეთ, რომ მეგზურის არჩევა არ შეიძლება იყოს განხეთქილების ვაშლი ოჯახში. მშობლები თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაგებით უნდა მოეკიდონ.

როგორ ფიქრობთ, ვაჟიშვილის არჩევანი სწორი იყიო? ამ თემაზე დისკუსია კარგი იქნება. სწორედ ამიტომ, სტატიის ქვეშ კომენტარები აუცილებლად დაგვიტოვეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს