ბევრმა დიასახლისმა მისი თვისებების შეფასება მოასწრო და ის მშვენიერ დამხმარედ მიიჩნია. ამასთან, ბევრ მაღაზიაში სამზარეულოს ნივთების განყოფილებაში მის შესახებ არაფერი სმენიათ. დღეს გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ მელამინის ღრუბელი და როდის არ ღირს მისი გამოყენება.
როგორ გამოვიყენოთ მელამინის ღრუბელი
მელამინის ღრუბელი შემთხვევით რამდენიმე წლის წინ სუპერმარკეტში საყოფაცხოვრებო ნივთების განყოფილებაში აღმოვაჩინე. თავიდან უჩვეულოდ მაღალმა ფასმა გამაკვირვა. მოვიკითხე და დავინტერესდი.
კონსულტანტის თქმით, ამ უნივერსალურ სასწაულ ღრუბელს ყველაზე ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორებაც შეეძლო. მელამინის ფისი შესანიშნავად წმენდს ფილებს, სანტექნიკას და ონკანებს, მინებს, ხეს, ფეხსაცმელს და ტყავს.
თუ გამოხმაურებებს დავუჯერებთ, მას შეღებილი კედლიდან და შპალერიდან მარკერის და კალმის კვალის მოშორება შეუძლია. სწორედ ამიტომ, დღევანდელი სტატიის გმირი აუცილებელი ნივთია პატარა ბავშვების მშობლებისთვის. ბავშვის შემოქმედების მოშორება სხვა მეთოდებით ხომ რთულია.
ერთი შეხედვით, მელამინის ღრუბელი ჩვეულებრივისგან დიდად არ განსხვავდება. უბრალოდ ოდნავ მაგარია და უფრო პატარა ფორები აქვს. ზედაპირი უსიამოვნოდ კრაჭუნობს, თუ მასზე თითს ჩამოუსვამთ. ეს მისი აბრაზიული თვისების შედეგია, რომელიც ჭუჭყს სუფთა მექანიკურად, სარეცხი საშუალების გამოყენების გარეშე აშორებს.
ამავდროულად, ღრუბელი ლასტიკის მსგავსად მელამინის ღრუბელი გამოყენებისას ზომაში მცირდება. ეს განსაკუთრებით სწრაფად ხდება ფილებს შორის ღარების გაწმენდისას. მაგრამ შედეგი შესანიშნავია!
აი, ჭურჭლის ყოველდღიური რეცხვისას ცხიმით ივსება (აქ უფრო ჩვეულებრივი ღრუბელი გამოგადგებათ). ხოლო მინის გაწმენდის შემდეგ დამატებით მშრალი სალფეთქით გამშრალება მოგიწევთ, რომ სითხის კვალი მოაშოროთ.
როდის არ ღირს მელამინის ღრუბლის გამოყენება
ქვის სამუშაო ზედაპირი
მარმარილოს, გრანიტის და ხელოვნური ქვის მოსახერხებელი და ლამაზი სამუშაო ზედაპირი ახლა პოპულარულია. მასალა წყლის, მარილის და ზეთის მოქმედებისგან რომ დაიცვან, ზედაპირს სპეციალური დამცავი საშუალებით ფარავენ.
მელამინის ღრუბლის აბრაზიულ ზედაპირს ამ დამცავი ფირის მოხსნა შეუძლია და ქვა იკაწრება და გლუვდება. სწორედ ამიტომ, სჯობს ის მიკროფიბრის სალფეთქით და სარეცხი საშუალებით ჩაანაცვლოთ.
ჭურჭელი ანტიმიწვის ზედაპირით
ასეთ ჭურჭელში საჭმლის მორევაც კი მხოლოდ სილიკონის ჯოხით შეიძლება, ხოლო აბრაზიული საშუალებით გარეცხვა საერთოდ არ ღირს.
სანამ თუჯის ჭურჭელზე არ გადასულხართ, იცოდეთ, რომ ანტიმიწვის ზედაპირის მქონე ტაფები კერძის მომზადებისთანავე უნდა გარეცხოთ. თუ ჩამჯდარი ჭუჭყი მაინც აღმოაჩინეთ, ასე მოიქეცით:
ტაფაზე ცოტა წყალი და სარეცხი საშუალება დაასხით. აადუღეთ და ჭუჭყი რბილი ღრუბლით და სარეცხი საშუალებით მოაშორეთ. შეგიძლიათ ცოტა სამზარეულოს სოდა დაუმატოთ.
უჟანგავი ფოლადი
გამძლე უჟანგავი ფოლადიც კი მელამინის ღრუბელს ვერ გაუძლებს. განსაკუთრებით ეს ეხება დეკორატიულ ჩანართებს მაცივრის კარზე ან სხვა სამზარეულოს ტექნიკაზე.
უჟანგავი ფოლადის ჭურჭლიდან ჭუჭყის მოშორების ერთ–ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი სოდის გამოყენებაა.
ეკრანები
გაჯეტის ეკრანი, როგორც ამბობენ, უნიტაზზე უფრო ბინძური შეიძლება იყოს. მის გასაწმენდად გამოიყენება მიკროფიბრის ქსოვილი და 55 %–იანი სპირტის ხსნარი.
მაგრამ არანაირად მელამინი, რომელმაც შეიძლება თქვენს ეკრანზე ნაკაწრები დაამატოს.
ავტომობილი
ავტომობილის ტანი სპეციალური დამცავი ზედაპირით არის დაფარული, რომელიც საღებავს იცავს და წმენდას ამარტივებს. მელამინის ღრუბელს მისი დაზიანება შეუძლია.
თუ სხვა მეთოდით ჭუჭყის მოშორებას ვერ ახერხებთ, ღრუბელი ლასტიკი მცირე მონაკვეთზე გამოიყენეთ, კარგად დაატენიანეთ და ძალიან არ გახეხოთ. თვალით უჩინარ ადგილზე დატესტეთ. ასე მიხვდებით, თუ რას უნდა ელოდოთ.
თქვენ შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ მელამინის ღრუბელი თითოეულ სახლში აუცილებელია. ის ნამდვილად ეფექტურია და ზოგჯერ მას გვერდს ვერ აუვლით. ყოველდღიურად მისი დახმარებით ჭურჭლის გარეცხვა და ყველაფრის გაწმენდა არ ღირს. დროთა განმავლობაში მიხვდებით, თუ კონკრეტულად რისთვის გამოიყენოთ.