წყენის პატიება
რატომაა ცუდი წყენა? პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას იმაზე, ვისაც სწყინს, და არა მწყენინებელზე. ნაწყენი ადამიანი თავს არაკომფორტულად გრძნობს, მას სტკივა, მომხდარის უსამართლობის შეგრძნება თავიდან არ ამოსდის. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აუცილებლად ახდენს გავლენას როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ასეთი ადმაიანის ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია. ხანგრძლივი წყენა გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე და გარკვეულ უსიამოვნებებსაც კი იწვევს ჯანმრთელობის კუთხით. სწორედ ამიტომ, პატიების ხელოვნება ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, როგორ ვაპატიოთ მას, ვინც მუდმივად გვწყენს? ან რატომ?
რატომ უნდა ვაპატიოთ
1. სულში სიყვარულის შესანარჩუნებლად
წყენა შიგნიდან გვღრღნის, არ გვაძლევს უბრალო რამეებზე კონცენტრირების საშუალებას. ჩვენ ვკონცენტრირდებით რაღაც ერთზე და ვეღარ ვამჩნევთ, რამდენი კარგი რამ ხდება გარშემო, რამდენ ადამიანს სჭირდება ჩვენი სიყვარული და არსებობა. არ მისცეთ ერთ ადამიანს საშუალება, შეამციროს იმ სიყვარულის რაოდენობა, რომელიც თქვენს სულში ცხოვრობს და რომლის ჩუქებაც შეგიძლიათ. მათთვის, ვინც ამას იმსახურებს.
2. სამყაროს ძალაში დასარწმუნებლად
ყველაფერს აქვს რაღაც მიზეზი. ძალიან ხშირად, ყველაზე უსიამოვნო მოვლენებსაც კი კარგ შედეგამდე მივყავართ. ხანდახან, უბრალოდ ვერ განჭვრეტთ იმ სასიამოვნო რამეებს, რომლებიც მალე თავს “დაგატყდებათ”. შესაძლოა, სწორედ ეს უსიამოვნო ადამიანი, რომელმაც საშინლად გაწყენინათ, ითამაშებს მთავარ როლს თქვენი ბედნიერი მომავლისთვის. სამყარომ ჩვენზე უკეთ იცის.
3. საკუთარი თავის შესაცნობად
თითოეული სოციალური კონტაქტი, რომელსაც საკუთარ თავზე განვიცდით, გვეხმარება საკუთარი ჭეშმარიტი არსის უკეთ შეცნობაში. ჩვენ საკუთარ თავში ვერკვევით სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ხარჯზე. დიახ, ეს ურთიერთქმედება ყოველთვის ძალიან სასიამოვნო არაა, თუმცა, მისგან სარგებლის მიღებაც შეიძლება. მაშინაც კი, თუ ეს იქნება ცოდნა იმის შესახებ, რომ მსგავს ადამიანებთან საქმე არ უნდა დაიჭიროთ.
4. საგნების რეალურ მდგომარეობასთან შესაგუებლად
ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი არაა. ხშირად, ისეც ხდება, რომ კარგ ადამიანებს უსიამოვნებები ემთხვევათ. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. ნუ ჩათვლით თავს ხელშეუხებლად მხოლოდ იმიტომ, რომ, თქვენი აზრით, არ იმსახურებდით ცუდ მოვლენებს.
5. ფრთხილი მოქმედებისთვის
ეს პუნქტი წინასთანაა დაკავშირებული. ყოველი უსიამოვნო გამოცდილება გვმატებს სულ ცოტა სიფრთხილეს ახლობლებისა და მეგობრების შერჩევისას. აგრეთვე, უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე ძველი და საიმედო ადამიანიც კი შეიძლება შეიცვალოს და ამაში არასწორი ან ცუდი არაფერია. რა თქმა უნდა, არ უნდა იცხოვროთ მუდმივად ზურგში ჩარტყმის მოლოდინში, თუმცა, არც სხვების კისერზე ჩამოკონწიალებას გირჩევდით.
პატიების უნარი არამხოლოდ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას ეხება. ხანდახან, ჩვენ არა გარკვეული ქცევების, არამედ აზრების პატიება არ შეგვიძლია საკუთარი თავისთვის. პირველ შემთხვევაში, უნდა გაიგოთ, რომ წარსულს ვერ დაიბრუნებთ, უბრალოდ ეცდებით, შეცდომა აღარ გაიმეოროთ. ჩვენი აზრები კი ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის. ნუ მოატყუებთ ან დასჯით საკუთარ თავს იმისთვის, რამაც წამიერად გაგიელვათ თავში.