რატომ არის მკაცრი მშობლები ბავშვების წარმატების გარანტია

424

ჩვენს დროში მიღებულია მოსაზრება, რომ მშობლებმა არასწორად აღგვზარდეს. რომ ჩვენ ყველა ტრამვირებული, დაკომპლექსებული და უბედური გავიზარდეთ, რადგან მკაცრი აღზრდა „პიროვნების“ „არჩევანის“ და „თავისუფლების“ გაგებას არ გულისხმობდა. ფსიქოლოგები და სახელმძღვანელოები ახალგაზრდა მშობლებისთვის გირჩევენ, რომ თქვენს შვილებს უფრო მეტი თავისუფლება მისცეთ.

დაკვირვება საპირისპიროს გვიჩვენებს. ერიკ რასონმა, ესექსის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მკაცრი და მომთხოვნი დედების ხელში წარმატებული ბავშვები იზრდებიან. უფრო დეტალურად „პაპარაცი“ გიამბობთ.

მკაცრი აღზრდა

აქვე აღვნიშნავთ, რომ სიმკაცრეს ფიზიკურ ძალადობასთან საერთო არაფერი აქვს. საქმე ეხება მოთხოვნებს და შეზღუდვებს და არანაირად ქამარს და წიწიბურას. კვლევა 6 წლის განმავლობაში 13-14 წლის ასაკის 15 000 ბავშვის გამოკითხვაზეა დაფუძნებული. ბავშვები, რომელთაც ძალიან მკაცრი მშობლები ჰყავდათ, გაცილებით შეუპოვრები და თავდაჯერებულები იყვნენ.

ბავშვები, რომელთაც შემაწუხებელი და უდრეკი დედები ჰყავდათ, ხშირად კოლეჯს ამთავრებდნენ და კარგ სამსახურს პოულობდნენ. ეს შეიძლება უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ მომთხოვნი და მკაცრი დედების შვილები წარმატებული ხდებოდნენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გოგოებს, რომელთა დედებიც ძალიან მომაბეზრებლები იყვნენ, ახალგაზრდა ასაკში დაორსულების 4%–ით ნაკლები ალბათობა ჰქონდათ.

„ხშირად ჩვენ წარმატებას ვაღწევთ იმ საქმის კეთებით, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ მაშინაც კი, თუ ეს ჩვენი მშობლების ნებას ეწინააღმდეგება. როგორც არ უნდა ვცადოთ მშობლებიდან გაქცევა, მათი ნებისმიერი რეკომენდაცია გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ახდენს. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ყველაფერს თავად ვწყვეტთ“ – ამბობს რასონი.

ჩვენი ცხოვრების მაგალითზეც შეიძლება ითქვას, რომ კვლევა მართალია. მაგალითად, მშობლები მეორე კორპუსში მცხოვრებ გიორგისთან ან ბოლო მერხზე მჯდარ ანასთან ურთიერთობას მკაცრად გიკრძალავდნენ და გიხსნიდნენ კიდეც, თუ ეს რატომ არ უნდა გააკეთოთ.

ბუნებრივია, თქვენ აკრძალვებს ყურადღებას არ აქცევდით და მათთან ურთიერთობას აგრძელებდით, მაგრამ ახლა ხალხს უფრო მეტად აკვირდებოდით. საბოლოოდ, მათთან ურთიერთობას მაინც წყვეტდით და მშობლების სიმართლეს იგებდით. შედეგი: ზრდასრულ ასაკში არასაჭირო ხალხს ავტომატურად გამორიცხავთ.

ან სანამ, თქვენი 13-16 წლის მეგობრები დისკოთეკებზე დარბოდნენ და ბიჭებს კოცნიდნენ, თქვენ საშინაო დავალების შესრულებას, პიანინოზე დაკვრას გაიძულებდნენ და კომენდანტის საათს გიწესებდნენ. შედეგად, მეგობრებმა პროფესიულ სკოლებში ჩააბარეს ან დაორსულდნენ, თქვენ კი კარგი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდით, შესანიშნავი ბიჭი გაიცანით და სასარგებლო ნაცნობობა ააწყვეთ. კვლავ მკაცრი შეზღუდვები სასარგებლო აღმოჩნდა.

ცნობილია, რომ ბავშვებს, რომლებიც მკაცრად აღზარდეს, კარგი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. თქვენ წესრიგს შეუმჩნევლად ყურადღებას აქცევთ, გადასახადებს იხდით, ექიმთან დროულად დადიხართ და კიდევ ათასობით წვრილმან საქმეს აკეთებთ, რაც სხვებს ანერვიულებს, თქვენ კი არა. უბრალოდ ამას მიჩვეული ხართ.

რედაქციის რჩევა

თქვენი ბავშვის ცხოვრება გააკონტროლეთ. მისი თავისუფლება არა უბრალოდ შეზღუდოთ ან რაიმე აუკრძალოთ, არამედ აუხსენით ამას რატომ აკეთებთ. რა თქმა უნდა, ის წინააღმდეგობას გაგიწევთ, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, მაგრამ მომავალში თქვენი სწორი განმარტება მის ინტუიცად და პრიორიტეტების სწორად დასახვად გარდაიქმნება. ყველაფერზე ნების დართვა არა მხოლოდ ვიღაცის ბედს ანადგურებს, არამედ მთელ ერს ანგრევს.

გვიამბეთ კომენტარებში, თუ ბავშვის აღზრდის რომელ მეთოდს ანიჭებთ უპირატესობას. ასევე საინტერესო კვლევა მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს