სააბაზანო ოთახი სახლის ის კუთხეა, სადაც სისუფთავის შენარჩუნება მაქსიმალურად გვსურს, რადგან ყოველ დილას სწორედ სააბაზანოში შესვლით ვიწყებთ. სისუფთავის დაცვა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით დიდ ოჯახში. თუ აქ გრძელთმიანი ქალი შემოდის, აბაზანის დალაგებაში ჩნდება ახალი პრობლემა: კანალიზაციის მილი თმით სწრაფად ივსება.
სწორედ ამიტომ, დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ სიფონი დამოუკიდებლად და მინიმალურ დროში. თუ ადრე ამ პროცედურისთვის სანტექნიკის გამოძახება გიწევდათ, ახლა ფულის კარგად დაზოგვას და პრობლემის მოგვარებას შეძლებთ.
სააბაზანო ოთახის გაწმენდა
ადამიანი დღეში დაახლოებით 100 ღერ თმას კარგავს. თუ მოკლე თმის ღერი კანალიზაციის მილს საფრთხეს არ უქმნის, გრძელი თმა მილს საკმაოდ სწრაფად ჭედავს. სწორედ ამიტომ, იძულებული ვართ სიფონი თვეში ერთხელ გავწმინდოთ.
სიფონის დაშლა ნაკლებად სასიამოვნო პროცედურაა, როცა თქვენ ნახევრად მოხრილ მდგომარეობაში სიბინძურის ამოღებას და ბინძური წყლისგან თავის დაცვას ცდილობთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო ქიმია გამოიყენოთ, თუმცა ისინი სიფონის პლასტმასის ნაწილებს აზიანებენ.
ამ შემთხვევაში მხოლოდ მექანიკური წმენდა დაგრჩათ. მაგალითად, შეგიძლიათ დგუში გამოიყენოთ. ამისთვის აბაზანაში წყალი აავსეთ, ნახვრეტს დააფარეთ. შემდეგ საცობის ნაცვლად დგუში დადეთ და რამდენიმე ენერგიული ვერტიკალური მოძრაობა შეასრულეთ. სიბინძურე ზემოთ ამოვა და მისი მოშორება არ გაგიჭირდებათ.
თუ მილში ბევრი თმაა, პრობლემას დგუშით ვერ გაუმკლავდებით. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ სპეციალური გვარლი სახელურებით. უბრალოდ ხვრელში ჩადეთ და სახელური აბრუნეთ.
სიფონში არსებული თმა გვარლს დაეხვევა და მასთან ერთად გარეთ გამოვა. უსიამოვნო სანახაობაა, მაგრამ ეფექტური. დარჩენილი ჭუჭყის წყლით ჩარეცხვას მარტივად შეძლებთ.
გვარლის გამოყენების დროს მილის დაზიანების შანსი არსებობს, თუ ის დამზადებულია ქრომირებული ფოლადით, სპილენძით ან პლასტმასით. ამ შემთხვევაში სპეციალური „კლანჭების“ გამოყენებას გირჩევთ.
ეს მოწყობილობა სიფონის მილში უნდა ჩადოთ, შემდეგ სახელურზე ზამბარას დააჭიროთ. ამ დროს „კლანჭები“ გამოვა. ჭუჭყის ამოღებისას სიმძიმეს იგრძნობთ. ამოწევა გააგრძელეთ და ამოიღეთ ჭუჭყი, რომელიც წყალს გადინების საშუალებას არ აძლევდა. აბაზანის გაწმენდა საკუთარი ხელით დასრულებულია.
ასეთი მოწყობილობა შეგიძლიათ ჩინეთში შეუკვეთოთ ან ბაზრობაზე ნახოთ. მოწყობილობა სულ რაღაც თეთრები ღირს. ამასთან ნამდვილი ოსტატი მის გაკეთებას უპრობლემოდ შეძლებს, მაგალითად, კოქტეილის საწრუპი მილით: უბრალოდ მაკრატლით სპირალურად გაჭერით და გრძელ ზამბარას მიიღებთ, რომლითაც გაჭედილი თმის ამოღებას შეძლებთ.
ჩვენი რჩევები გამოიყენეთ და თქვენი ბინა სისუფთავით იბრწყინებს. თქვენ როგორ ებრძვით გაჭედილ მილს სააბაზანოში? თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ.