ალბათ, თითოეულ ადამიანს ჰქონია ისეთი მომენტი, როცა თავს ისე გრძნობდა, თითქოს სამყარო მის წინააღმდეგაა განწყობილი. მაშინ, გარკვეული დროით, ადამიანს უნდება გაქცევა, პრობლემებისგან დამალვა და უბრალოდ დასვენება და იმის გაგება, თუ როგორ მოიქცეს ამის შემდეგ, როგორ შეიყვაროს ცხოვრება ხელახლა.
თუ ახლაც ელოდებით მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ რჩევას, ესე იგი, ეს სტატია თქვენთვისაა. ჩვენმა რედაქციამ შეკრიბა 16 ყველაზე სასარგებლო ფსიქოთერაპევტული რჩევა და მზადაა, დღეს გაგიზიაროთ ისინი.
იმედია, იპოვით მათ შორის იმ რჩევას, რომელიც თქვენ ამ მომენტში შთაგაგონებთ.
როგორ შევიყვაროთ ცხოვრება
- ნაცვლად იმისა, რომ ნეგატიური, მომაბეზრებელი აზრები ამრავლოთ, ისწავლეთ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. როგორც კი უაზრო შფოთვა დაგატყდებათ თავს, იფიქრეთ რამე კარზე და გაიხსენეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- ნუ იდარდებთ იმაზე, როგორ მოეწონებით სხვებს გაცნობისას. უმჯობესია, იფიქროთ იმაზე, თქვენ მოგწონთ თუ არა ეს ადამიანები და ნამდვილად გინდათ თუ არა მათთან დაახლოება. ისწავლეთ კონცენტრირება შიგანან შეგრძნებებსა და სურვილებზე, სხვისი აზრის ტყვედ რომ არ იქცეთ.
- ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს, ვერასდროს შეძლებს გარშემომყოფებისგან სიყვარულის მიღებას. სხვებისგან საპასუხო გრძნობის მისაღებად, პირველ რიგში, შეიყვარეთ საკუთარი თავი.
- გახსოვდეთ, რომ სიბრაზის უკან იმალება ტკივილი, ჩივილი კი განუხორციელებელი სურვილების გამო ჩნდება. ეცადეთ, თუნდაც საკუთარ თავთან იყოთ გულწრფელი და ცხოვრებაც გაცილებით მარტივი გახდება.
- ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს რაღაცის გაკეთება აიძულოთ, გაერკვიეთ იმაში, თუ რისთვის გჭირდებათ ამის გაკეთება. ჩაანაცვლეთ ფრაზა “მე უნდა” ფრაზით “მე მინდა” ან “მე მჭირდება”.
- საკუთარი ცხოვრებით რომ იცხოვროთ, ისწავლეთ უარის თქმა და ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ არათავაზიანი გამოჩნდებით. შეწყვიტეთ პირადი ინტერესების უგულებელყოფა სხვის სასარგებლოდ და მიეცით საკუთარ თავს სისულელეების ჩადენის უფლება. უბრალოდ სცადეთ და გაცილებით თავისუფლად იგრძნობთ თავს.
- თუ გარშემომყოფები გაგირბიან და თქვენ ეს არ მოგწონთ, ჩაატარეთ მცირე ექსპერიმენტი. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ქცევას ერთი დღის მანძილზე და გაეცით პასუხი კითხვას: “მენდომებოდა ასეთ ადამიანთან ურთიერთობა?” თუ პასუხი უარყოფითია, ესე იგი, უნდა შეწყვიტოთ სხვების დადანაშაულება და დაიწყოთ საკუთარი თავის შეცვლა.
- თუ ადამიანი გიყვართ, იმაზე არ იფიქრებთ, როგორ ჩაანაცვლოთ იგი, თუ სიტუაციაში უეცრად კრიზისული პერიოდი დადგება. ამის ნაცვლად, ეცდებით ურთიერთობების დალაგებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანი უბრალოდ არ არის თქვენი და დროა, გაუშვათ.
- ოცნებების ასახდენად საკმარისია შეუპოვარი შრომა და გულწრფელი ცნობისმოყვარეობა მომავალი ცვლილებებისადმი. შფოთვისა და პანიკისთვის, როგორც ხედავთ, აქ ადგილი არაა.
- ერთი ადამიანისთვის დილით ადრე ადგომა წარმატებული დღის წინაპირობაა, ხოლო მეორესთვის – ნამდვილი ტანჯვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ზარმაცია. ისწავლეთ საკუთარი ორგანიზმის მოსმენა, ნუ მიჰყვებით საზოგადოდ მიღებულ ნორმებს, რომლებიც გფიტავთ. თქვენი ცხოვრება გრაფიკმა კი არ უნდა განსაზღვროთ, არამედ თქვენ უნდა შეადგინოთ ისეთი გრაფიკი, რომ საკუთარი თავის სრულყოფილ რეალიზებაში დაგეხმაროთ.
- ერთი მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვრეთ: ადამიანი არ უნდა იმსახურებდეს ვიღაცის სიყვარულს. ბედნიერება თავისით მიდის მასთან, ვინც ისწავლა საკუთარი თავისა და სიცოცხლის დაფასება.
- ესაუბრეთ თქვენს შინაგან ბაავშვს, დაეხმარეთ იმაში გარკვევაში, თუ რატომ გრძნობს თავს ცუდად, რატომ ბრაზდება და ტირის. ნუ ჩაფარცხავთ თქვენში ამ ბავშვს, უბრალოდ გვერდში დაუდექით.
- ყველა თქვენს მდგომარეობასა და განწყობას შემწყნარებლურად მიუდექით.
- ნუ ეცდებით ცხოვრების იმ რიტმზე მორგებას, რომელიც არ მოგწონთ. ცხოვრება გამოუვლობის ნაცრისფერ ლაქად რომ არ იქცეს, იპოვეთ საკუთარი რიტმი და მიჰყევით მას.
- როცა მოწყენილი ხართ და თავს უუნაროდ მიიჩნევთ, ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, დაამშვიდეთ. ყველას აქვს ცუდი მომენტები და მათ ყველა სხვადასხვანაირად უმკლავდება. არ არსებობს ყველა პრობლემის ერთდროულად გადაჭრის საიმედო გზა. თუმცა, არსებობს ერთადერთი საიმედო პრინციპი: იმოქმედეთ აუჩქარებლად, მყისიერი ქმედებების გარეშე. ისწავლეთ “პატარა ნაბიჯების ხელოვნება”, როგორც ამას ანტუან დე სენტ ეკზიუპერი აკეთებდა, და მიხვდებით, თუ რამდენად შესანიშნავია ცხოვრება რეალურად.
- ისწავლეთ კონსტრუქციული კრიტიკის ჩვეულებრივი ავსიტყვიანობისგან გამორჩევა და არ მიიტანოთ გულთან ახლოს მათი სიტყვები, ვისზე დამსგავსებაც არ გსურთ.
როგორ ფიქრობთ, რომელი რჩევა დაგაკლდათ ამ ნაკრებში? გაგვიხარდება, თუ კომენტარებში ამ დანაკლისს შეავსებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს