ფქვილის სახეობები: განსხვავება და გამოყენება

1029

გლუტენს, ძირითადად, პურ-ფუნთუშეული ნაწარმი შეიცავს. როგორც წესი, ამ ნივთიერებაზე უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტში საუბრობენ. მე გავარკვიე, რა სახის ფქვილები არსებობს და რატომ იქნება სასარგებლო, თუ ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილს ანალოგებით ჩავანაცვლებთ ხოლმე.

გლუტენზე ალერგია მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს! მას ცელიაკია ეწოდება. მიუხედავად ამისა, კვებითი აუტანლობა გაცილებით ვერაგი პრობლემაა. თითქმის ყოველი მესამე ამჩნევს სიმძიმეს კუჭში, გამონაყარს სახეზე ან უბრალოდ მოუნელებლობას, ფქვილის ნაწარმის მირთმევის შემდეგ. რით ჩავანაცვლოთ იგი და რისთვისაა ეს საჭირო?

ფქვილის სახეობები

ხორბლის ფქვილი უნივერსალურია, თუმცა, მხოლოდ მისი გამოყენება ძალიან მოსაწყენია. ეს მაშინ გავიგე, როცა ინდური მუხუდოსგან გამომცხვარი კერძი გავსინჯე. საერთოდ აღარაფერს ვამბობ ფრანგულ ნუშის ორცხობილებზე.

ეს სტატია სასარგებლო იქნება მათთვისაც, ვისაც გლუტენის აუტანლობა აქვს. როგორ მივხვდეთ, რომ ასეთი პრობლემა გვაქვს? უარი თქვით ფქვილის ნაწარმის მოხმარებაზე ორი კვირით. ამ დროში ნაწლავური მიკროფლორა აღდგება. შემდეგ ისევ ჩართეთ რაციონში. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება ან, პირიქით, თავშეკავების დროს გაუმჯობესდება, ესე იგი, დროა ფქვილის უფრო შესაფერისი სახეობა იპოვოთ.

ნუშის ფქვილი

ნუშის ფქვილი საჭირო ტენიანობასა და გაჯერებულ გემოს უნარჩუნებს ტორტებს, ორცხობილებს, ღვეზელებსა და კექსებს. მის მოსამზადებლად, უბრალოდ აიღეთ გაფცქვნილი ნუში და დააფქვიეთ ბლენდერში 1-2 წუთით. თუ უფრო მეტხანს დააფქვევთ, მიიღებთ თხილის კარაქს.

შვრიის ფქვილი

ხორბლის ფქვილის მარტივი და იაფფასიანი შემცვლელი, რომელიც მას ყველაზე მეტად ჰგავს. ათქვიფეთ შვრიის ფანტელები ბლენდერში, ფხვიერი ფქვილის მიღებამდე. ბოლოს აუცილებლად გაცერით! ასეთი ფქვილი შესანიშნავია პურის გამოსაცხობად.

მუხუდოს ფქვილი

უჩვეულო ფქვილია, თხილის გემოთი და განსაკუთრებული კონსისტენციით. მუხუდოს ფქვილი ხშირად გამოიყენება ინდურ კერძებში. თუმცა, იგი პიკანტურ გემოს აძლევს ბლინებს, ორცხობილებსა და კექსებსაც. გარდა ამისა, მუხუდოს ფქვილი ნამცხვრებს სულ სხვა კონსისტენციას აძლევს.

დიდ სიმძლავრეზე დააფქვიეთ მუხუდო 2 წუთით. შემდეგ გაცერით.

ფქვილების თანაფარდობა და მათი შენახვის პირობები

  • 1 ჭიქა (160 გ) ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილს 1.3 ჭიქა ნუშის ფქვილით ჩაანაცვლებთ.
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი 1.3 ჭიქა შვრიის ფქვილს უდრის. ყურადღება მიაქციეთ კონსისტენციას: შვრიის ფქვილი უკეთ იწოვს სითხეს და კარგად უნდა დააკვირდეთ, რომ ზედმეტად მყარი ცომი არ გამოვიდეს.
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი 0.75 ჭიქა მუხუდოს ფქვილს უტოლდება.

მომზადებული ფქვილი ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში არაუმეტეს 8 კვირით უნდა შეინახოთ. შეგიძლიათ, ვარგისიანობის ვადა გაზარდოთ, თუ მაცივარში შეინახავთ.

და არავითარი გლუტენი. თუ ფიგურაზე ზრუნავთ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ნუშის ფქვილი კალორიულობით ორჯერ აღემატება ხორბლისას. მუხუდოს ფქვილი თითქმის ამდენივე კალორიისაა, აი, შვრიის ფქვილს კი ექვსჯერ ნაკლები კვებითი ღირებულება აქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს