მოხარშული კრემი ფქვილის გარეშე

0
6489

მოხარშული კრემი ტკბილი ნამცხვრების ხშირი კომპონენტია. თუმცა, მათთვის, ვისაც გლუტენის აუტანლობა აწუხებს, არ შეიძლება ფქვილიანი კერძების მირთმევა. სწორედ ამიტომ, უფქვილო ნამცხვრებისთვის კრემიც ასეთივე უნდა იყოს. დღეს გთავაზობთ უფქვილო მოხარშული კრემის რეცეპტს, ტკბილი ინგლისური სოუსით.

გლუტენის, ფქვილისა და სახამებლის გარეშე, კრემი ძალიან ნაზი და არომატული გამოდის. მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დესერტში, მათ შორის, დიეტურშიც.აგრეთვე, შეგიძლიათ მისი მირთმევა ცალკე, როგორც დამოუკიდებელი კერძი. თუ ინგლისური სოუსის მომზადება გნებავთ, არ გამოიყენოთ კარაქი და შაქრის რაოდენობა 50 გ-მდე შეამცირეთ.

ინგრედიენტები:

  • 1-2 ც კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილი
  • 100 მლ რძე
  • 120 გ კარაქი

მომზადება

1. აიღეთ 1 დიდი ან ორი პატარა კვერცხი, ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად. საკმარისია თქვეფა შაქრის გახსნამდე.

2. გაათბეთ რძე 35-40 გრადუსამდე და თანდათან ჩაასხით მასში კვერცხის მასა (არ დაგავიწყდეთ მუდმივად მორევა).

3. მოხარშეთ მასა შესქელებამდე, ურიეთ მუდმივად. შემდეგ დაუმატეთ დარბილებული კარაქის კუბები და ურიეთ მის გახსნამდე.

4. გააგრილეთ მასა ისე, რომ ამ დროში ზემოდან მყარი ქერქი არ გაჩნდეს, დაახურეთ ცელოფანი. შემდეგ გადაასხით დესერტი სასურველ ჭურჭელში.

შეგიძლიათ, მომზადებული მასა მაშინვე გამოიყენოთ, ან მაცივარში შეინახოთ ორ დღემდე, მჭიდროდ დახურულ შუშის ჭურჭელში. ასეთი მოხარშული კრემი იდეალურია “ნაპოლეონის”, კლასიკური მედოკის, სხვადასხვა ტკბილი ღვეზლის შიგთავსისთვის.