ბევრმა მებაღემ იცის, რომ კვერცხის ნაჭუჭი ნაკვეთისთვის ძვირფასი რამაა. რატომ უნდა გადაყაროთ ამდენი კალციუმი ნაგავში, როცა მისი პრაქტიკულად გამოყენება შეიძლება?
თუ სახლთან ახლოს ისეთი ნაკვეთი გაქვთ, რომელზეც კომპოსტის თხრილის გაკეთება შეიძლება, გირჩევთ, აუცილებლად გააკეთოთ იგი. თუმცა, ნუ ჩაყრით იქ კვერცხის ნაჭუჭს – იგი სხვა რამეებში გამოგვადგება.
კვერცხის ნაჭუჭი ნაკვეთისთვის
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო პოპულარული ხდება ეკო-მოძრაობები. ისინი ადამიანებს მოუწოდებენ ორგანული ნარჩენების დახარისხებისკენ, რათა ისინი უკან, მიწაში გავუშვათ. ამის საუკეთესო გზაა მათი გამოყენება ხარისხიანი სასუქის სახით.
სასუქი
კალციუმის კარბონატის შეძენა შეიძლება, თუმცა, მას ცარცისა და კვერცხის ნაჭუჭისგანაც მიიღებთ. უბრალოდ, იგი აუცილებლად ძალიან წვრილად უნდა დააფქვიოთ. ფხვნილი მოაყარეთ მიწას შემოდგომაზე, გაზაფხულზე კი იგი მოქმედებას დაიწყებს.
მეტიც, ნაჭუჭით მიღებული კალციუმი ძალიან ნელა და დიდხანს გამოიყოფა. ამიტომ, ასეთი სასუქით ნიადაგს კალციუმით რამდენიმე წლით უზრუნველყოფთ. თქვენ დაახლოებით 40 დანაყული ნაჭუჭი დაგჭირდებათ 1 კვ.მ.-ზე.
ნიადაგის მჟავიანობის ნეიტრალიზატორი
კალციუმის კარბონატი ამცირებს ნიადაგის მჟავიანობას, რაც ძალიან მოსახერხებელია მჟავე ნიადაგის შემთხვევაში. შეგიძლიათ, ნაჭუჭები კომპოსტში ჩაყაროთ და შემდეგ იგი თხრილებში გადაანაწილოთ. ან დააფქვიეთ და შეურიეთ მიწას.
დასარგავი კონტეინერები
ბევრი მებაღე იყენებს პატარა პლასტმასის ჭიქებს დასარგავად. ამისთვის მაწვნის ქილებსაც იყენებენ ხოლმე. რატომ უნდა აიღოთ პლასტმასი, თუ შეგიძლიათ თესლი და მიწა ნაჭუჭში ჩაყაროთ და ნიადაგში მასთან ერთად ჩარგოთ?
ამისთვის კვერცხი წინასწარ სწორად უნდა გატეხოთ: ფრთხილად, მხოლოდ ერთ ბოლოზე. საბოლოო ჯამში, მიიღებთ დასანერგავ ფორმებს. დარგვის შემდეგ, ნაჭუჭი მცენარეებს კალციუმით გამოკვებავს.
აბრაზიული საშუალება დალაგებისთვის
თუ სოდასა და უხეშ მეტალის ღრუბლებს იყენებთ, კვერცხის ფხვნილიც მოგეწონებათ. მისი ჩაყრა შეგიძლიათ დიდ ბოთლებში ან დოქებში, შემდეგ ჩაასხამთ წყალს და შეანჯღრევთ. ასე გარეცხავთ ყველა იმ ადგილს, რომელსაც ღრუბლით ვერ სწვდებით.
მულჩა
კვერცხის ნაჭუჭით შესანიშნავი მულჩა გამოდის ნაკვეთის მცენარეებისთვის. ერთადერთი სირთულე ისაა, რომ ამისთვის ბეეეეეეევრი ნაჭუჭი დაგჭირდებათ. შემდეგ ნაჭუჭი მსხვილად უნდა დაამსხვრიოთ და მიწას მოაყაროთ.
ასეთი მულჩა შესანიშნავად იკავებს სითხეს, არ აძლევს სარეველებს გაზრდის საშუალებას. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კალციუმი, თივისგან და სხვა მულჩისგან განსხვავებით, არ იწყებს ლპობას, ამიტომ დიდხანს დარჩება ნიადაგზე პირველადი სახით.