უძველესი ტექნიკა, რომელიც სულიერ სიმშვიდეს რამდენიმე მოძრაობით მოგანიჭებთ

149
Image by 89859776467qaz from Pixabay

“ჯანმრთელ სხეულში ჯანსაღი სულია”, – ამტკიცებენ და დიდ ყურადღებას უთმობენ ორგანიზმის ჯანმრთელობას. მერე, ჯანსაღი სული ჯანმრთელი სხეულის წინაპირობაა? რთულ სამყაროში, რომელსაც “ადამიანი” ეწოდება, ყველაფერი ურთიერთკავშირშია, რაც საიდუმლო არავისთვისაა.

ხშირად, ადამიანის აზროვნება და მისი ფსიქიკური მდგომარეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ცხოვრების ჩვეული წესის შესაცვლელად, ყველაფერი პოზიტიური აზროვნებით უნდა დაიწყოთ – გადააწყოთ იგი საჭირო მიმართულებით. ეს მარტივი სავარჯიშო ყველაზე საუკეთესოდ დაგეხმარებათ.

ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ შესანიშნავ სავარჯიშოს, რომელიც არამხოლოდ თავის ტკივილებისგან გაგათავისუფლებთ და განწყობას აგიმაღლებთ, არამედ დაგეხმარებათ ჰარმონიის მიღწევაში სხეულს, გონებასა და სულს შორის. მისი შესრულება აუცილებელია ყოველდღიურად.

შეხებითი კინეზიოლოგია

საფეთქლის ძვლების არეში თითებით დაკაკუნება – ტკივილის მოშორების ერთ-ერთი უძველესი ტექნიკაა, რომელიც აღმოსავლეთიდან გავრცელდა. ქიროპრაქტიკოსებმა და შეხებითი კინეზიოლოგიის მიმდევრებმა შენიშნეს, რომ საფეთქლების არეში უბრალო მასაჟი არამხოლოდ დადებითად აისახება თავის ჯანმრთელობაზე, არამედ დამაკავშირებელი პორტალიცაა ძველი, ნეგატიური ჩვევების მოშორებისა და ახალი, კარგი ჩვევების შემოღებისთვის.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – განსაზღვროთ ჩვევა ან მდგომარეობა, რომლის ჩაბეჭდვაც გსურთ გონებაში. აღწერეთ სასურველი ჩვევა ერთი მარტივი წინადადებით, იგი ახლანდელ დროში უნდა ჩამოაყალიბოთ. მაგალითად: “სტრესის დროს, მე ვინარჩუნებ სიმშვიდესა და სულიერ წონასწორობას.” დაწერეთ სურვილი ფურცელზე.

შემდეგ ჩამოაყალიბეთ წინადადება იმავე აზრობრივი დატვირთვით, ოღონდ ნეგატიური სიტყვების გამოყენებით: “აღარასდროს დავკარგავ სიმშვიდესა და სულიერ სიმშვიდეს, სტრესის დროს.”

როცა სურვილებს ორ მოკლე წინადადებაში ჩაატევთ, მალევე მიიღებთ ჰარმონიას სხეულს, გონებასა და სულს შორის, გაააქტიურებთ ენერგიის ნაკადს კოგნიტური ცენტრისკენ, შეიძენთ სტრესის მიმართ რეზისტენტულობას, მოიშორებთ ნეგატიურ ენერგიას და უბრალოდ თავს უკეთესად იგრძნობთ.

განსაზღვრეთ მიზანი? შეუდექით სავარჯიშოს შესრულებას.

  1. დაიწყეთ თავის მარცხენა ნაწილზე დაკაკუნება თითების დაკაკუნება, იმოძრავეთ საფეთქლიდან ყურის მიმართულებით. მარცხენა ხელის თითების ბოლოებით მტკიცედ დააკაკუნეთ საფეთქლის ძვალზე, ამავდროულად, იმეორეთ ნეგატიური წინადადება. დაკაკუნება საკმაოდ მტკიცე უნდა იყოს, რათა თითები თავიდან უკან ინერციით ბრუნდებოდეს. შეასრულეთ ასეთი სავარჯიშო ხუთჯერ, ყოველჯერზე გაიმეორეთ წინადადება, დაკაკუნების რითმში.
  2. გაიმეორეთ იგივე მარჯვენა საფეთქლის არეშიც, დააკაკუნეთ მარჯვენა ხელით, წარმოთქვით დადებითი წინადადება.
  3. გაიმეორეთ ასეთი პროცედურა დღეში რამდენჯერმე – დილით, გაღვიძებისთანავე და ღამით, ძილის წინ. რაც უფრო ხშირად დააკაკუნებთ და წინადადებას წარმოთქვამთ, მით უფრო სწრაფად აისახება ეს თქვენს ნერვულ სისტემაზე, ჯანმრთელობასა და ჩვევებზე.

აფირმაცია(აქტიური თვითაღქმა, კორექტირება იმისა, თუ რისი შცვლა გინდათ საკუთარ თავში), შესაფერის წერტილებზე დაკაკუნებათან ერთად, გახსნის თქვენს გონებას ახლის აღსაქმელად. საფეთქლებზე დაკაკუნება აერთიანებს ისეთ მძლავრ ელემენტებს, როგორიცაა განმეორება, თვითაღქმა და ნევროლოგიური თვითპროგრამირება.

არსებობს საფეთქლების წერტილების გამოყენების კიდევ ერთი ვარიანტი, კერძოდ – უსიტყვოდ, რბილად დაზელა და დაკაკუნება. თუ მავნე ჩვევის თავის ნებაზე მიშვება არ გსურთ, შემდეგნაირად მოიქეცით: მოათავსეთ ორივე ხელის თითები საფეთქლებზე და დაიწყეთ მათი ნელი დაზელა, შეუთავსეთ მასაჟი. ასეთი მარტივი მასაჟი მოადუნებს ნერვულ სისტემას, მოგაშორებთ თავის ტკივილებს, დაგამშვიდებთ და დაგანაყრებთ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.

ასეთი მარტივი საშუალებით, თქვენ თავში იბეჭდავთ დადებით განზრახვებს, ცვლით ცხოვრებას უკეთესობისკენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს