რატომ არის აქტივირებული ნახშირი და ლიმონი ტანდემი, რომელიც ნებისმიერ დიასახლისს მოეწონება

0
1709

ზოგჯერ მაცივარში ცუდი სუნის წყაროს პოვნა ნამდვილი თავსატეხი ხდება. თითქოსდა პროდუქტები ახალია, თაროები გარეცხილი, ხოლო მაცივარი შეუძლებელია გააღოთ ისე, რომ უსიამოვნო ქარვის სუნი მთელ სამზარეულოში არ გავრცელდეს. ასეთი კვალის დატოვება შეუძლია ძლიერი სუნის მქონე პროდუქტებს, რომელიც თავსახურით დახურული არაა, უხარისხო პლასტმასის კონტეინერს ან მედიკამენტებს.

პრობლემის მოგვარებაში შინაურული სუნის შთამნთქმელი დაგეხმარებათ. ჩვენ უკვე გიამბეთ, თუ როგორ მუშაობს სოდა, ლიმონი, ჭვავის პური და ვაშლი, მაგრამ ყველაზე ეფექტური საშუალება აქტივირებულ ნახშირზე დაფუძნებული აღმოჩნდა. ასეთი საშუალება შეძენილ შთამნთქმელებზე უკეთ მუშაობს, ეფექტი მყისიერია და დიდხანს გრძელდება, მობეზრებასაც ასწრებს. დღეს ამ საშუალების მომზადებას გასწავლით.

არომატიზატორი მაცივრისთვის

თქვენ დაგჭირდებათ პატარა პლასტმასის ჭურჭელი, ახალი ციტრუსის ქერქი (სჯობს ლიმონის), ღვიის ტოტი (სურვილისამებრ), აქტივირებული ნახშირის აბები. უკანასკნელი შეგიძლიათ ხის ნახშირით ჩაანაცვლოოთ, თუ ასეთს იპოვით.

თუ შესაფერისი ჭურჭელი ვერ იპოვეთ, უბრალოდ პლასტმასის ბოთლი გადაჭერით. თასი ცხელი დანის ან ნემსის დახმარებით რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ.

ჭურჭელში 1 ლიმონის ქერქი და აქტივირებული ნახშირის ფირფიტა მოათავსეთ. სუნის შთამნთქმელი დეზოდორანტის ეფექტით მზადაა!

არომატიზატორმა თავისი თვისებები დიდხანს რომ შეინარჩუნოს, თავსახური ან ფოლგა დააფარეთ. მაცივარში მოათავსეთ და სიჯანსაღით დატკბით!

მაცივარში კარგი სუნი დიდხანს რომ შენარჩუნდეს, გარეცხვის დროს ნატურალური სადეზინფექციო საშუალება გამოიყენეთ.

  1. ძმარი წყალში 1:1 პროპორციით აურიეთ და ხსნარით მაცივრის კედლები გაწმინდეთ. საშუალებას მოშორება არ სჭირდება.
  2. 1 ლ წყალში 1 ს/კ ნიშადურის სპირტი გააზავეთ და მაცივარი შიგნიდან გაწმინდეთ.
  3. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენის და არყის ნარევი (1:10). ამ საშუალებით არა მხოლოდ მაცივრის კედლებს წმენდენ, არამედ მის მცირე რაოდენობას რამდენიმე საათით მაცივარში ტოვებენ, რომ უსიამოვნო სუნი გაქრეს.

თუ ღუმელი სახლის დედოფლად ითვლება, მაცივარს სრული უფლებით შეიძლება მეფე ვუწოდოთ! დამეთანხმეთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ სამზარეულო ამ უცვლელი დამხმარეს გარეშე. შეუცვლელ ტექნიკაზე ქიმიის გარეშე, ნაზი საშუალებებით იზრუნეთ. თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.