როგორ მივიღოთ ყაბაყის უწყვეტი მოსავალი სექტემბრის ბოლომდე

0
642

ყაბაყი ჩვენთვის საყვარელი სეზონური ბოსტნეულია, რომლის გარეშეც არც ერთი კონსერვი არ გამოვა ზამთრისთვის. განსაკუთრებით მოთხოვნადია ახალგზარდა, ხრაშუნა ყაბაყები. აგვისტოს დასაწყისში, ბოსტნეულის ფოთლები გაყვითლებას იწყებს, ახალი რტოები კი აღარ ჩნდება. სწორედ ამიტომ, არსებობს მოსაზრება, რომ ყაბაყი მეტს აღარ მოისხამს. დღეს ჩვენ გიამბობთ, როგორ უნდა მოუაროთ ყაბაყს ისე, რომ შემოდგომამდე უწყვეტად გამოიღოს ნაყოფი.

მიუხედავად იმისა, რომ ყაბაყი უპრეტენზიო კულტურაა, მაინც მოითხოვს ყურადღებას. არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც მცენარეს გააახალგაზრდავებს და ახალი რტოების გაჩენას ააჩქარებს.

როგორ მოვუაროთ ყაბაყის ბუჩქს

ყაბაყის მორწყვა

ტენისმოყვარული ყაბაყი ხშირად და უხვად უნდა მორწყოთ. თუ ბოსტნეული მშრალ ნიადაგზე იზრდება, თითოეული ბუჩქი 10 ლ წყლით უნდა მოირწყას. მორწყვას განსაკუთრებული ყურადღება ივლისსა და აგვისტოში უნდა დაუთმოთ. მორწყეთ ყაბაყი თბილი წყლით, არანაკლებ 20 გრადუსი ტემპერატურის წყლით.

ყაბაყის მორწყვისას, ყურადღება მიაქციეტ, რომ წყალი ფოთლებზე არ მოხვდეს. გამოცდილი მიწათმოქმედები გვირჩევენ მორწყვის შეწყვეტას მოსავლის აღებამდე 1 კვირით ადრე. ეს შეწყვეტს ყაბაყის ლპობას.

ფოთლების მოშორება

ივლისის დასაწყისიდან, რეგულარულად მოჭერით ბოსტნეულს ძველი ფოთლები, რომლებიც მიწასთან ახლოსაა. ამ ფოთლებს თუ დატოვებთ, ისინი ნაყოფს არაფერს არგებს, მხოლოდ წაართმევს სასარგებლო ნივთიერებებს. აუცილებლად მოჭერით ფოთლები ბაღის მაკრატლით, მცენარეს რომ არ ავნოთ. ერთ ჯერზე მხოლოდ 1-2 ფოთოლი გააცალეთ. ეს საკმარისი იქნება ყაბაყის გამოსაფხიზლებლად.

მულჩირება და სასუქი

მულჩირება მცენარეს ეხმარება ნაყოფის მოსხმასა და გაზრდაში. განსაკუთრებით ცხელ ამინდში, მულჩა ნიადაგს სისველეს უნარჩუნებს. მულჩირებისთვის შეგიძლიათ ნახერხის ან თივის გამოყენება. სეზონში ორჯერ შეასუქეთ ყაბაყი. სასუქს შეძენა შეგიძლიათ მზა სახით, სპეციალურ მაღაზიაში, ან დაამზადეთ სასუქი თქვენ თვითონ. მაგალითად, 1კგ ქერიფქლა ან ტორფი გააზავეთ 10 ლ წყალში. ერთი ბუჩქისთვის 1 ლ ხსნარი საკმარისია.

სათბური ყაბაყისთვის

აგვისტოში ტემპერატურა, განსაკუთრებით კი ღამით, საგრძნობლად მცირდება. ყაბაყი რომ არ გაიყინოს, დააყენეთ მის გარშემო რამდენიმე მილი, ზემოდან კი გადაახურეთ რამე მკვრივი მასალა. ასე ყაბაყი სექტემბრამდე არ შეწყვეტს ნაყოფის მოსხმას.

მოკრიფეთ დამწიფებული ყაბაყი მუდმივად, ძველი ნაყოფები რომ არ დარჩეს. თუ ძველს არ მოწყვეტთ, იგი ხელს შეუშლის ახალ ყაბაყებს და შეანელებს მათ ზრდას.

ეს მარტივი წესები უზრუნველყოფს თქვენთვის კარგ მოსავალს. ზაფხულის ბოოს მნიშვნელოვანია ბოსტნეულისთვის ყურადღების მიქცევა, რომ არ გაიყინოს. ხოლო, თუ ყაბაყი სათბურში მოგყავთ, არ დაგავიწყდეთ მუდმივი განიავება, მცენარეები რომ არ დალპეს.

თქვენ როგორ უვლით ამ მცენარეს?