საზამთროს რბილობის მურაბა: აღმოსავლური რეცეპტი

433

ეს რეცეპტი მათთვისაა, ვინც საზამთროზე ნებისმიერი სახით გიჟდება. ასევე, მშვენიერი გადაწყვეტილებაა მაშინაც, თუ არც ისეთი გემრიელი საზამთრო შეგხვდათ და საჭმელად არ გამოდგება, გადასაგდებად კი გენანებათ.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით საზამთროს რბილობის მურაბის მომზადებას. მიიღებთ გემრიელ დესერტს, რომელიც საზამთროს გემოს სრულად ინარჩუნებს.

საზამთროს მურაბა

ინგრედიენტები:

  • 1 კგ საზამთროს რბილობი
  • 2 გ ლიმონმჟავა
  • 1 კგ შაქარი

მომზადება

1. მოაყარეთ საზამთროს რბილობს შაქარი და გააჩერეთ მთელი ღამით, წვენში შაქრის კრისტალები რომ გაიხსნას. დილით ხარშეთ 10 წუთი ადუღების შემდეგ.

2. დაუმატეთ ლიმონმჟავა და ხარშეთ კიდევ 15 წუთით. გააჩერეთ რამდენიმე საათით.

3. მესამედ, მოხარშეთ მურაბა 40 წუთით, საჭირო კონსისტენციამდე სანამ არ მივა.

4. მზა მურაბა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. საბოლოო ჯამში, მიიღებთ 1 ლ ან ცოტათი მეტ მურაბას. დესერტში გამოვა ბევრი სიროგი, თავად საზამთროს ნაჭრები კი ჩაიხარშება.

5. სულ ესაა, არომატული მურაბა მზადაა!

გემრიელად მიირთვით! თუ საზამთრო ძალიან გიყვართ, ეს რეცეპტი ნამდვილად მოგეწონებათ. იგი მათთვისაა, ვისაც სურს, გასული წლის ზაფხულის ნაწილი შეინახოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს