როგორ დავიცვათ პომიდვრის ნაყოფი ზედაპირული ლპობისგან

1121

კარგია, როცა სახლთან ახლოს მიწის მცირე ნაკვეთი მაინც გაქვს. ჩემს 300 კვადრატულზე ყოველ წელს მომყავს ბოსტნეული. გავალ ნაკვეთზე, მოვწყვეტ რამდენიმე კიტრს, პომიდორსა და წიწაკას და არომატული სალათი მზადაა. ჩემი პომიდვრები უკვე გავარდისფრდა, თუმცა დღეს ნაყოფებზე მუქი ლაქები შევნიშნე. ეს იმას ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა მივიღო ზომები ზედაპირული ლპობის წინააღმდეგ.

ბევრი დამწყები მებაღე მიიჩნევს ამ დაავადებას ფიტოფტოროზად. თუ დროულად არ მიიღებთ საჭირო ზომებს, მთელ მოსავალს დაკარგავთ. ზედაპირული ლპობა ძალიან სწრაფად ვრცელდება, ვნებს მეზობელ ნაყოფებს. როგორც კი მისი სიმპტომები შენიშნეთ, დაუყოვნებლივ შეუდექით “მკურნალობას”.

კალციუმის სასუქი ზედაპირული ლპობის წინააღმდეგ

ყველაზე ხშირად, ზედაპირული ლპობა ჰაერის ძალიან მაღალი ტემპერატურის გამო ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პომიდორი სატბურშია დარგული. ამ შემთხვევაში, რეგულარულად მორწყეთ პომიდვრები, სითხე ფესვთა სისტემის გავლით რომ შეიწოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე დაიწყებს წყლის გაწოვას ნაყოფიდან, რაც აქტიურ ლპობას გამოიწვევს.

ამ დაავადების გაჩენის მეორე შესაძლო მიზეზია კალციუმის უკმარისობა ნიადაგში. იგი ცუდად აითვისება, თუ ნიადაგი კალიუმითაა სავსე. ასეთი მაშინ ხდება, როცა პომიდვრებს ზედმეტად ასუქებენ ხის ფერფლით ან კალიუმის მონოფოსფატით. კალციუმის უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში მე კალციუმის გვარჯილა დამეხმარა.

ფრთხილად იყავით ამ სასუქთან. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით აზოტს, რომლის დიდი რაოდენობა გადასუქებას იწვევს. ეს, თავის მხრივ, მოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს დაგაკარგვინებთ.

0.5 ს.კ. გვარჯილა გააზავეთ 10 ლ წყალთან და ამ ხსნარით მორწყეთ მცენარეები. 1 ლიტრამდე სითხე 3 ბუჩქს ჰყოფნის. შეგიძლიათ, მცენარეები შხეფებითაც დაასველოთ. ეცადეთ, განსაკუთრებული ყურადღება დაზიანებულ ნაყოფებს მიაქციოთ.

ერთჯერადი დამუშავება ლპობას ვერ მოსპობს. გაიმეორეთ ასეთი რწყვა კვირაში 1-2-ჯერ, მუქი ლაქების გაქრობამდე. პროცედურა საღამოს საათებში უნდა ჩაატაროთ. კალციუმი მცენარეს უფრო სწრაფად რომ მიეწოდოს, დაუმატეთ ხსნარს 9 გ ბორის მჟავა.

დამუშავებამდე, გააცალეთ მცენარეებს ყველა ის ნაყოფი, რომლებსაც ლპობა აღენიშნება. მათი მირთმევა ან დაკონსერვება არ შეიძლება, მაშინაც კი, თუ დაზიანებულ ნაწილებს მოაჭრით. არავითარ შემთხვევაში არ ამოიღოთ მათი თესლი მომავალი სეზონისთვის!

იმედია, ჩემი რჩევები გამოგადგებათ. წავედი, მოვამზადო პომიდვრების მხსნელი ნარევი. ვიმედოვნებ, მალე დავიტრაბახებ კარგი, ჯანმრთელი მოსავლით. თქვენც იმავეს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს