სოკოს მოსაკრეფად ტყეში წასვლა, ნამდვილად, ძალიან საინტერესო და ერთგვარი მედიტაციური პროცესია. ბუნებაში ხეტიალი საიმედოდ დამალული სოკოების ძებნაში, ტყის ყველა არომატის შეყნოსვა და გარესამყაროს მშვენიერებით ტკბობა ვის არ მოეწონებოდა. თანაც, დღის ბოლოს სოკოს უგემრიელეს კერძზეც ვერავინ იტყვის უარს. თუმცა, სოკოს საკრეფად წასვლის შესაძლებლობა ყველას არ ეცემა.
სოკოს მოკრეფა კარგია, თუმცა, რატომ არ უნდა მოიყვანოთ იგი თქვენს ნაკვეთზე? თუ მზად ხართ ასეთი მცირე ექსპერიმენტისთვის, ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოიყვანოთ სოკოს უხვი მოსავალი აგარაკზე.
როგორ მოვიყვანოთ თეთრი სოკო
რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკვები სოკოს მოყვანა შეგიძლიათ, თუმცა ჩვენ თეთრი სოკოს შესახებ გიამბობთ. საკვებ სოკოებს შორის ხომ სწორედ ეს სახეობა ითვლება ყველაზე ძვირფასად. მას ხორციანი ქუდი და სქელი თეთრი ფეხი აქვს. ძალიან გემრიელი და არომატულია, სხვა სოკოებთან შედარებით.
არსებობს სოკოს მოყვანის ორი გზა: პირველი – მიცელიუმის გამოყენებით, მეორე – სოკოს ქუდებით. ქვემოთ ნახავთ ვიდეოს, რომელშიც მთელ პროცესს თვალსაჩინოდ იხილავთ. დავიწყოთ უფრო მარტივი მეთოდით.
სოკოს გაზრდა მიცელიუმით
- თუ ტყის სოკოს მოკრეფის შესაძლებლობა არ გაქვთ, ეს ვარიანტი თქვენთვისაა. ერთადერთი, რაც ამისთვის გჭირდებათ, არის თეთრი სოკოს მიცელიუმის შეძენა. საბედნიეროდ, ინტერნეტში ასეთ პროდუქტს უხვად იხილავთ.
- მიცელიუმს რომ შეიძენთ, დაიწყეთ დარგვა. ამისთვის იდეალური დრო მაისიდან სექტემბრამდეა. პირველ რიგში, მოამზადეთ დასარგავი ადგილი. ამისთვის, აიღეთ მიწის ზედა ფენა ხის ღეროს გარშემო.
- ამოთხრილ მონაკვეთს მოაყარეთ კომპოსტი ან ნიადაგი ტორფის მაღალი შემცველობით, ზემოდან დაალაგეთ თეთრი სოკოს მიცელიუმის ნაჭრები. ისინი ჭადრაკის პრინციპით უნდა განლაგდეს, 25-30 სმ დაშორებით. ერთი შეფუთვა ერთ ხეს ჰყოფნის.
- შემდეგ დაფარეთ ეს ყველაფერი იმ მიწით, რომელიც დასაწყისში აიღეთ, მორწყეთ დასარგავი ადგილი. ოღონდ მორწყეთ ფრთხილად, ნიადაგი რომ არ დატკეპნოთ. ერთ ასეთ მონაკვეთს 2-3 სათლი წყალი დასჭირდება.
- მნიშვნელოვანია სოკოებზე ზრუნვაც. რეკომენდებულია ნაკვეთის დაფარვა წალმით, ნესტის შესანარჩუნებლად. მიწა არ უნდა გამოშრეს. ყინვებისგან დასაცავად, შეიძლება ნარგავების დაფარვა წალმით, ხავსითა და ჩამოცვენილი ფოთლებით. საბანი მხოლოდ გაზაფხულზე მოხსენით.
- პირველი სოკო მიცელიუმის მოთავსებიდან 1 წელიწადში ამოვა. ამის შემდეგ კი თეთრი სოკოს მოსავალი კიდევ 4 წლით გაგახარებთ.
სოკოს მოყვანა სოკოს ქუდებისგან
- ამ მეთოდისთვის ტყეში სოკოს მოკრეფა გახდება საჭირო. თქვენი სამიზნეა მწიფე სოკოები დიდი თავებით. აირჩიეთ ჯანმრთელი ინდივიდები.
- მოკრეფის შემდეგ, მოამზადეთ დასარგავი მასალა. მოათავსეთ წყლით სავსე სათლში მოკრეფილი სოკოები. უმჯობესია, გამოიყენოთ წვიმის ან წყაროს წყალი მაინც. შემდეგ დაჭყლიტეთ სოკო ხელებით, სათლშივე, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაწურეთ ხსნარი საცერში. ნუ გადაყრით რბილობს – მისი დარგვაც შეიძლება.
- თქვენ ხელთაა სპორებით სავსე ხსნარი და სოკოს ქსოვილი. ახლა იგი უნდა დარგოთ. მოამზადეთ დასარგავი ადგილი ისევე, როგორც წინა შემთხვევაში. სოკოს მასის დასარგავად, მოასხით გადაწურული ხსნარი ხის ძირას, ზემოდან კი მოათავსეთ სოკოს ქსოვილი. ამის შემდეგ, გაიმეორეთ ყველაფერი, რაც მიცელიუმთან გააკეთეთ.
- 2-3 წლის შემდეგ, თეთრი სოკოს მოსავალს მიიღებთ. სხვათა შორის, თუ აგვისტოში დათესავთ, ხოლო ისინი მომავალ შემოდგომაზე გაჩნდება, ესე იგი, სოკოს ქუდები მოდის, თუ მხოლოდ 2 წლის შემდეგ – ესე იგი, სპორები ჩნდება. სოკოს მოსავალი 4 წლამდე მიიღება.
ესეც ვიდეო, რომელშიც თეთრი სოკოს მოყვანის თავისებურებებს გაეცნობით.
თუ კიდევ იცით სოკოს მოყვანის სხვა მეთოდი ან გაქვთ გამოცდილება, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში!