შინ მომზადებული უბრალო შესქელებული რძე არ წაგართმევთ დიდ ძალისხმევას მომზადებისას, თუმცა, მისი მირთმევისას მიღებული სიამოვნება დიდხანს გასტანს. თითქოს, ეს ჩვეულებრივი პროდუქტია, თუმცა, მისი მომზადებისასაც კი შეიძლება რამე შეცდომები დაუცვათ. დღეს შექსელებულ რძეს მოვამზადებთ ბოშასთან ერთად და ვისწავლით ყველაფრის სწორად გაკეთებას.
როგორ მოვამზადოთ შესქელებული რძე
მაცივარში დარჩენილი თხევადი შესქელებული რძე ნებისმიერ დროს გამოგადგებათ. ასეთი პროდუქტის გამოყენება შეიძლება ტორტების გამოსაცხობად, ორცხობილების მოსამზადებლად. რაღა თქმა უნდა, კულინარიული ჟანრის ნამდვილი კლასიკა – თხელი ბლინები, ამ საწებლის გარეშე წარმოუდგენელია. რამდენად მარტივი კერძია, თუმცა, რამდენ სასიამოვნო მოგონებას აღვიძებს ბავშვობიდან.
პირდაპირ გეტყვით, რომ ქურასთან დგომა იქნება საჭირო, თუმცა შრომა შედეგად ღირს! რამდენიმე კვირის მანძილზე, ხელთ გექნებათ ტკბილეული იმ შემთხვევისთვის, თუ ცუდ განწყობაზე ხართ. ჩვეულებრივი თეთრი პურის ტოსტებიც კი დახვეწილ დესერტად იქცევა, რამდენიმე კოვზი რძის წყალობით.
ინგრედიენტები:
- 1 ლ რძე
- 200 გ შაქარი
- ვანილინი სურვილისამებრ
მომზადება
1. მომზადება გაცილებით მარტივი რომ გახდეს, სასურველია, სქელკედლიანი ქვაბი გამოიყენოთ. მოხერებისთვის, აიღეთ 5-ლიტრიანი ჭურჭელი.
2. ჩაყარეთ 200 გ შაქარი და დაასხით 1 ლ რძე. შეგიძლიათ, მოხარშოთ მაღაზიის 3.2%-იანი რძე, თუმცა, რა თქმა უნდა, სახლის რძე გაცილებით სასარგებლო და გემრიელი იქნება.
3. მოურიეთ და ჩართეთ მაქსიმალური ცეცხლი. ურიეთ, სანამ არ ადუღდება. შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი ვანილინი, გემოვნებით.
4. ოდნავ შეამცირეთ ცეცხლი და ურიეთ ყოველ 5 წუთში. ძალიან სქელი შედეგი რომ მიიღოთ, რძე ცეცხლზე 50 წუთით უნდა გააჩეროთ. უფრო თხევადი ვარიანტისთვის, 40 წუთი საკმარისია. ბოლო ათი წუთის მანძილზე უფრო შირად უნდა ურიოთ.
5. გახსოვდეთ, რომ, როცა პროდუქტი აქაფებას იწყებს, უბრალოდ უნდა გააგრძელოთ მორევა. ქაფის მოხსნა საჭირო არაა. როცა რძე შესქელდება, გადაწურეთ ჩვეულებრივ მეტალის საცერში. შესქელებული რძე მზადაა, შეგიძლიათ, ქილებში ჩაასხათ. გემრიელად მიირთვით!
თქვენ როგორ ამზადებთ შესქელებულ რძეს? გამოგიყენებიათ ეს რეცეპტი? გაგვიზიარეთ გამოცდილება.