როგორ მოვამზადოთ ფხვიერი ორცხობილები

1665

თუ მოგბეზრდათ მაღაზიის დესერტები, ტკბილეული კი ძალიან გიყვართ, დროა, რაღაც გამოაცხოთ. ამ შემთხვევაში, დიასახლისს გამოადგება მარტივი დესერტები, რომელთა მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა არ დასჭირდება. ჩვენ მოვამზადეთ ფხვიერი ორცხობილების რეცეპტი, რომელსაც ახალბედაც კი გაუმკლავდება.

ეს რეცეპტი შეიმუშავა ცნობილმა ფრანგმა კონდიტერმა, პიერ ერმემ. დიდი ალბათობით, თქვენც შენიშნეთ ორცხობილების სიმარტივე და დახვეწილობა, რომელიც ფრანგულ სამზარეულოს ახასიათებს.

ინგრედიენტები:

  • 230 გ კარაქი
  • 100 გ შაქრის პუდრა
  • 0.25 ჩ.კ. მარილი
  • 330 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ც კვერცხი
  • 5 გ შაქარი
  • 2 გ ვანილინი

მომზადება

  1. შეურიეთ დარბილებულ კარაქს პუდრა. დაუმატეთ მარილი, ვანილინი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი.
  2. დაყავით ცომი სამ ნაწილად. დაამრგვალეთ 2-3 სმ დიამეტრის მილებად. თითოეული მათგანი გაახვიეთ ცელოფანში და შედგით საყინულეში 15 წუთით.
  3. ათქვიფეთ კვერცხი და წაუსვით გაციებულ ცომს. მოაყარეთ შაქარი იმ ზედაპირს, რომელზეც ცომს ამზადებთ და გააბრტყელეთ მილები. ამოჭერით 2 სმ სისქის წრეები.
  4. დაალაგეთ ორცხობილები პერგამენტდაფენილ საცხობ ლანგარზე. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით, ოქროსფრამდე.

ფანტასტიკურად გემრიელი ორცხობილები მზადაა. გაგიკვირდებათ, თუ როგორი დახვეწილი დესერტი გამოგივათ ამ უბრალო ინგრედიენტებით. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს