ჩვენ ხშირად მივმართავთ უფალს ჩვენი პრობლემებითა და სირთულეებით, ვთხოვთ მას მათ მოშორებასა და სანაცვლოდ კეთილდღეობის მოცემას. ამბობენ, რომ ღმერთს ჩვენი თითოეული სიტყვა და აზრი ესმის, თუმცა, შეიძლება თუ არა მასთან მიმართვა ნებისმიერი თხოვნით? არის ისეთი რამ, რისთვისაც უფალი არ უნდა შევაწუხოთ? როგორ ვილოცოთ სწორად?
ჩვენმა რედაქციამ ამ საკითხის გამორკვევა გადაწყვიტა. გთავაზობთ დეკანოზ ანდრეი ტკაჩევის ქადაგებას იმის თაობაზე, თუ რა არ უნდა ითხოვოთ ლოცვის დროს.
როგორ ვილოცოთ სწორად
დეკანოზმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში განიხილა ის, თუ რა თხოვნებით უნდა მივმართოთ უფალს. პირველ რიგში, მან ტიქონ ზანოდელის სიტყვები მოიხმო: “მომეცი ყურები, შენი ხმა რომ გავიგონო. მომეცი თვალები, რომ დაგინახო. მომეცი გემოს შეგრძნება, შენი გემო რომ შევიგრძნო. მომეცი სუნის შეგრძნება, შენი კეთილშობილი სურნელი რომ შევიგრძნო. მომეცი ფეხები, რომ შენამდე მოვიდე. მომეცი ენა, შენ რომ გელაპარაკო. მომეცი გული, რომ შენი მეშინოდეს და მიყვარდე…”
წმინდანის სიტყვები ლოცვის ჭეშმარიტ არსზე მიუთითებს. მთავარი, რაზეც ადამიანმა უნდა ილოცოს, ხომ სულის გადარჩენაა. წმინდანი ითხოვს ყურებს, ღვთის მოსასმენად. ეს იმას ნიშნავს, რომ მას სურს, შეისმინოს ღვთის სიტყვები. ყური ხომ ყველას აქვს, თუმცა ბევრს არ ესმის, რას მოგვითხრობს ევანგელეა.
იგი ითხოვს თვალებს, უფლის დასანახავად. ღვთის დასანახავად საჭიროა მიწიერი ამაოებისგან განთავისუფლება – სწორედ ამას ითხოვს წმინდანი. იგი ლოცულობს, რომ ღმერთმა მისცეს ხელები და ფეხები, მასთან მისვლა რომ შეეძლოს. ეს ყველა ადამიანს ეხება.
ჩვეულებრივ, ჩვენ ეკლესიაში მივდივართ ან სახლში, ხატის წინაშე ვდგებით და ვითხოვთ: “ღმერთო, მომეცი ჯანმრთელობა, ფული, კარგი ქმარი, უკეთესი ბავშვები…” ამაში ცუდი არაფერია – ესენი მიწიერი საზრუნავებია, რომლებთანაც ადამიანებს მუდმივად აქვთ შეხება, თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ლოცვა მხოლოდ ამას არ უნდა ეხებოდეს.
წმინდანი ითხოვს შესაძლებლობას, დადგეს ღვთისკენ მიმავალ ჭეშმარიტ გზაზე, დაინახოს და ესმოდეს უფლისა, მოიშოროს მიწიერი, ამქვეყნიური საზრუნავი. აი, რას უნდა ეხებოდეს ნამდვილი ლოცვა – სულის გადარჩენას. ეს ისაა, რაზეც ჩვენი სამყაროს დიდებული წმინდანები ლოცულობდნენ.
მიწიერ საზრუნავში ჩაფლულთ, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე მთავარი არა ამქვეყნიური ცხოვრება, არამედ სულის ცოდვებისგან განწმენდა და მისი ხსნაა მიწიერი ცხოვრების შემდეგ. არავინ ამბობს, რომ მატერიალური კეთილდღეობის თხოვნა ცოდვაა. არა, არანაირად. უბრალოდ, ეს მცირე თხოვნებია და ღმერთმა ისედაც იცის, რა არის საჭირო ცხოვრებაში.
შეიძლება თუ არა ლოცვა მიწიერი სარგებლისთვის? შეიძლება, თუმცა ღვთისმსახურები ამბობენ, რომ ღმერთს უნდა ვთხოვოთ სულიერი საზრდო, როგორც ამას წმინდანები აკეთებდნენ. ისინი არ ეძებდნენ ხორციელს, მიისწრაფოდნენ სულიერისკენ. ამასთან, ისინი მიწიერსაც იღებდნენ. მათგან მაგალითი ნებისმიერმა მორწმუნემ უნდა აიღოს.
ღვთისმსახურების თქმით, არსებობს ისეთი რამეებიც, რაც ლოცვისას საერთოდ არ უნდა ვახსენოთ.
რისი თხოვნა არ შეიძლება ლოცვისას
1. ის, რაც აკრძალულია
არ შეიძლება ღმერთისთვის მიმართვა ისეთი ლოცვით, რომელშიც მას რამე ცოდვას ან აკრძალულს სთხოვთ. ასეთი თხოვნა ეწინააღმდეგება ცნებებს, ესე იგი, არ შესრულდება. ამასთან, მსგავსი თხოვნები ცოდვად ითვლება.
2. სხვა ადამიანის ვნება
ღმერთი მოგვიწოდებს, გვიყვარდეს ყველა და არ ვუსურვოთ სხვებს სიავე. ნებისმიერი ლოცვა მხოლოდ კეთილ ზრახვებს უნდა მოიცავდეს. უფალი არ შეასრულებს თხოვნას სხვა ადამიანის სავნებლად, ამასთან, უწყრება მთხოვნელს.
3. გამოცდებისგან ხსნა
ზოგადად, ყველაფერი, რაც სიცოცხლეში მოგვდის, გამოცდაა. ჩვენი სამსახური, ოჯახი, მატერიუალური კეთილდღეობა, უიღბლობა თუ დაავადებები – ეს ყველაფერი გვცდის. არ შეიძლება უფლისთვის ამ ყველაფრისგან თავის არიდების თხოვნა.
კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ, რომ შემდეგში, უფალთან მიმართვისას, მიხვდეთ, როგორი თხოვნით აწუხებთ მას. რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ სთხოვოთ უფალს ჯანმრთელობა არამხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ახლობლებისთვისაც, არაა ცოდვა მატერიალური კეთილდღეობის თხოვნაც. უბრალოდ, ამ ყველაფერს შორის აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ლოცვის ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ.
ლოცვა – ესაა უფალთან საუბრის გზა, და მნიშვნელოვანია მისი კონკრეტული ნიუანსების ცოდნა. ნებისმიერი ლოცვა უშრეტი ძალაა. ილოცეთ მთელი გულით და ყველაფერი კარგად იქნება!