თითქმის ყველა დიასახლისი უვლის სახლში ფულის ხეს. ამისთვის უამრავი მიზეზი არსებობს: ოთახის ეს მცენარე მოსავლელად მარტივი, ლამაზი და სასარგებლოა. “როგორ დავდგა ფულის ხე ისე, რომ არამხოლოდ კარგად გაიზარდოს, არამედ სახლში წარმატება და დინანსური კეთილდღეობა მოიტანოს?” – ვკითხე წლების წინ ევას – ფენშუის ოსტატს.
მისმა რჩევებმა ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. მანამდე არასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩინური მოძღვრება ფენშუის წესები მართლაც შესანიშნავად მუშაობს.
როგორ დავრგოთ ფულის ხე?
დღეს ჩვენი რედაქცია გეტყვით, თუ სად უნდა მოთავსდეს ფულის ხე, რათა ფული თქვენს სახლში მდინარესავით მოედინებოდეს. სანამ გადავდგამდით, ვალებიდან ვერ ამოვდიოდით. ახლა ყველაფერი გამოსწორდა!
ფენშუის მიხედვით, სიმდიდრე, სიჭარბე ადამიანის ცხოვრებაში მის მრავალ სფეროში უნდა გამოვლინდეს: იქნება ეს სულიერება, კულტურა თუ მატერიეალური კეთილდღეობა.
მაგალითად, ბაყაყი, რომელსაც პირში მონეტა უდევს და სიმდიდრის სექტოში წითელ ხელსახოცზე დევს, ფინანსური კეთილდღეობისკენ მიმავალი საიმედო გზაა. თუმცა, ყველაზე ხშირად, კეთილდღეობის სიმბოლოდ ფულის ხე გვევლინება. სწორედ ეს მცენარე ითვლება ყველაზე ძლიერ მაგნიტად მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვისთვის.
ფულის ხე, იგივე კრასულა გამოირჩევა ხორციანი ფოთლებით, რომლებშიც მკვებავ ნივთიერებებს იგროვებს. იმაზე, თუ რამდენად ხორციანია ეს ფოთლები, სიმდიდრის ზომაცაა დამოკიდებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ხის მდგომარეობა პირდაპირაა დაკავშირებული ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან.
მნიშვნელოვანია ხის დამოუკიდებლად დარგვა. დასარგავად, შეგიძლიათ დააფესვიანოთ მაღაზიაში ნაყიდი ზრდასრული ხის პატარა ტოტი. წინასწარ მომზადებული ქოთანნი გაავსეთ შესაფერისი ნიადაგით, ჩააღრმავეთ და მოათავსეთ მასში ტოტი. შემდეგ დაფარეთ ფესვები, დატკეპნეთ სუბსტრატი, დაამატეთ მიწა და მორწყეთ.
გულის ხე უნდა დადგათ სიმდიდრის ზონაში – სამხრეთ-აღმოსავლეთ ოთახში. ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრაში კომპასი დაგეხმარებათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ყურადღება დაუთმოთ სიმდიდრის ზონის სწორად გაფორმებასაც.
ფულის ხე თქვენს სახლში თავს მყუდროდ და კომფორტულად უნდა გრძნობდეს. იზრუნეთ საკმარის განათებაზე, გაითვალისწინეთ რეგულარული განიავების შესაძლებლობა, სისუფთავე. ასევე, კარგი იქნება, თუ ხის გარშემო ოქროსფერ, მწვანე და ცისფერ ფიგურებს დაალაგებთ. ასეთ პირობებში, მცენარე სრულყოფილად გახსნის თავის შესაძლებლობებს და აქტიურად მოიზიდავს სახლში კეთილდღეობას.
სხვათა შორის, ფულის ხე არამხოლოდ სიმდიდრის თილისმად, არამედ ერთგვარ დეტექტივადაც შეიძლება იქცეს თქვენი ოჯახის ფინანსური სფეროსთვის.
თუ რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო, ფულის ხე ფოთლების ცვენას, ავადმყოფობას იწყებს და ფესვიანად იღუპება, ესე იგი, მსხვილი ფულადი დანაკარგი გელით. საჭიროა, დროულად მიიღოთ რამე ზომები, თავი მაქსიმალურად რომ დაიცვათ.
ეს ლამაზი ხე, ხორციანი ფოთლებით, ყველას უნახავს, თუმცა ცოტას თუ ჰქონია აყვავებული მცენარის ნახვის საშუალება. არადა ითვლება, რომ, თუ ფულის ხე აყვავდა, ესე იგი შემოსავლების საგრძნობ ზრდას უნდა ელოდოთ. ჩვენ გასწავლით, როგორ ააყვავოთ ეს მცენარე და მიიღოთ მოულოდნელი ფინანსური კეთილდღეობა.
ახლა უკვე იცით, როგორ დარგოთ და სად მოათავსოთ ფულის ხე ისე, რომ მან ფინანსური სარგებელი მოგიტანოთ. სხვათა შორის, ფინანსების მნიშვნელოვანი ნაკადისთვის, მხოლოდ ერთი ასეთი მცენარე საკმარისი არაა.