ბავშვობის წლებს ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებთ. უზრუნველობის გარდა, ის დრო სავსე იყო უამრავი აღმოჩენით, როცა ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცნობოდით ამ სამყაროს. ეს საინტერესო და მხიარული პერიოდი იყო.
ამ ინფორმაციების ნაწილი კარგად გავითავისეთ და დღემდე ვიყენებთ, დანარჩენი – უიმედოდ მივივიწყეთ, რადგან ჩვენთვის უსარგებლოდ მიგვაჩნდა. ვიღაცამ გეომეტრიის თეორიები დაიმახსოვრა და მშენებელი გამოვიდა, ხოლო ვიღაცას ფორმულებისა და სივრცითი კანონზომიერების ფორმულების დაზეპირება გამოადგა. ვიღაცამ ცხოვრებაში ბიოლოგიის საფუძვლებს უპოვა გამოყენება, ხოლო ვიღაც პრაქტიკაში ინფორმატიკის ან ქიმიის ცოდნას იყენებს.
დღეს ჩვენი რედაქცია გაგახსენებთ სკოლაში ნასწავლ ხრიკებს, რომლებიც, შესაძლოა, თავის დროს ყველას არ უსწავლია. თუმცა, მას, ვინც ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინ აითვისა, ზუსტად ახსოვს იგი და ზრდასრულ ცხოვრებაშიც იყენებს. ასეთი მცირე ხრიკები დღესაც ბევრად გაამარტივებს ყოფაცხოვრებას.
სკოლის მოსწავლეების უნარები
1. დღეების რაოდენობა თვეში
იმის დასამახსოვრებლად, თუ რომელ თვეშია 31 და რომელში – ნაკლები დღე, მომუჭეთ ხელი და ყურადღება მიაქციეთ ძვლებს. ყოველ ამოშვერილ ძვალზე სრული (31-დღიანი) თვეა, ხოლო ღრმულზე – არასრული (28, 29 ან 30).
2. მთვარის ფაზები
თუ მთვარე ბერდება, ცის კამარაზე ნახევართვე “C”-ს ფორმას გამოსახავს. ასეთი მთვარე მომაკვდავად ითვლება. თუ საუბარი მზარდ მთვარეზეა, მისი ნახევართვე მობრუნებული იქნება სხვა მხარეს.
3. ელემენტების მდგომარეობა
როცა საყვარელი ტელევიზორის პულტი ნორმალურად აღარ მუშაობს, ეჭვი პირდაპირ ელემენტებზე მიგვაქვს. თუმცა, თუ ახალი ელემენტები არ გვაქვს ხელს, გვიხდება ძველი ელემენტებიდან ჯერ კიდევ დამუხტულის პოვნა.
სწორედ აქ გვახსენდება ძველი ბავშვური ხრიკი: თუ ელემენტს რამდენიმე სმ სიმაღლიდან დააგდებთ მაგიდაზე, დამუხტული ელემენტი მყარად ეცემა მყარ ზედაპირზე, ცარიელი კი დაცემისას უკან ამოხტება.
4. ცისარტყელის ფერები
ამ ულამაზესი ბუნებრივი მოვლენის გასახსენებლად, დაიმახსოვრეთ მარტივი წინადადება, რომლის სიტყვების პირველი ასოებით ამ ლამაზ სურათს წარმოიდგენთ: “წ-ინათ ნ-იუტონი ყ-ველა მ-ნიშვნელოვან ც-დას ლ-ინზით ი-კვლევდა”. ეს სიტყვები მიგანიშნებთ ფერებზე: წითელი, ნარინჯისფერი, ყვვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.
5. სიგრძე
ხშირად გვიხდება რამის სიგრძის გაზომვა, ზუსტი სანტიმეტრების განსაზღვრისთვის. თუმცა, ვინ ატარებს მუდმივად თან სახაზავს ან საზომ გრაგნილს. ამიტომ, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი სხეულის პროპორციების ცოდნა.
მაგალითად, მაქსიმალურად გაშლილ დიდ და საჩვენებელ თითებს შორის, საშუალოდ, 18 სმ-ს შეადგენს, ხოლო დიდ და ნეკა თითებს შორის – 20 სმ. რა თქმა უნდა, ყველას ხელი სხვადასხვა ზომისაა, თუმცა, თუ მას წინასწარ გაზომავთ, სამომავლოდ ამ ცოდნას სასარგებლოდ გამოიყენებთ.
როგორც ხედავთ, სკოლის მოსწავლის უნარები და ცოდნა, რომელიც ნაადრევ ასაკში შეიძინეთ, ხშირად გამოგადგებათ ზრდასრულ ცხოვრებაშიც. მეტიდ, ასეთი საინტერესო კანონზომიერებით შეგიძლიათ თქვენი შვილების ან შვილიშვილების გახარებაც, რითაც მათ უბიძგებთ ახალი ცოდნის შეძენისკენ – ეს არამხოლოდ გასართობი, არამედ სასარგებლო საქმიანობაცაა.