ასაკი ჩვენს ცხოვრებაში დიდი ხანია აღარ ასრულებს მნიშვნელოვან როლს. ჩვენს დროში წარმატების მიღწევა და კარგი გარეგნობა აღარაა დამოკიდებული პასპორტში დაწერილ ციფრებზე. გულსაც სიყვარული სწყურია, მაშინაც კი, თუ მასზე წინა ურთიერთობების ჭრილობაა შერჩენილი. თუმცა, 50 წელს გადაცილებული მარტოხელა ქალები სულ უფრო ხშირად ამჯობინებენ ურთიერთობას, პირად ცხოვრებაში შემოჭრის გარეშე. მათ უბრალოდ არ სჭირდებათ ქმარი.
ბევრ ფორუმზე იპოვით 50 წელს გადაცილებულ ქალთა მოსაზრებებს შუა ხნის ასაკში დაქორწინებასთან დაკავშირებით. მათი აზრით, ეს კარგს არაფერს მოიტანს. თუმცა, არსებობს უამრავი ქალბატონი, რომლებმაც, მაგალითად, მხოლოდ 60 წლის შემდეგ იპოვეს ოჯახური ბედნიერება და სიმყუდროვე. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ისტორიას ერთი ქალბატონისა, რომელიც ამტკიცებს, რომ ხნიერ ასაკში ქალს ქმარი არ სჭირდება.
რატომ არ უნდა გათხოვდეთ
-“56 წლის ვარ. ერთხელ უკვე გავთხოვდი, ქმარს გავშორდი და თავად გავზარდე ორი შვილი ისე, რომ მათთვის არაფერი მომიკლია. ჩემს თანატოლთან სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეგრძნო თავი ცოლად და ოჯახური ბედნიერება განმეცადა. 1 წლის წინ გავთხოვდი. ველოდი, რომ ერთად, ბედნიერად დავბერდებოდით, გავერთობოდით, ვიმოგზაურებდით… რეალობა კი ოცნებისგან ძალიან შორს აღმოჩნდა.
მე თვითკმაყოფილი და თავდაჯერებული ქაი ვარ, ჩემი ქმარიც ასეთივეა. თუმცა, შეგნებულ ასაკშიც კი არ იღლის თავს სახლის საქმეებით: ნივთებს ყრის, არ მეხმარება დალაგებაში, ჩემგან კი ითხოვს მასზე ზრუნვას, ჯანსაღი საკვების მომზადებას. მასთან საცხოვრებლად გადავედი, ჩემი სახლი გავაქირავე, ამიტომ თავს სახლის უფროსად მიიჩნევს, მე კი მის შეხედულებებს უნდა მოვერგო.
თუმცა, თუ საყოფაცხოვრებო მომენტები მანამდე მაფიქრებინებდა, რომ მამაკაცს ასაკი არ ცვლის, ჩემთვის ბოლო წვეთი გახდა ქმრის შვილიშვილების მოსვლა. რა თქმა უნდა, ისინი მე შემტენა. თავადაც გესმით, როგორია ხუთი წლის გათამამებული ბიჭი და 13 წლის მოზარდი, რომელსაც ბაბუამ ახალი ბებია უპოვა. ჩემთვის ერთკვირიანი ასეთი ოჯახური შეკრება ნამდვილ კატორღად იქცა.
მოკლედ, ახლა უკვე განქორწინებაზე ვფიქრობ. ცხოვრებაში ხომ ბევრი არაფერი შეიცვალა, უბრალოდ მომემატა ყოველდღიური საქმე, საზრუნავი და წყენა. პაემნები და საღაბოს თბილი სატელეფონო საუბრები უფრო მეტად მომწონდა.”
ჩვენი აზრით, ყველა ურთიერთობა განსხვავდება. ვიღაცები ერთად ცხოვრებას 25 წლის მანძილზე ახერხებენ, 40 წლის სემდეგ კი სრული იდილია აქვთ, ზოგს კი პირიქით. მთავარია ფსიქოლოგიურად იყოთ მზად ოჯახური ურთიერთობისთვის. ასევე, აუცილებელია ერთმანეთთან საუბარიც, ოცნებებისა და უკმაყოფილებების გაზიარება, წყენა რომ არ დაგროვდეს.