ადამიანების უმეტესობას გლუტენის აუტანლობა აქვთ, მაგრამ ამის შესახებ ეჭვიც არ ეპარებათ, რადგან დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთულია.
აშშ-ს მოქალაქეების დაახლოებით 15% გლუტენის აუტანლობის გარკვეული ფორმით ან, შესაძლოა, ცელიაკიით იტანჯება.
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ 7 ნიშანზე, რომელთა დახმარებით შეძლებთ იმის გაგებას, გლუტენის აუტანლობა გაქვთ თუ არა.
1. ფოლიკულური კერატოზი
ფოლიკულური კერატოზი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ბატის კანი“, ჩვეულებრივ ხელებსა და ბარძაყის უკანა ნაწილზე ჩნდება. ის ცხიმოვანი მჟავის დეფიციტით არის გამოწვეული, რის შედეგადაც გლუტენი ნაწლავებს აზიანებს.
2. მუდმივი თავის ტკივილი
შაკიკი და მუდმივი თავის ტკივილი იმის ნიშანია, რომ თქვენ გლუტენის მიმართ აუტანლობა გაქვთ. ამასთან შეიძლება გაუწყლოების და ზოგიერთი სხვა დარღვევის ნიშანი იყოს. თუ თავის ტკივილი არ ჩერდება, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.
3. აუტოიმუნური დაავადება
ზოგიერთ შემთხვევაში ჰაშიმოტოს თიროიდიტი, რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდერმია, წითელი მჭამელი და ფსორიაზი წებოვანას შეუწყნარებლობასთან არის დაკავშირებული.
4. საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულარული პრობლემები
მუცლის შებერილობა, გაზები, დიარეა და ყაბზობა გლუტენის აუტანლობის ერთ-ერთ ყველაზე ცხად ნიშნებს წარმოადგენს.
5. თავბრუსხვევა
წებოვანას შეუწყნარებლობის კიდევ ერთი ნიშანი თავბრუსხვევაა.
6. ქრონიკული დაღლილობა
ზოგჯერ ქრონიკული დაღლილობა გამოწვეულია იმით, რისი აღმოფხვრაც მარტივია. მაგალითად, გაუწყლოებით ან რაღაც სახიფათოთი, როგორიცაა აივ-ინფექცია. ქრონიკული დაღლილობის დროს ექიმს უნდა მიმართოთ და მიზეზი გაარკვიოთ. თუ გლუტენის შემცველი საჭმლის მიღების შემდეგ დაღლილობას გრძნობთ, ეს შეიძლება გლუტენის აუტანლობის ნიშანი იყოს.
7. ფიბრომიალგია
ფიბრომიალგიის და ქრონიკული დაღლილობის დიაგნოზის მქონე ადამიანები სინამდვილეში გლუტენის აუტანლობით იტანჯებიან, მაგრამ ამის შესახებ არ იციან. თუ ამ ორიდან ერთი დაავადების დიაგნოზი დაგისვეს, თქვენ გლუტენის მიმართ შეუწყნარებლობა გაქვთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.