როგორი მოვლა სჭირდება შროშანს აქტიური ყვავილობის შემდეგ

710

შროშანი შესანიშნავი ყვავილია, რომელიც თავისი სილამაზით თვალს ახარებს და სასიამოვნო არომატს აფრქვევს. აგარაკზე ამ მდიდრული ყვავილის მინიმუმ ერთი ბუჩქი უნდა გქონდეთ, რომ ნაკვეთი გაალამაზოთ. ოღონდ ყვავილების დარგვას და მოვლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დღეს გიამბობთ, როგორ იზრუნოთ შროშანებზე ყვავილობის შემდეგ, რომ მათი კოკორი რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ და ზამთრისთვის მოამზადოთ.

როგორ მოვუაროთ შროშანს ყვავილობის შემდეგ

ყვავილის ყუნწის გადაჭრა

ბოლქვიან მცენარეს ფოტოსინთეზისთვის მიწისზედა აღმონაცენები სჭირდება. თუ ამონაზარდს ნაადრევად გადაჭრით, შროშანი ზამთარს ვერ გადაიტანს და მომავალ წელს ყვავილობა შემცირდება. სწორედ ამიტომ, უნდა დაელოდოთ, როცა შროშანის ყვავილები დაჭკნება და ღეროს თავი შემდეგ გადაჭრათ.

ეს უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბოლქვმა მიწიდან მაქსიმუმი სასარგებლო ნივთიერებები მიიღოს. თუ ყუნწს არ გადაჭრით, ყველა მკვებავი ნივთიერება თესლის გაღვივებას მოხმარდება და არა მცენარის ბოლქვის გამოკვებას.

ღეროს დანარჩენი ნაწილი მიწაში უნდა დატოვოთ მანამ, სანამ შროშანის ფოთლები არ გაყვითლდება. შემდეგ მიწიდან ფრთხილად ამოიღეთ და „ქერელი“ დატოვეთ, რომ გულმავიწყ მებაღეს თავი შეახსენოს.

შროშანის გადარგვა

შროშანის გადარგვა ყვავილობის ნებისმიერ მომენტში შეიძლება. მთავარია, ეს სწორად გააკეთოთ. სჯობს ყვავილი სიმშვიდის პერიოდში გადარგოთ. ასე გადარგვა მასზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს. სახეობის მიხედვით სიმშვიდის პერიოდი შეიძლება იყოს აგვისტოს ბოლო – აგვისტოს დასაწყისი. ჩვეულებრივ, ამ დროს ყვავილის მიწისზედა ნაწილი ჭკნება და ძილისთვის ემზადება.

შროშანის ყოველწლიურად ამოთხრის აუცილებლობა არაა. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა ყვავილის ბუდე ძალიან გაიზარდა ან ყვავილი წარუმატებლად დარგეს. ასევე შროშანს თხრიან გასამრავლებლად ან სადეზინფექციო საშუალებებით დასამუშავებლად. თუ შროშანს გადასარგავად თხრით, ყვავილები სჯობს ახალ ადგილას გადარგოთ, რომ იქ სიცივის დადგომამდე გაფესვიანება მოასწროს.

მორწყვა ყვავილობის შემდეგ

თუ ზაფხულში ძლიერი გვალვაა, პერიოდულად ყვავილები უნდა მორწყათ, რომ ნაადრევად არ დაჭკნეს. ჩვეულებრივ, ზაფხულში წვიმა რეგულარულად მოდის, დილით ცვარი ყვავილს გამოშრობის საშუალებას არ აძლევს. წლის ამ დროს შეგიძლიათ შროშანი არ მორწყათ.

ყველაფერი დამოკიდებულია კიდევ იმაზე, თუ სად იყო დარგული შროშანი. თუ მიწა საკმაოდ მკვრივია და ტენს დიდხანს იკავებს, მით უმეტეს არ ღირს ყვავილის მორწყვა. სიცივეში ჭარბმა მორწყვამ შეიძლება მცენარე მხოლოდ დააზიანოს.

ყვავილების გამოკვება

ყვავილების მაღაზიებში შროშანის გამოსაკვებად სპეციალურ საშუალებებს იპოვით. შროშანი არა უგვიანეს აგვისტოში უნდა გამოკვებოთ.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ყვავილები უხვად ყვავილობს და ნაზი სურნელით დღემდე გახარებთ. თუ ამ მარტივ წესებს დაიცავთ, ყვავილებს მომავალი წლისთვისაც შეინახავთ ისე, რომ მისი ამოთხრა არ დაგჭირდეთ. თქვენ როგორ ზრუნავთ შროშანებზე ბაღში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს