საშუალოსტატისტიკური ადამიანი თავისი ცხოვრების მესამედს ძილის მდგომარეობაში ატარებს. ამ პროცესის მნიშვნელობის შემცირება შეუძლებელია: ამ დროში აღდგება ჩვენი ქსოვილები, გამოიდევნება ტოქსინები, ხოლო ტვინი ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას. ამასთან, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, როგორ უნდა ეძინოს. მეტიც, ბევრი ამას მნიშვნელობასაც კი არ ანიჭებს…
თუ უფრო ღრმად მოვიქექებით, ძილზეა დამოკიდებული ისიც, გექნებათ თუ არა კარგი სულიერი მდგომარეობა, გეყოფათ თუ არა ენერგია დღის ბოლომდე. ყველა მიმოცვლითი პროცესიც სწორედ ძილს უკავშირდება. თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ და თქვენი დასვენების ხარისხში ეჭვი აღარ შეგეპაროთ, საკმარისია ისწავლოთ, როგორ უნდა დაწვეთ სწორად.
ძილის პოზები და მათი ფუნქციები
სანამ ძირითადზე გადავიდოდეთ, გაიხსენეთ, რომელ პოზაში გძინავთ ხოლმე. არსებობს უამრავი ვარიანტი, თუმცა ეცადეთ და გაიხსენეთ, როგორ გძინავთ: ზურგზე, მუცელზე თუ გვერდზე?
ზურგზე ძილი
დიდხანს ითვლებოდა, რომ ყველაზე სასარგებლო სწორედ ეს პოზაა. თუმცა, ყველაფერი არაა ისე მარტივი, როგორც ჩანს: ამ პოზას სწორს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
კოსმეტოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ასე ძილის დროს სახის კანი ნაკლებად ეხახუნება ბალიშს, კანზე არ ჩნდება დაზიანებები. თუმცა, არსებობს სხვა ნიუანსებიც: როცა ზურგზე გძინავთ, ტვინიდან ტოქსინები ცუდად გამოიდევნება, გვიჭირს სუნთქვა, ვხვრინავთ. ამასთან, ეს ჩვენი ხერხემლისთვის კარგი განლაგება არაა.
გადაწყვეტა: ზურგზე ძილი უკეთესი იქნება, თუ ტორსის ზედა ნაწილი უფრო მაღლა იქნება, ვიდრე ქვედა. აი, თითქოს საზურგეგადაწეულ სავარძელზე ზიხართ.
ძილი მუცელზე
ზურგზე წოლაზე უარესი მხოლოდ მუცელზე წოლა თუ იქნება. ეს განსაკუთრებით მავნეა ხერხემლის წელისა და კისრის ნაწილებისთვის. ასეთ მდგომარეობაში, ტვინიდან ტოქსინები საერთოდ არ გამოიყოფა, სუნთქვა კი ჭირს.
გადაწყვეტა: თუ მუცელზე რეგულარულად გძინავთ, არ გამოიყენოთ ბალიში. გაგიკვირდებათ, რამდენად შემცირდება დატვირთვა კისრის დანაყოფზე.
ძილი გვერდზე
ძილისთვის ყველაზე სწორი და მოსახერხებელი პოზიციაა. ყველაზე ნაკლებად ართულებს სუნთქვას, არ ამრუდებს ხერხემლის ბუნებრივ რკალებს და ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას. ბალიში ისეთი სიმაღლის უნდა იყოს, რომ თავი და ყელი ჰორიზონტალურად გედოთ.
გაუმჯობესება: დაიდეთ კიდევ ერთი ბალიში ფეხებს შორის. ოდესმე ძილში საბანი ფეხებით დაგიჭერიათ? ეს მარტივი არაა: სწორედ ამ მდგომარეობაში გრძნობს ხერხემალი თავს ყველაზე კომფორტულად.
ფეხებს შორის ბალიშის ხრიკი ახალი არაა. მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელ ერში, იაპონელებში, დიდი პოპულარობით სარგებლობს დაკიმაკურას ბალიშები. მათ მოგრძო ფორმა აქვს – ძილში მათი ჩახუტება ძალიან მოსახერხებელია.
თქვენ რომელ პოზაში გძინავთ?