ვაშლის პეროგის რეცეპტი ნიგვზის ნაფხვენით

0
2974

ვაშლის პეროგის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ასეთი არასდროს გამისინჯავს! ვაშლის ნამცხვარს ნიგვზის ნაფხვენი განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ხრაშუნა ზედა ფენის და ნაზი ცომის კომბინაცია წვნიან ვაშლთან და ფორთოხლის არომატულ ცედრასთან ერთად – შეუძლებელია მოწყდეთ!

შიგთავსი რომ მოამზადოთ, ვაშლი უნდა დაჭრათ და ფორთოხლის ცედრა დაუმატოთ, შემდეგ ინსტრუქციას ჩახედეთ. ძალიან ნაზი და გემრიელი პეროგი გამოვა! გირჩევთ ჩაის ან ყავას მიაყოლოთ, საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე მიირთვით წასახემსებლის სახით ან სტუმრებს გაუმასპინძლდით. პეროგი უნივერსალური, მარტივად მოსამზადებელია, ხოლო მომზადების დროს არომატი ჭკუიდან გადაგიყვანთ!

პეროგი ვაშლით და კაკლით

დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ვაშლის პეროგი კაკლის ნაფხვენით. უბრალოდ პირში დნება!

ინგრედიენტები:

  • 125 გრ კარაქი
  • 150 გრ შაქარი
  • 1 ს/კ ვანილის შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 350 გრ ფქვილი
  • 4 ვაშლი
  • 1 ს/კ ფორთოხლის ცედრა
  • 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჭიქა კაკალი (თხილი ან ნიგოზი)
  • მწიკვი მარილი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება:

1. ღრმა თასში ყველა მშრალი ინგრედიენტი აურიეთ – ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. კარგად აურიეთ.

2. მშრალ ინგრედიენტებს ცივი კარაქი დაუმატეთ. კარაქი და ფქვილი დაფშვენით.

3. ცალკე თასში კვერცხი 120 გრ შაქართან ერთად ათქვიფეთ. ფქვილის ნაფხვენი თხევად ნარევს აურიეთ. საბოლოოდ, უნდა გამოგივიდეთ ფხვიერი ცომი ნაფხვენის სახით.

4. ვაშლი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით. ვაშლს ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ტაფაზე დარჩენილი შაქარი (30 გრ) დაამატეთ.

ტაფაზე შაქარი გაადნეთ, შემდეგ მოსათუშად გამზადებული ვაშლი დაუმატეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ვაშლი მსუბუქ დარბილებამდე უნდა თუშოთ.

5.გასახსნელი საცხობი ფორმა აიღეთ, ძირში პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ ან ფორმას ცოტა კარაქი წაუსვით. ცომი ორ ნაწილად გაყავით.

ერთი ნაწილი ფორმაში ჩაასხით, გაათანაბრეთ და ოდნავ დააწექით. შემდეგ ზემოდან ვაშლის მასა დაუმატეთ.

6.ცომის მეორე ნაწილს წინასწარ შემწვარი და დაქუცმაცებული თხილი ან ნიგოზი დაუმატეთ და აურიეთ. ვაშლის მასას ცომის და კაკლის ნარევი ზემოდან დაასხით. ვანილის შაქარი მოაყარეთ.

7.პეროგი წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით აცხვეთ. პეროგის მომზადება კბილის ჩხირით ან ასანთის ღერით შეამოწმეთ.

8.მზა პეროგი გააგრილეთ და შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

ვაშლის და კალის პეროგის ეს რეცეპტი თქვენს  ვაშლის პეროგების ოქროს კოლექციაში უნდა შევიდეს. აუცილებლად სცადეთ და ამაში თავად დარწმუნდით!

მე უკვე კაკალი შევწვი, 1 საათში ფორთოხლის და ვაშლის საყიდლად გავალ, რომ არომატული ტკბილეული მოვამზადო. ჩაის დასალევად მეგობრების დაპატიჟებას ვაპირებ.