შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ ზოგჯერ ჰაერში რაღაც უწონო ობიექტი თქვენს თვალწინ ცურავს?
ის შეიძლება პატარა ბეწვს ჰგავდეს და თავისი ფორმით პატარა ჭიას, ობობას ან გამჭვირვალე შენადენს გაგონებდეთ.
თუ ამ ობიექტებს დააკვირდებით, ისინი მოულოდნელად ქრებიან, მაგრამ კვლავ ჩნდებიან, მას შემდეგ რაც მზერას სხვა რამეზე გადაიტანთ. მხედველობას ხელს არ უშლიან, მაგრამ ზოგჯერ თავისი ქცევით შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს. ბუსუსების დანახვისას თვალების დასაბანად არ გაიქცეთ. ეს საკმაოდ ხშირი და გავრცელებული მოვლენაა, რომელსაც მეცნიერულად Muscae valitantes (ლათინურიდა მფრინავი ბუსუსები) ან უბრალოდ „ბუსუსები“ ეწოდება. სინამდვილეში, ისინი არანაირი მწერები ან რაღაც ჰაერში მფრინავი ობიექტები არ არიან, ისინი ჩვენს თვალში მდებარეობენ. ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დამოუკიდებლად მოძრაობენ და ფორმას იცვლიან, მაგრამ ასე არაა.
Muscae valitantes – უწვრილესი ნაწილაკებია, რომლებიც თქვენი თვალის მინისებრი სხეულის შიგნით ცურავენ. ეს შეიძლება იყოს ცილის ნაწილი, რომელსაც კოლაგენი ეწოდება, ერითროციტი ან ქსოვილის პატარა ნაწილი.
იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ნაწილაკები გამჭვირვალე ჟელესებრ ნივთიერებაში შენელებულ მდგომარეობაში ცურავენ, ისინი თვალის მოძრაობით მიხედვით მოძრაობენ. სწორედ ამიტომ, ხშირად გვეჩვენება, რომ სადღაც გვერდზე იხრებიან.
როგორც წესი, ბუსუსებს ხშირად ვერ ვამჩნევთ, რადგან ტვინი მას უბრალოდ უგულებელყოფს. რაც უფრო ბადურასთან ახლოს იმყოფებიან, მით უფრო ადვილად შესამჩნევია. ეს ჩრდილთან შეიძლება შევადაროთ, რომელიც ზედაპირზე რომელიმე ობიექტიდან ჩნდება. ზედაპირთან რაც უფრო ახლოს იმყოფება, მით უფრო ხშირად გვხვდება ჩრდილი.
ბუსუსები უფრო მეტად შესამჩნევი ხდება, თუ მკაფიო და ერთი ფერის შეფერილობას უყურებთ. მაგალითად, ნათელი ცა, მონიტორის ცარიელი თეთრი ეკრანი და თოვლით დაფარული მიწა. ერთფეროვნების და მკაფიო სინათლის ხარჯზე ბუსუსები უფრო მეტად შესამჩნევი ხდება. რაღაც კაშკაშაზე ყურების შემდეგ თვალები ვიწროვდება და ობიექტები მინისებრ სხეულში უფრო მკაფიოდ ჩანს.
თუ უჩვეულოდ ბევრი ან დიდი ზომის ბუსუსი შენიშნეთ და ისინი მხედველობაში ხელს გიშლიან, ასეთი მოვლენა შეიძლება დაავადების ნიშანი იყოს. დაუყონებლივ მკურნალობა აუცილებელია. ჩვეულებრივ ეს ოპტიკური მოვლენაა, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესებით არის გამოწვეული.
ასეთ „ბუსუსებს“ რამდენად ხშირად ხედავთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.