რატომ ირჩევენ ახალგაზრდები მარტოობას სულ უფრო ხშირად

0
247

ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები ადამიანი ცდილობს, რომ ურთიერთობა პასპორტის ბეჭდით დააკანონოს. ახლახანს ვაშინგტონში გამოაქვეყნეს კვლევის შედეგი, თუ რატომ რჩება ხალხი მარტო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1984 წლიდან 2003 წლამდე დაბადებული ადამიანები წყვილს 40-50 წლამდე ვერ იპოვიან. მკვლევარებმა 3 ძირითადი მიზეზი დაასახელეს, რაზეც „პაპარაცმა“ დაფიქრება და იმის გაგება გადაწყვიტა, თუ რაში მდგომარეობას თანამედროვე ადამიანების მარტოობა.

მარტოობის აზრი

მარტოობა შემოქმედებით ხალხს განსაკუთრებით სჭირდება. ადამიანი საუკეთესო იდეებს მარტო ყოფნისას იგონებს. გონივრული ფიქრები და არასტანდარტული გადაწყვეტილება პარკში სეირნობის დროს ან დილით, ფინჯანი ყავის დალევისას და მოგვიანებით გუნდთან ერთად ბრეინშტორმინგის დროს მოგვდის.

შეუფერებელი წყვილები

გამოკითხულთა 30%–მა ეს მარტო ცხოვრების მთავარ მიზეზად დაასახალეს. ინტერნეტის წყალობით შეგვიძლია უამრავ ადამიანთან სახლიდან გაუსვლელად ვესაუბროთ. ახალგაზრდებს შეუძლიათ წლები სოციალური ქსელებიდან იკონტაქტონ და ერთმანეთი რეალურ ცხოვრებაში ერთხელაც არ ნახონ.

ეს აიხსნება იმით, რომ ადამიანები პარტნიორებს არა ოჯახის შესაქმნელად, არამდ თვითშეფასების ასამაღლებად ეძებენ. საჭირო არაა არანაირი პაემანი, თუ Instagram–ში ისედაც მოგწერენ, რომ ლამაზი, მოხდენილი და საინტერესო ქალი ხართ.

ფინანსური სტაბილურობა არ აქვთ

ეს გამოკითხულთა 27%–ია. თაობა Y–ს პრინცების და მოულოდნელი გამდიდრების შესახებ ზღაპრების არ სჯერა. ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობას მიეჩვივნენ. ეს გონივრულია, რადგან ყველა ცხოვრებისეული მოვალეობის და ფინანსური საკითხების ოჯახის უფროსზე გადაბარება უსამართლობა იქნება.

ახალგაზრდობა ურთიერთობის აწყობის აზრს ვერ ხედავს იმ საზოგადოებაში, სადაც მათ ბავშვებს რაღაც არ ექნებათ. სჯობს ფული გამოიმუშაოს, თავად ფეხზე დადგეს, შემდეგ კი ოჯახზე იფიქროს. ეს ახალგაზრდა მშობლებმა გვასწავლეს. ბევრ ადამიანზე ახლობლების განშორება დიდ გავლენას ახდენს. ასეთი სიტუაციის გამო ბავშვებს დაოჯახება არ სურთ, რადგან წინასწარ იციან, თუ რით შეიძლება დასრულდეს რამდენიმე წლიანი ბედნიერი ოჯახური ცხოვრება.

დადინჯების სურვილი არ აქვთ

თაობა Y-ის 22%–ს არ სურს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ ადამიანს დაუკავშიროს. იგივე სოციალური ქსელები აჩვენებს, რომ ერთ ადამიანთან თანაცხოვრების აუცილებლობა არაა, თუ სამყაროში კიდევ მილიონი და მილიარდი სხვა საინტერესო პიროვნება ცხოვრობს. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ თუ არჩევანი გვაქვს, ყოველთვის საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ და  თანაცხოვრებისთვის საუკეთესო კანდიდატურას ვეძებთ.

გარდა ამისა, მარტო ყოფნა ახლა სირცხვილი არაა. ბევრი მარტოხელა ამაყობს, რომ საკუთარ ფიქრებთან განმარტოება შეუძლია. 21-ე საუკუნეში პირადი სივრცე დიდად დაფასებულია. ჭარბი ინფორმაცია განმარტოებით რამდენიმე საათით გატარების სურვილს მხოლოდ აძლიერებს. ჩვენს ორგანიზმს, ფიქრებს უბრალოდ ელემენტარული დასვენება სჭირდება. დღესდღეობით ადამიანები მარტოობაში უფრო მეტ პლიუს ხედავენ, ვიდრე მინუსს. რადგან დაქორწინება ხომ უფრო ხანდაზმულ ასაკშიც შეიძლება, მანამდე საკუთარი თავისთვის რატომ არ უნდა ვიცხოვროთ?