იოდი ბოსტნეულის ფიტოფტორის წინააღმდეგ

604

მცენარეებზე გაჩენილი ფიტოფტორა უსიამოვნო მოვლენაა. ეს დაავადება ხომ არამხოლოდ ფოთლებს, არამედ ნაყოფსაც აზიანებს. არც ერთ მიწათმოქმედს არ სურს მის გამო მოსავლის დაკარგვა. თუმცა, გამოცდილმა მებაღეებმა იციან, როგორ მოაშორონ მცენარეებს ეს საშინელი დაავადება. ფიტოფტორის წინააღმდეგ, ათწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა იოდი.

საიდუმლო არაა, რომ ადამიანის ორგანიზმში იოდი საკვანძო როლს ასრულებს. მისი უკმარისობა იმუნიტეტის დაქვეითებითა და სხვადასხვა დაავადებით გვემუქრება. თუმცა, ეს ნივთიერება მცენარისთვისაც აუცილებელია.

ამ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ გამოვიყენოთ იოდი ფიტოფტორის წინააღმდეგ და პროფილაქტიკური მიზნებით.

რატომაა საშიში ფიტოფტორა

ფიტოფტორა სოკოვანი ინფექციაა, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ძაღლყურძენასებრთა ოჯახის კულტურებისთვის. თუმცა, იგი სხვა მცენარეებსაც ვნებს. ფიტოფტორის გაჩენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • დაინფიცირებული თესლი;
  • მაღალი ტენიანობის გარემო;
  • მუდმივი ნისლი და ცვარი;
  • იოდის უკმარისობა მცენარეებში.

რატომაა იოდი ეფექტური ფიტოფტორის წინააღმდეგ

იოდი ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელსაც იყენებენ როგორც მცენარის სასუქად, ისე შესაშხეფებლად. იგი არეგულირებს ისეთ ფიზიოლოგიურ პროცესებს, როგორებიცაა ფოტოსინთეზი და სუნთქვა.

იოდი ფიტოფტორის წინააღმდეგ ეფექტურია ხსნარის სახით. მის მოსამზადებლად შეურიეთ 10 ლ წყალს 10 წვეთი იოდი და 1 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი. დაამუშავეთ ღეროები და ფოთლები ყოველ კვირას. 4 პროცედურა საკმარისი იქნება.

ფიტოფტორის პროფილაქტიკისთვის მოამზადეთ ასეთი ხსნარი: 10 ლ წყალს შეურიეთ 1 ჭიქა ფერფლი და 10 წვეთი იოდი. თავიდან, კარგად მორწყეთ მცენარე წყლით და მხოლოდ ამის შემდეგ – ხსნარით. უმჯობესია, პროცედურა საღამოს ჩაიტაროთ.

იოდის სასუქი გამოცდილი მებაღეებისთვის პომიდვრებისა და კიტრის, კარტოფილისა და ხახვის, მარწყვისა და ჭარხლის ზრდის ამაჩქარებელი საშუალებაა. საშუალება კარგად იცავს ყვავილოვან მცენარეებსაც.

იოდის ხსნარით შეგიძლიათ როგორც თესლის, ისე ნერგების დასამუშავებლადაც. აგრეთვე, მიწათმოქმედები გვირჩევენ მცენარის იოდის ხსნარით დამუშავებას ვეგეტაციის დროს. ასეთი პროცედურა მცენარის იმუნიტეტს გააძლიერებს.

ფიტოფტორის პროფილაქტიკა

იოდის პროფილაქტიკური სასუქი რომ მოამზადოთ, 10 ლ წყალში 40 წვეთი იოდი ჩააწვეთეთ. როგორც კი მცენარეს ყვავილები გაუჩნდება, ყოველ ბუჩქს 0.5 ლ ხსნარი მოასხით. გაიმეორეთ პროცედურა 1 თვეში.

იოდი ფიტოფტორის წინააღმდეგ ასე გამოიყენება: შეურიეთ იოდი წყალს 1:2 თანაფარდობით. შემდეგ ფუნჯით წაუსვით მცენარის ღეროებს. ასეთი პროცედურა გაიმეორეთ ყოველ კვირას, სულ სამჯერ.

შესაძლოა, დაავადებების პროფილაქტიკის ასეთი მეთოდი ახალი არაა. იოდი ხომ მებაღეობაში უკვე არაერთი წელია გამოიყენება. ესაა იაფი, თუმცა ეფექტური და გამოსაყენებლად მარტივი საშუალება. რაც მთავარია, საკუთარ მოსავალზე იგი არაერთმა მიწათმოქმედმა გამოსცადა. თამამად გირჩევთ თქვენც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს