რატომ არ გვაქვს სასაფლაოზე წასვლის და მისი დალაგების სურვილი: ფსიქოლოგიური ახსნა

1037

ახლობელი ადამიანების წასვლა ჩვენი ცხოვრებიდან დიდი გულისტკივილია, რომელთანაც მარტო გამკლავება რთულია. სასაფლაოზე წასვლა კი, ხშირად, უარესად ანგრევს ისედაც მყიფე სულიერ წონასწორობას. მოდით, ვცადოთ იმაში გარკვევა, თუ რატომ დადიან ადამიანები იქ და უნდა მივბაძოთ თუ არა მათ.

ბევრს სწამს, რომ ჩვენ ამ სამყაროს სრულად არ ვტოვებთ. რელიგიათა უმრავლესობა თანხმდება, რომ ადამიანს აქვს სული, რომელსაც შეუძლია, ცოცხალთა სამყაროსთან ახლოს დარჩეს ან უკეთეს ადგილას გაემგზავროს. ასე თუ ისე, მე მჯერა, რომ, გარდაცვალების შემდეგ, ყველა პოულობს სიმშვიდეს და ცოცხალთა სამყაროში აღარაფერი ესაქმებათ. ყველა პრობლემა უკან რჩება, გარდაცვლილებს უკვე აღარაფერი აწუხებთ.

მე გულწრფელად მჯერა, რომ ბედნიერი და სიხარულით სავსე ცხოვრების შემდეგ, ჩვენ ამ წუთებს ხელახლა გამოვცდით. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, მეტი იფიქროთ იმაზე, თუ რა ხდება ამ წამს, სიცოცხლეში. სიცოცხლე შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეწყდეს, რატომ არ უნდა გახდეს მისი თითოეული მონაკვეთი დაუვიწყარი?

მაშ, რატომ მიდიან ადამიანები ახლობლების სასაფლაოზე, თუ მათ უკვე ცოცხლებთან აღარ აქვთ საქმე? ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ თავი დავიმშვიდოთ და “დაველაპარაკოთ” მათ, ვინც ჩვენთვის ძვირფასი იყო. ამისთვის ბევრ სჭირდება ვიზუალუზაცია და იმის შეგრძნება, რომ ადამიანი მის გვერდითაა. გვინდა, მოვუყვეთ საყვარელ ბებიას, როგორცაა მისი შვილიშვილი, შევჩივლოთ ცხოვრებას, ცოტაც ვიტიროთ… როცა სულს უმძიმს, ჩვენთვის ყველაზე გამგებიანი ადამიანი კი სხვა სამყაროში გადასახლდა, არჩევანი უბრალოდ აღარ გვრჩება.

თუმცა, ყველას არ მოსწონს გარდაცვლილთა სამუდამო განსასვენებლის ატმოსფერო. იგი საშინლად ბნელი და შემაძრწუნებელია, ამიტომაც ბევრს არ სურს იქ მისვლა. დარწმუნებული ვარ, ეს საჭირო სულაც არაა. ჩვენ საყვარელ ადამიანებთან საუბარი ნებისმიერ დროს შეგვიძლია, როცა ეს ნამდვილად გვჭირდება.

არაა საჭირო საკუთარი თავისთვის გულის ტკენა ან განსჯა. უბრალოდ ამოთქვით ყველაფერი, რათა შვება მოგეგვაროთ და გქონდეთ ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ნეგატიური ემოციების ასეთ გამოხატვას არ უნდა მიეჩვიოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ნაღველის მიზეზის მოგვარებაც, სრულყოფილი ცხოვრებით რომ დატკბეთ.

თუ თქვენი ნათესავები განსჯის თვალით გიყურებენ, როცა სასაფლაოზე წასვლას არიდებთ თავს, ეცადეთ, მათ ამ სიტუაციის თქვენებური აღქმა აუხსნათ. უთხარით, როგორ გიჭირთ იქ ყოფნა და რამდენად უარყოფითად მოქმედებს ასეთი ვიზიტი თქვენზე. დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლიათ გაგებით მოკიდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს