რატომ არ უნდა მოიხსნათ საქორწილო ბეჭედი

6904
Close-up of bride and groom's hands overlapping.

საქორწილო ბეჭედი ოჯახის მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომლის აქტუალობა უკვე საუკუნეებია, არ იკარგება. ასეთ ატრიბუტს სხვადასხვა ერი სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი რიტუალების ნიუანსები მცირედ განსხვავდებოდა, თავად არსი მუდმივად ერთი და იგივე იყო.

ოჯახის სიმბოლო

თანამედროვე სამყაროში იშვიათად შეხვდებით დაოჯახებულ ადამიანს, რომელსაც ხელზე ბეჭედი არ უკეთია. ბევრს სურს თავისი იდენტობის იმ ნაწილის დემონსტრირება, რომელიც დაკავშირებულია სხვა, მათთვის საყვარელ ადამიანთან. თუმცა, ეს ყოველთვის ასე როდი იყო.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბეჭდის ტარების ტრადიცია მნიშვნელოვნად იცვლებოდა სხვადასხვა ხალხებს შორის. მაგალითად, ძველ რომში ითვლებოდა, რომ მარცხენა ხელი უიღბლოა, ხოლო მარჯვენა – “უწმინდური”, ამიტომ სამკაულს მხოლოდ მარჯვენა ხელზე ატარებდნენ.

გერმანულ ტომებში კი, ქორწილამდე, ბეჭედს მარცხენა ხელის თითზე, ხოლო ქორწილის შემდეგ – მარჯვენაზე იკეთებდნენ. ებრაული კანონების მიხედვით, დაქორწინების დროს, ბეჭედი საჩვენებელ თითზე კეთდება.

დასავლეთში, ადრე მამაკაცები თითქმის არ ატარებდნენ საქორწილო ბეჭდებს. ეს მოვეტონად და დაბალი შეძლების ნიშნად ითვლებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა, რადგან მამაკაცებს გაუჩნდათ სურვილი, თან ეტარებინათ ბედნიერი შეუღლების სიმბოლო.

რატომ არ უნდა დავივიწყოთ ეს ტრადიციები და მოვუწოდოთ დაქორწინებულ წყვილებს, ატარონ ბეჭდები?

რატომ უნდა ატაროთ საქორწილო ბეჭედი

1. სტატუსის დემონსტრაცია

დაქორწინებული ქალები ყოველთვის უფრო პატივსაცემად მიაჩნიათ. დასავლეთში არსებობს კიდევაც ცალკეული მიმართვა “მის” და “მისის”, რათა საუბარში ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ქალი დაქორწინებულია.

გარშემომყოფები აკვირდებიან ბეჭდის არსებობას და ზოგიერთმა შეიძლება შეცვალოს კიდევაც დამოკიდებულება, მისი არსებობის ან არარსებობის მიხედვით. მაგალითად, თუ ბეჭედს ატარებთ, თავიდან აიცილებთ კოლეგებისა და უცნობებისგან შემაწუხებელ კეკლუცობას.

გამოკითხვების თანახმად, მამაკაცი უფრო წარმატებულად მიაჩნიათ, თუ არათითზე ბეჭედი უკეთია. ადამიანები ქვეცნობიერად ფიქრობენ, რომ იგი ერთგული მეოჯახე, შესაბამისად, კარგი თანამშრომელია.

2. ერთგულების სიმბოლო

ბევრმა კარგად იცის, რომ სხვა ადამიანი შეიძლება დაქორწინებულსაც კი შეუყვარდეს. ეს ცუდს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს უბრალოდ ორგანიზმის ბიოლოგიური რეაქციაა. მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას აკეთებენ ამ დროს ადამიანები.

Close-up of bride and groom’s hands overlapping.

თუ ბეჭედს ატარებთ, იგი თქვენთვის ერთგვარი გზის გამკვლევი იქნება ყველაზე რთულ წუთებშიც კი. შემდეგ ადამიანები ათასჯერ გეტყვიან მადლობას იმისთვის, რომ ამ რთულ პერიოდში ბეჭედი გეკეთათ. გვერდითა გატაცება გადავლის, ხოლო ყველაზე ახლობელი ადამიანის სიყვარული კიდევ დიდხანს დაგრჩებათ.

3. თანხმობა მნიშვნელოვან თხოვნაზე 

ზოგიერთი პარტნიორისთის მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარს თითზე ყოველთვის ეკეთოს ბეჭედი. ამიტომ, მათი მხრიდან უბრალო თხოვნაც კი საკმარისია, რომ დასთანხმდეთ და ბეჭედი გაიკეთოთ. ეს გრძნობებისა და საპასუხო პატივისცემის გამოვლინებად ჩაგეთვლებათ.

რა თქმა უნდა, არავინაა იძულებული, გააკეთოს ის, რაც არ უნდა. ზოგიერთს უბრალოდ დისკომფორტს უქმნის სამკაული, ვიღაცას ხელებით მუშაობაში უშლის. თუმცა, ჩვენ გირჩევთ, გადახედოთ თქვენს შეხედულებებს, რადგან საქორწილო ბეჭედს მხოლოდ უპირატესობები მოჰყვება თან!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს