საფუარი ოთახის მეყვავილეობაში და როგორ გამოკვებოთ მცენარე სინდისიერად

1075

მწვანე მცენარეების ყველა მოყვარულს ლამაზი დიდი ბაღის მქონე აგარაკის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს. სწორედ ამიტომ, გვიწევს ხრიკების გამოყენება და საყვარელი მცენარეებით ბინის გავსება. საუკეთესო სასუქის სახით საფუარის გამოყენებას გირჩევთ.

ქვემოთ უფრო დეტალურად ნახავთ, თუ როგორ გამოიყენოთ საფფუარი სწორად. ჩვენ ამ სასუქის ყველა უპირატესობაზე სიამოვნებით გიამბობთ, ასევე ამ მეთოდით მცენარის დამუშავების ყველა ეტაპს დეტალურად განვიხილავთ.

საფუარი ყვავილებისთვის

უმეტესობა ჩვენგანი საფუარს საცხობად ყოველდღე იყენებს და წარმოდგენაც არ აქვს, თუ რამდენად სასარგებლოა ოთახის მცენარეებისთვის. ასეთი სასუქი განსაკუთრებით კარგია იმით, რომ მის პოვნას თითქმის ნებისმიერ ბინაში შეძლებთ.

რატომ არის საფუარი საუკეთესო სასუქი

  1. საფუარი ამინომჟავების და მნიშვნელოვანი ელემენტების საუკეთესო წყაროა.
  2. მცენარის ზრდას და მის ინტენსიურ ყვავილობას ხელს უწყობს.
  3. თავად ყვავილის მთელ პოტენციურ რესურსს ააქტიურებს.
  4. ადვილად ხელმისაწვდომია.
  5. ფესვების სისტემის განვითარებას ხელს უწყობს.

ბევრი ოთახის მცენარეებს ყიდულობს, რადგან ბაღის ნათესავებისგან განსხვავებით მათ ბევრი მოვლა არ სჭირდებათ. სინამდვილეში ასე არაა. კარგ ნიადაგში ბაღის ყვავილებს გამოკვება საერთოდ არ სჭირდებათ, ხოლო თქვენს საყვარელ ყვითელ ვარდებს ქოთანში ასეთი უპირატესობა ნამდვილად არ აქვს.

რა თქმა უნდა, ნაყიდი მიწა ყველა აუცილებელი ნივთიერებით გამდიდრებულია, თუმცა დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა მცირდება. სწორედ ამიტომ, ყველა ოთახის მცენარე გადარგვიდან 3 თვის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოკვებოთ.

საფუარის სასუქი ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, სწორი სიხშირე უნდა დაიცვათ. რამდენად ხშირად და როდის უნდა გამოკვებოთ მცენარე საფუარით? ეს წელიწადში 3-ჯერ უნდა გააკეთოთ. ამ პროცედურისთვის საუკეთესო დროა – ყვავილობის და აქტიური ზრდის პერიოდი.

1. გაზაფხული

სწორედ გაზაფხულზე, როცა თქვენი მცენარე ინტენსიურ ყვავილობას იწყებს, პირველად უნდა გამოკვებოთ.

2. ზაფხული

ამ დროს მცენარეს ახალი აღმონაცენების და ნაყოფის ფორმირებისთვის რესურსები სჭირდება. საფუარი ამაში დაგეხმარებათ.

3. შემოდგომა

გრძელი ზამთრის პერიოდის დადგომამდე, სიმშვიდის ფაზაში ყვავილებს მაქსიმალური რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებები მომარაგებული უნდა ჰქონდეს.

როგორ მოვამზადოთ საფუარის ხსნარი გამოსაკვებად

1 ლ წყალი 10 გრ საფუარს და 1 ჩ/კ შაქარს აურიეთ. ეს ნარევი 3 საათით დააყენეთ. თუ ძალიან ბევრი მცენარე გაქვთ, დიდ ქილაში 700 მლ უქლორო წყალი 30 გრ საფუარს და 2 ს/კ შაქარს აურიეთ. ამ ხსნარს დუღილისთვის დრო და თბილი ადგილი სჭირდება. მზა ნარევს გამოყენების წინ წყალი დაუმატეთ შემდეგი პროპორციით: 1 ჭიქა ხსნარი 10 ლ წყალზე.

გახსოვდეთ, რომ საფუარის ხსნარი თბილ ნიადაგს უნდა დაუმატოთ. ვადაგასული პროდუქტის გამოყენება არ ღირს. საუკეთესო ეფექტისთვის საფუართან ერთად მიწას კვერცხის ნაჭუჭი და ნაცარი დაუმატეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს