პიცა ტაფაზე – გამომცხვარი, ხრაშუნა და წარმოუდგენლად გემრიელი

4078

იტალიური პიცა იმდენად ნაცნობი კერძია, რომ ახლა ამ გემრიელი წასახემსებლის ქართული ინტერპრეტაციები არსებობს. ტრადიციულად, პიცა საფუარის ცომიდან ცხვება, რომლის შემადგენლობაშიც 2 სახეობის ფქვილი, ზეითუნის ზეთი, წყალი და მარილია. აი, შიგთავსი – ყველაფერი, რაც ხელთ გაქვთ, მთავარია, რომ ყველი და პომიდვრის სოუსი შედიოდეს.

ჩვენ მოვახერხეთ პიცა საფუარის და ღუმლის გარეშე გამოგვეცხო. ასეთი წასახემსებელი ტაფაზე ცხვება, ხოლო ცომი მაიონეზით და არაჟნით იზილება. ქერქი ფუმფულა და რბილი გამოდის. მხოლოდ პომიდვრის სოუსის წასმა და საყვარელი შიგთავსის, მათ შორის ყველის დამატება დაგრჩათ. ჩვენს შიგთავსის რეცეპტში შედის სოკო და ლორი, თქვენ კი ინგრედიენტები თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ.

ინგრედიენტები:

  • 4 ს/კ არაჟანი
  • 4 ს/კ მაიონეზი
  • 2 კვერცხი
  • 9 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 3 ს/კ პომიდვრის სოუსი
  • 100 გრ ქამა სოკო
  • 150 გრ ლორი
  • 150 გრ ხმელი ყველი
  • 150 გრ მოცარელა

მომზადება:

  1. არაჟანი, მაიონეზი, კვერცხი და ფქვილი აურიეთ.
  2. მიღებული ცომი გახურებულ ტაფას დაასხით. როცა ქერქი შეწითლდება, ფრთხილად გადააბრუნეთ და სოუსი წაუსვით.
  3. ქამა სოკო ფირფიტებად, ლორი ზოლებად დაჭერით, ხმელი ყველი სახეხზე გახეხეთ, მოცარელა ხელით დაანაწევრეთ.
  4. შიგთავსი დააწყვეთ ფენებად: ლორი, სოკო, მოცარელა, ხმელი ყველი. თავსახური დაახურეთ და აცხვეთ, სანამ ყველი არ გადნება.

ტაფაზე მომზადებული პიცა ადვილად დაგეხმარებათ მაშინ, როცა რაღაცის სწრაფად მომზადება გჭირდებათ. რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს