დაკვირვებულობა საკმაოდ ძვირფასი თვისებაა, რომელიც, ასე თუ ისე, ნებისმიერ ადამიანს აქვს განვითარებული. იგი გვეხმარება სამსახურსა თუ ცხოვრებაში დასახული მიზნების მიღწევაში, ზოგიერთი ადამიანისთვის კი დაკვირვებულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, არსებობს უამრავი საშუალება ამ თვისების გამოსამუშავებლად.
დასწყისისთვის, უნდა შევაფასოთ, რამდენად განვითარებული გაქვთ ეს თვისება ამ მომენტში. გთავაზობთ საკმაოდ რთულ ტესტს: ამ სურათზე მაქსიმალურად სწრაფად უნდა იპოვოთ სამი ცხოველი. სასურველია, სამ წუთში იპოვოთ ღამურა, პეპელა და იხვი.
თუ დავალებას მარტივად გაართვით თავი, გილოცავთ, თქვენი დაკვირვებულობა ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. თუ ვერ შეძელით, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს ამ თვისების გასაუმჯობესებლად.
1. ყურადღების დისონანსი
არსებობს ასეთი სავარჯიშო, როცა ფერების დასახელებები წერია სხვადასხვა ფეროთ, რომლებიც ნაწერს არ შეესაბამება. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ უნდა დაასახელოთ ფერი, რომლითაც სიტყვა წერია, სიტყვა კი არ უნდა წაიკითხოთ.
2. სიტყვების პოვნა
აგრეთვე, მარტივი და საინტერესო სავარჯიშოა სიტყვების პოვნა ცხრილებში, რომლებიც გარკვეული წესრიგით დალაგებული ასოებისგან შედგება. ჩვეულებრივ, ასეთი ცხრილებით გვთავაზობენ ჰოროსკოპს “პირველი 3 სიტყვა, რომლებსაც წაიკითხავთ…”
3. დათვლა
ქუჩაში სეირნობისას ან ფანჯრიდან ცქერისას, მოიფიქრეთ თქვენთვის სავარჯიშო: დაითვალეთ რამე ისეთი, რაც ხშირი არაა. მაგალითად, ყვითელი მანქანები ან ცისფერმაისურიანი ადამიანები.
4. განსხვავების პოვნა
ნახატები ასეთი ამოცანებით შესანიშნავი სავარჯიშოა ყურადღების გასაწვრთნელად, მათი არსი კი ძალიან მარტივია.
5. შულტეს ცხრილები
ეს ცხრილები მოიცავს რიცხვებს 1-დან 25-მდე, რომლებიც შემთხვევითი რიგითაა განლაგებული. დავალება იმაში მდგომარეობს, რომ იპოვოთ ყველა რიცხვი ზრდის მიხედვით, ოპტიმალურად, 4 წუთში.
დაკვირვებულობა მართლაც შესანიშნავი უნარია, რომელიც, შესაფერისი გავარჯიშების შემდეგ, თქვენს სერიოზულ უპირატესობად იქცევა. შეგიძლიათ, იგი რეზიუმეში ჩაწეროთ ან გარსემომყოფები თქვენი გონებამახვილობით გააკვირვოთ.