ჭურჭელზე როგორც არ უნდა იზრუნოთ, დროთა განმავლობაში ის ისეთი სუფთა აღარაა, როგორც თავიდან იყო. ზოგჯერ გვგონია, რომ მრავალწლიანი ცხიმით და მიმწვარით დაფარული ტაფის გაწმენდა უკვე შეუძლებელია.
გადაგდება გვენანება, ხოლო საკმარისი ძალა და სურვილი არ გაქვს, რომ გავწმინდოთ. როგორ მოვიქცეთ? დღეს „პაპარაცი“ ძველ, საბჭოურ მეთოდს შეგახსენებთ, თუ როგორ მოაშოროთ ჭუჭყი და მიმწვარი ჭურჭელს. მისი დახმარებით ქვაბს, ტაფას და გაზქურის ცხაურას ძველებურ ბრწყინვალებას დაუბრუნებთ.
სხვა მეთოდებიც არსებობს, რომელთა შესახებ უკვე გიამბეთ, მაგრამ ეს მეთოდი ერთ–ერთი ნამდვილად მოქმედია. მისი დახმარებით ეპიკური მასშტაბის ჭუჭყს გაუმკლავდებით. თუ სხვა გამოცდილი მეთოდის შესახებ იცით, კომენტარებში გაგვიზიარეთ.
როგორ გავწმინდოთ ჭურჭელი
ინგრედიენტები:
- 100 გრ სოდა
- 100 გრ სილიკატის ან საკანცელარიო წებო
- 100 გრ მდოგვის ფხვნილი
- 5 ლ წყალი
- ჭურჭელი მოსახარშად
მოქმედების ეტაპები:
1. ხელთათმანები გაიკეთეთ და ფანჯარა გააღეთ.
2. წყალი დიდ ჭურჭელში გააცხელეთ.
3. მორიგეობით აუცილებელი ინგრედიენტები წყალს დაუმატეთ. ჯერ სოდა, შემდეგ წებო და ბოლოს მდოგვის ფხვნილი. ხსნარს კარგად აურიეთ.
4. თუ ტაფას პლასტმასის სახელური აქვს, მოხსენით, რომ ხარშვის დროს არ დაზიანდეს.
5. ტაფა მდუღარე წყალში მოათავსეთ და დარწმუნდით, რომ წყლით ბოლომდე დაფარულია.
6. თავდახურულ ჭურჭელში 15-20 წუთით ხარშეთ, თუ მიმწვარი საშუალო დონისაა. თუ მიმწვარი ძველი და მკვრივია, 45 წუთიდან 1 საათამდე ხარშვა დაგჭირდებათ.
7. წყალი გააგრილეთ და ტაფა ამოიღეთ. მიმწვარს დანის ან ლითონის ღრუბლის დახმარებით მარტივად მოაშორებთ.
8. ტაფა რომ გაწმინდოთ, შეგიძლიათ ნებისმიერი საწმენდი საშუალება გამოიყენოთ. ეს მეთოდი თუჯის, ალუმინის და დურალექსის ტაფების გასაწმენდად გამოგადგებათ.
ამ რეცეპტის კიდევ ერთი ვარიანტი. მისთვის მსხვილ სახეხზე გახეხილი დიასახლისის საპონი დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
- 70 გრ საკანცელარიო წებო
- 70 გრ სოდა
- 100 გრ დიასახლისის საპონი
- 5 ლ წყალი
- ჭურჭელი მოსახარშად
მოქმედების ეტაპები:
1. ხელთათმანები გაიკეთეთ და ფანჯარა გააღეთ. წყალი გააცხელეთ, ადუღებამდე მიყვანა საჭირო არაა.
2. საპონი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
3. გახეხილი საპონი წყალს დაუმატეთ და აურიეთ.
4. სოდა და საკანცელარიო წებო დაუმატეთ, ინგრედიენტების სრულად გახსნამდე კარგად აურიეთ.
5. ხსნარში ჭუჭყიანი ტაფა მოათავსეთ.
6. ტაფა 45-60 წუთით ხარშეთ.
7. ხარშვის შემდეგ ტაფის გასაწმენდად ნებისმიერი სარეცხი საშუალება გამოიყენეთ. ამის გაკეთება რთული არ იქნება. მიმწვარი მსხვილ ნაწილებად აძვრება.
რა უნდა გააკეთოთ, რომ საჭმელი ტაფას არ მიეკრას
ხშირად ისე ხდება, ჭუჭყისგან მოშორებულ ტაფას საჭმელი ეკვრება. ასე იმიტომ ხდება, რომ წმენდის დროს თუჯი თავის ანტიმიწვის ზედაპირს კარგავს. მის აღსადგენად, ტაფა სპეციალურად უნდა დაამუშაოთ. ამის გასაკეთებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს.
1. ჭურჭელს ყველა მხრიდან მცენარეული ზეთი წაუსვით. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით შედეთ. შემდეგ გააგრილეთ და მოქმედება კვლავ გაიმეორეთ.
2. მარილით სავსე ტაფა საშუალო ცეცხლზე დადგით. დაახლოებით 20-30 წუთით გაახურეთ და მარილს აურიეთ. ამის შემდეგ ჭურჭელი გააგრილეთ, მარილი მოაშორეთ და შიდა ზედაპირს მცენარეული ზეთი წაუსვით.
რჩევები, როგორ მოვუაროთ თუჯის ტაფას
თუჯი ნელა ცხელდება, მაგრამ სითბოს შესანიშნავად აგროვებს და თანაბრად ანაწილებს. სწორედ ამიტომ, თუჯის ტაფაში მომზადებული საკვები დახვეწილ გემოს იძენს.
ახალ შეძენილი ტაფა მოხმარებისთვის სწორად უნდა მოამზადოთ. ამ მარტივი პროცედურებით მის ანტიმიწვის თვისებას გაახანგრძლივებთ.
პირველ რიგში, ტაფის ზედაპირი სარეცხი საშუალებით კარგად გარეცხეთ. საქმე იმაშია, რომ ახალი თუჯის ზედაპირი ცვილით არის დამუშავებული. ამას დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად და სავაჭრო სახის შესანარჩუნებლად აკეთებენ. ცვილი კარგად მოაშორეთ და ტაფა სრულად გააშრეთ.
თუ თუჯის ზედაპირს მიკროსკოპით შეხედავთ, ფოროვანი სტრუქტურა აქვს. ეს ფორები და ნახვრეტები ცხიმით უნდა შეავსოთ. ზედაპირი თანაბარი და გლუვი გახდება, როგორც კერამიკა ან ტეფლონი.
ტრადიციული მცენარეული ზეთი ამ მიზნით არ გამოგადგებათ – ის ძალიან თხევადია. გამოგადგებათ მყარი ცხიმი: მარგარინი, ან უკეთესია ღორის ქონი. სქელი ფენის წასმა საჭირო არაა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ტაფას საცხობად ამზადებთ.
ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ და მასში ტაფა მოათავსეთ. 1 საათით ან უფრო დიდხანს გააჩერეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ თუჯს მუქი ყავისფერი შეფერილობა აქვს, რაც დროთა განმავლობაში პრიალა შავი გახდება.
მთელი ბრწყინვალება იმაშია, რომ ასეთ თუჯის ტაფას რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ, მისი ანტიმიწვის თვისება უფრო გამოხატული გახდება.
რჩევები თუჯის ჭურჭლის მოსავლელად
1. ცხელი თუჯი ცივ წყალში არ ჩადოთ. ასე ლითონს გააფუჭებთ და ტაფა შეიძლება დაიბზაროს.
2. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა და ძლიერი სარეცხი საშუალების გამოყენება ტაფაზე ნამწვს გააფუჭებს და მისი თავიდან გაკეთება მოგიწევთ.
3. ტაფა ცხელ წყალში (რაც უფრო ცხელი, მით უკეთესი) უნდა გარეცხოთ, რომ ზედმეტი ცხიმი კარგად მოაშოროთ.
4. კვერცხის, პომიდვრის, ზოგიერთი სოუსის ან ლობიოს მომზადება ტაფაზე არ ღირს, სანამ კარგად არ გაახურებთ.
5. თუჯის ტაფაზე მაქსიმალურ ცეცხლზე მომზადება არ ღირს. ჯერ ძლიერი ცეცხლი გამოიყენეთ, რომ ტაფა გააცხელოთ, შემდეგ ტემპერატურას დაუწიეთ.
ჩვენი რჩევების გამოყენებით თუჯის ჭურჭელი დიდხანს გემსახურებათ. ამ ხრიკების მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ. ისინი აღფრთოვანებულნი იქნებიან, რადგან სამზარეულოს დალაგება ძალიან რთული და დამღლელი პროცესია!