კეფირის სასმელი სტაბილურად 3-5 კილოგრამს დაგაკლებინებთ

601

ჯანმრთელობისა და სილამაზის ხელმისაწვდომი ელექსირის – დარიჩინიანი და ჯანჯაფილიანი კეფირის – შესახებ ნამდვილი ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ ძილის წინ ასეთი სასმლის დალევით, დილით იგრძნობთ ძალების, მხნეობისა და სიჯანსაღის მოზღვავებას. კეფირის სასმელს, გამოხმაურებების მიხედვით, შსაშური რეპუტაცია აქვს: უკეთეს საშინაო საშუალებას, სწრაფი და ეფექტური გახდომისთვის, ვერ იპოვით.

ამ სასმელს “ახალი წელი კარს მოგვადგა” ტყუილად არ უწოდებენ, რადგან, თუ მის მოხმარებას მნიშვნელოვან ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყებთ, ნუღარ იფიქრებთ, რომ საყვარელი კაბა არ ჩაგეტევათ.

გასახდომი კეფირის რეცეპტი, რომლის შესახებაც ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, ნამდვილი მონაპოვარია მათთვის, ვისაც მოკლე დროში ზედმეტი სანტიმეტრების მოშორება და საყვარელ კაბაში ჩატევა სურს. და, რაც მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის ვნების გარეშე. არავითარი კოშმარული დიეტა და გამომფიტავი ვარჯიშები – 2 კვირით კეფირის სასმლის მოხმარება სასწაულებს მოახდენს.

დარიჩინიანი კეფირი გასახდომად

ინგრედიენტები

  • 250 მლ კეფირი (1.5%-იანი ცხიმიანობით)
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი

მომზადება და გამოყენება

1. კეფირს დაუმატეთ თაფლი და სანელებლები, დააყენეთ 15 წუთის განმავლობაში.

2. ათქვიფეთ სასმელი ბლენდერით და გადაასხით ჭიქაში. სულ ესაა!

3. მიირთვით კეფირის სასმელი განტვირთვის დღეებში ან ექსპრეს-დიეტის დროს, 2 კვირის განმავლობაში. დაინახავთ, 3 ან 5 კგ-ს მომენტალურად დაკარგავთ. ახალი წლისთვის მზად იქნებით, ამასთან, საპლაჟო სეზონისთვისაც შესანიშნავი ვარიანტია.

4. საუკეთესო ეფექტისთვის, დაუმატეთ კეფირს დაფქული წითელი წიწაკა, მადის შესამცირებლად კი – დახეხილი ვაშლი.

მეტაბოლიზმი უფრო სწრაფად და ეფექტურად რომ ააჩქაროთ, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები და შლაკები რომ გამოდევნოთ, იმუნიტეტი რომ გააძლიეროდ და საბოლოოდ მოიშოროთ ზედმეტი სანტიმეტრები, არ დაივიწყოთ შემდეგი მნიშვნელოვანი წესების შესახებ.

გახდომის წესები

1. მიირთვით ხშირად, უფრო სწორად, დღეში ხუთჯერ, დაახლოებით ყოველ 2-3 საათში. საკვების ხშირი, თუმცა მცირე ულუფებად მიღება თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს. გაითვალისწინეთ, რომ დღის პირველ ნახევარში თქვენს რაციონში მეტი ნახშირწყალი(ბურღული, ხილი, თაფლი), ხოლო მეორეში – ცილოვანი პროდუქტები და ცხიმები(ხორცი, თევზი, რძის პროდუქტი) უნდა იყოს.

2. რაციონში ძირითადი პროდუქტი უნდა იყოს: ბოსტნეული, ბურღული, კვერცხი, უცხიმო ხორცი(ქათამი, ინდაური), თევზი, რძის პროდუქტი, თხილეული, პროდუქტი, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით.

3. კვების რაციონი უნდა იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი და მოიცაცდეს საკმარისი რაოდენობით ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ეს უკანასკნელი, სხვათაშორის, რაციონის 50%-ს უნდა შეადგენდეს: დაახლოებით 250 გ(ბურღული, ბოსტნეული, ხილი), რომელთაგან 50 გ მარტივი ნახშირწყლები(ჩირი, თაფლი) უნდა იყოს.

რაციონის 25%-ს უნდა შეადგენდეს ცილები(უცხიმო ხორცი, თევზი, კვერცხის ცილები, რძის პროდუქტი) და ამდენივე ცხიმები(მცენარეული ზეთი, ცხიმიანი თევზი, თხილი, ავოკადო).

4. აკონტროლეთ დრო! საკვების ბოლო მიღება დაძინებამდე 3-4 საათით ადრე უნდა მოხდეს და არა “18:00-ის შემდეგ აღარ ვჭამ”. თუ ამ დროს სპორტ-დარბაზში ხართ, ვარჯიშის შემდეგ შეგიძლიათ მსუბუქი ბოსტნეულის სალათი, ვაშლი ან კეფირი მიირთვათ.

5. არ დაგავიწყდეთ სასმლის ჯანსაღი რეჟიმის შესახებაც. 1 ჭიქა თბილი წყალი უზმოზე და 2-2.5 ლ სითხე დღის განმავლობაში მოგიხსნით შეშუპებას, კანს ჯანსაღ იერს მიანიჭებს, მოგაშორებთ თვალქვეშა ტომრებს, დაგეხმარებათ კვების დარეგულირებასა და ნაადრები დაბერების პროფილაქტიკაში.

6. ყველაზე მთავარი – საკუთარი თავის სიყვარულია. გიყვარდეთ საკუთარი თავი, იკვებეთ გემრიელად და სასარგებლოდ, არ აიძულოთ ორგანიზმს მავნე საკვების მიღება და ისწავლეთ სურვილების კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაგაკონტროლებთ.

კეფირი დაგეხმარებათ საჭმლის მონელების დარეგულირებაში, დარიჩინი გაჩუქებთ სიგამხდრეს, ხოლო ჯანჯაფილი – ძალას, ჯანმრთელობასა და სიმხნევეს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს