სალათი „ცეროდენა“ ლამაზი ფორმებისთვის: სადილის შესანიშნავი ვარიანტი

209

„პაპარაცი“ გთავაზობთ უჩვეულო ფენებიან სალათს „ცეროდენას“. მისი ინგრედიენტები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის და ერთმანეთს შესანიშნავად ავსებს. ამასთან, ლამაზი და ფერადი წასახემსებელია, ამიტომ სადღესასწაულო სუფრაზე თამამად შეგიძლიათ გაიტანოთ.

სალათი „ცეროდენა“ მარტივი კომპონენტებისგან შედგება და თუ წინასწარ მოამზადებთ, მომზადების პროცესი 20-25 წუთზე მეტს არ წაგართმევთ.

ინგრედიენტები:

  • 120 გრ სტაფილო
  • 140 გრ ხმელი ყველი
  • 140 გრ ჭარხალი
  • 1 კბილი ნიორი
  • 50 გრ ქიშმიში
  • 50 გრ ნიგოზი
  • 3 სალათის ფურცელი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 140 გრ მაიონეზი

მომზადება:

  1. სტაფილო გაასუფთავეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ. შემდეგ თასში გადაიტანეთ, გარეცხილი ქიშმიში, მარილი, წიწაკა და 1 კოვზი მაიონეზი დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ.
  2. ჭარხალი მომზადებამდე მოხარშეთ. შემდეგ გააგრილეთ, გაასუფთავეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ. დაქუცმაცებული ნიგოზი, მარილი, წიწაკა და მაიონეზი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. ხმელი ყველი გახეხეთ. დაპრესილი ნიორი და მაიონეზი დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
  4. სალათის ფურცლები თხელ ზოლებად დაჭერით.
  5. სალათის ფენებად ააწყვეთ. პირველი – სტაფილო ქიშმიშთან ერთად, მეორე – მოხარშული ჭარხალი ნიგოზთან ერთად, მესამე – ხმელი ყველი ნიორთან ერთად, მეოთხე – დაჭრილი სალათის ფურცლები.

გემრიელად მიირთვით! ფენებიანი სალათი „ცეროდენა“ მზადაა. მაიონეზი შეგიძლიათ არაჟნით და სანელებლებით ჩაანაცვლოთ, რაც წასახემსებელს უფრო სასარგებლოს და გემრიელს გახდის. ამ რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს