რა დავრგოთ გაზონზე სარეველების თავიდან მოსაშორებლად

801

ბევრისთვის მოვლილი გაზონი ნაკვეთზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დიდებული კლუმბები ყვავილებით. გასაკვირი არცაა, რადგან მწვანე გაზონი შესანიშნავად შთანთქავს მტვერს, რის წყალობით სახლის მფლობელიც და სტუმრებიც სუფთა ჰაერს სუნთქავენ. ამასთან გაზონის არსებობა ჰაერის ტენიანობას ზრდის, რაც სიცხეში ნამდვილ ხსნას წარმოადგენს. ასევე შეგიძლიათ ბალახზე უბრალოდ წამოწვეთ.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ გაზონის უჩვეულოდ მოწყობის შესახებ, უფრო ზუსტად ბალახის არასტანდარტულ არჩევანზე. გასაოცარია, მაგრამ გაზონის ნაცვლად სამყურას გამოყენებას ბევრი ვერ ბედავს. არადა ამ მცენარეს სხვა ბალახებთან შედარებით რიგი უპირატესობა გააჩნია.

სამყურა გაზონისთვის

სამყურა უპრეტენზიო მცენარეა, ამიტომ მის გაზრდას პრაქტიკულად ნებისმიერ ნიადაგში შეძლებთ. ბალახის დიდი სიმკვრივე ტენს აორთქლების საშუალებას არ მისცემს, რაც მფლობელს მორწყვის აუცილებლობას გაუქრობს. ეს სამყურას გაზონის უპირატესობის მხოლოდ მცირე ნაწილია.

სამყურას უპირატესობა

1. სამყურას ყვავილობა ფუტკრებს იზიდავს. როგორც ფუტკრების კარგი მკვებავი, მცენარე საფუტკრის მფლობელისთვის შესანიშნავი დამხმარე გახდება. შრომისმოყვარე ფუტკრების და პეპლების მოზიდვა ახლომდებარე ბუჩქების და ხეხილის დამტვერვას გაზრდის. არ გჭირდებათ ფუტკარი? მაშინ სამყურა ყვავილობის წინ გადაჭერით.

2. მსგავსი დაფარვა ლამაზად გამოიყურება. ის სქელი, რბილი ბალახია და ლამაზად ყვავილობს. ასეთ გაზონზე დაჯდომა და დაწოლა სასიამოვნოა. ამასთან სამყურა შეგიძლიათ სხვა მცენარესთან კომბინაციაში გამოიყენოთ.

3. სამყურა იდეალურია გამოუცდელი ან დაკავებული მფლობელის ეზოში, რადგან ის უპრეტენზიოა. მცენარეს საფრთხე არ ემუქრება, თუ სარეველების მოშორება ან მისი მორწყვა დაავიწყდებათ, მაგრამ სამყურას გამოკვება სჭირდება. ის თავს ერთნაირად კარგად გრძნობს როგორც ეზოს მზიან მხარეს, ასევე ჩრდილში.

4. მცენარის ღერო სიმძიმის მიმართ გამძლეა და ადვილად აღდგება მაშინაც კი, თუ ბალახზე ხშირად დაწვებით.

5. სამყურა ნამდვილი სასუსნავია შინაური ცხოველებისთვის როგორიცაა ქათამი, ბატი ან ღორი. სხვათა შორის, ზაზუნები და ზღვის გოჭებიც სამყურას სიამოვნებით ჭამენ, ამიტომ შეგიძლიათ აქ გაასეირნოთ.

როგორც ნებისმიერ ბალახს, სამყურას გაზონის სახით ნაკლი აქვს, მაგრამ ეს რამდენად არსებითია, თავად გადაწყვიტეთ.

სამყურას ნაკლი

1. სამყურა ტერიტორიას სწრაფად იპყრობს და სხვა მცენარეს ავიწროებს. ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ ბალახის რგავთ ნაკვეთზე, რომელიც მკაცრი ჩარჩოებით შემოფარგლული არაა.

2. გადაჭრილი სამყურა ცოტა უშნოდ გამოიყურება – გადაჭრილი ღეროები სხვადასხვა მხარეს არის ამოშვერილი. საბედნიეროდ, უკვე ერთ კვირაში ბალახი გაიზრდება.

3. ფერდობზე სამყურას დარგვას არ გირჩევთ, რადგან ასეთი დაფარვა საკმაოდ სრიალაა. ასეთ გაზონზე ადვილად წაიქცევით და თან არაერთხელ.

თუ სამყურას გაზონის ნაკლი არ გაშინებთ, დროა დარგვას შეუდგეთ, რადგან ამისთვის ოპტიმალური დროა – შუა მაისი, როცა მიწა უკვე გახურებულია. სჯობს სველ მიწაში დარგოთ ან დარგვის შემდეგ მორწყათ.

აღსანიშნავია, რომ სამყურა სწორი რაოდენობით უნდა დარგოთ, რომ მწვანე ხალიჩის ოპტიმალური სისქე მიიღოთ. ჩვენი გათვლებით სჯობს 0,5 კგ თესლი 100 კვ.მ მიწაზე დარგოთ.

დათესვა მოსახერხებელი რომ იყოს, სამყურას თესლი გაზონის ქვიშას წინასწარ აურიეთ. ამ შემთხვევაში 90%–ით თანაბრად დარგავთ.

აშშ–სა და ევროპაში განსაკუთრებით პოპულარულია თეთრი სამყურას სახეობა, რომელსაც მიკროსამყურასაც უწოდებენ. ის უხვად არ ყვავილობს და გადაჭრის შემდეგ სწრაფად იზრდება. ასევე განსაკუთრებული სირბილით გამოირჩევა, რაც ფეხშიშველა სიარულის ან გაზონზე გაწოლის დროს განსაკუთრებით სასიამოვნოა.

თქვენ როგორი გაზონი გაქვთ ეზოში? თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს