ჰორმონალური ტანვარჯიში მთელი სხეულისთვის: ნუ ყოყმანობ, დაიწყეთ დღეს.

572

მშვიდობა თქვენდა!  ტიბეტი ყოველთვის მალავდა ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის მრავალ საიდუმლოს. ერთ-ერთი ასეთი მათგანია ჰორმონალური ტანვარჯიში, რომელიც ჯერ კიდევ ათასი წლის წინ შემუშავდა. მხოლოდ, ჩვენთან სულ ცოტა ხნის წინ მოხვდა. თითქოს-და ჩვეულებრივი მოძრაობების ეფექტი გაგაოგნებთ.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ჰორმონალურ ტანვარჯიშს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

ჰორმონალური ტანვარჯიში

ტიბეტის საიდუმლოებში მაქსიმალურად განსწავლულებს, მის მკვლევარებსა და პრაქტიკოსებსაც კი დღემდე ვერ ამოუხსნიათ ამ ტანვარჯიშის მოქმედების პრინციპი. დიახ, ჩვენ არ გვესმის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ეს ტანვარჯიში მოქმედებს, თუმცა ის ვიცით, რომ ძალიან ეფექტურია. მოდით, გავერკვეთ, ორგანიზმის რომელ სისტემებზე ახდენს იგი გავლენას.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ენდოკრინული სისტემაა/ რეგულარული პრაქტიკა აუმჯობესებს ჯირკვლების ფუნქციონირებას, რაც, თავის მხრივ, მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. თქვენ ხომ იცით, რომ ჩვენს ორგანიზმში პროცესებს ჰორმონები არეგულირებს, უფრო კერძოდ კი ენდოკრინული სისტემა აგებს მათ სწორ გამომუშავებაზე პასუხს.

ეს ტაბნვარჯიში ხელს უწყობს ენდოკრინულ სისტემაში დარღვევების აღმოფხვრას და ცხოველქმედების პროცესების დაბალანსებას. ამიტომაც ეწოდება მას ჰორმონალური.

მეორეც, სავარჯიშო აუმჯობესებს სისხლძარღვოვან და ლიმფური სისტემების ფუნქციონირებას. ყველა მოძრაობა, თავისი არსით, არის თვითმასაჟი, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში სითხის შეკავებას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.

იმის წყალობით, რომ სისხლი და ლიმფა უფრო აქტიურად იწყებს ცირკულაციას სხეულში, ორგანიზმი უფრო სწრაფად თავისუფლდება ტოქსინებისგან. ეს, თავის მხრივ, ახდენს გამაახალგაზრდავებელ და მატონიზებელ ეფექტს.

შემდეგი სისტემაა საყრდენ-მამოძრავებელი. მარტივი სავარჯიშოს წყალობით, ქრება შეშუპება, სახსრები კი ძლიერდება. სავარჯიშოს რეგულარული შესრულების შემდეგ შეამჩნევთ, რომ უფრო მოძრავი გახდით. ასევე, სავარჯიშო აუმჯობესებს მხედველობასა და სმენას, წესრიგში მოჰყავს ფილტვების ფუნქციონირება და ამცირებს რესპირატორული დაავადებების სიხშირეს.

ეს კომპლექსი ძალიან მარტივია და სულ 15 წუთს წაგართმევთ. შედეგს ძალიან სწრაფად იგრძნობთ. თუ ჯანმრთელობის ძალიან ძველი პრობლემები გაქვთ, რა თქმა უნდა, მეტი დრო დაგჭირდებათ ეფექტის მისაღებად. ყველაზე კარგი ვარიანტია სავარჯიშოების დილით, გაღვიძებისთანავე შესრულება. ზოგიერთი პრაქტიკოსი მას დილის 6 საათამდე გვირჩევს.

წარმოგიდგენთ ვიდეოს, სადაც ფიტნეს-ინსტრუქტორი ალექს კუშნარენკო თვალსაჩინოდ ასრულებს სავარჯიშოთა კომპლექსს, რომელზეც ჩვენ ზემოთ ვსაუბრობდით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს