შეცდომები კომპოსტის მომზადების დროს, რომელიც მას სრულად აფუჭებს

326

ბევრ მეაგარაკეს აინტერესებს, თუ როგორ გააკეთოს კომპოსტი ისე, რომ მან ნაკვეთს სარგებელი მოუტანოს: კომპოსტის ორმოს სწორად გაკეთება, რა უნდა დაამატოთ, რა სჯობს ნაგავში გადაყაროთ, ლპობის რა ვადა აქვს. ეს საინტერესო თემა არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ზოგიერთი „მარჯვე“ უბრალოდ საკვების ნარჩენებს ბოსტნის მიმდებარედ ცარიელ ადგილას ყრის იმ იმედით, რომ ბუნება ყველაფერს თავისით გააკეთებს. ალბათ, იდეალურ სამყაროში ასეც ხდება, მაგრამ რეალური სამყარო სასწაულებით ასეთი მდიდარი არაა. მოდით განვიხილოთ ტიპიური შეცდომები, რომლებსაც კომპოსტის ორმოს გაკეთებისას უშვებენ. თავად მსგავსი შეცდომები არ დაუშვათ.

როგორ გავაკეთოთ კომპოსტი

სწორად მომზადებული კომპოსტი არ გადაიქცევა სუბსტრატად, რომელიც თქვენი ბაღის შემოგარენში მკვდარ ტვირთად იდება. ერთი მხრივ, აგარაკზე ორგანული ნაგვის წილს მნიშვნელოვნად შეამცირებთ, მეორე მხრივ – უხვი მოსავლის მისაღებად ნიადაგს გაანაყოფიერებთ.

ლპობის სხვადასხვა ვადა

თუ ლპობის სხვადასხვა პერიოდის მქონე ორგანულ ნარჩენებს გამოიყენებთ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სუბსტრატის ნაწილი უკვე სრულად დამპალი იყოს, ხოლო ზოგი ჯერ კიდევ „ახალი“. ეს იწვევს იმას, რომ ახალგაზრდა მცენარეებს ადგილისთვის მათთან ბრძოლა მოუწევთ.

მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა კომპოსტის ორმოში ჩაყარეს ჟოლოს რამდენიმე ბუჩქი, რომლებიც უბრალოდ ტოტებად დაანაწევრეს. მან დალპობა ვერ მოასწრო, მაგრამ სხვა დანარჩენთან ერთად სასუქად გამოიყენეს. ცოცხალი ჟოლო მკვებავ გარემოში იმდენად გაიზარდა, რომ იმ მცენარის დათრგუნვა დაიწყო, რომლის სასუქიც უნდა ყოფილიყო.

დაინფიცირებული მცენარე

სხვა ყველაფერთან ერთად, დაავადების და სოკოს აშკარა ნიშნების მქონე მცენარის სუბსტრატში გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. დამპალი პომიდორი, კიტრის ფესვებზე ლპობის კვალი ან სიმინდი ფუზარიოზის ნიშნებით არა მხოლოდ მთელ კომპოტს გაანადგურებს, არამედ სასარგებლო მცენარეს დააინფიცირებს. არ დაგავიწყდეთ სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების არსებობა.

თუ მსგავსი მასალა საკმაოდ დაგიგროვდათ და არ გსურთ უბრალოდ სანაგვე ყუთში გადააგდოთ, არამედ რაღაც სარგებელი მიიღოთ, ნარჩენები დააქუცმაცეთ და სოკოს და მცენარის დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებით დაამუშავეთ. დიახ, ეს უცნაურია, ნაგვის დამუშავება. რას არ გააკეთებს ადამიანი სასარგებლო საქმისთვის.

წყალში გაზავება

ზოგჯერ ისე ხდება, რომ კომპოსტის ორმოში ნარჩენების ჩაყრისას ონკანის წყალიც ხვდება, რომელშიც, მაგალითად, ჭურჭელი გარეცხეს. ეს ძალიან ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს. წყალში არსებული სუფთა ქიმია მოკლავს ყველა ბაქტერიას, რომელიც ორგანულ ნარჩენებს ჰუმუსად აქცევს. ყურადღებით დააკვირდით, თუ რას ყრით კომპოსტის ორმოში.

სახიფათოა ისი, რომ ქიმია ნამდვილად მოხვდება მიწაში, სადაც თქვენი ნერგები უნდა გაიზარდოს. ეს მათ არ მოკლავს, მაგრამ საერთო განწყობასა და მოსავალზე ნეგატიურ გავლენას ნამდვილად იქონიებს.

კომპოსტის ამჟავება

კომპოსტის ამჟავება შეიძლება მოხდეს რამდენიმე მიზეზით: სხვადასხვა ზომის ნარჩენები და მთელი მასის არარეგულარული მორევა. ასე რომ არ მოხდეს, პირველ რიგში, ყველა სარეველა, ტოტი, დიდი ფოთოლი და მსგავსი ნარჩენი დააქუცმაცეთ. მეორეც, მორევა არ დაგავიწყეთ.

გარდა ამისა, გირჩევთ კომპოსტის ყუთის შექმნას სწორად მიუდგეთ. მასში რამდენიმე ნახვრეტი უნდა გააკეთოთ, რომ ჟანგბადის ნორმალურად მიწოდება მოხდეს. ასევე, მის ქვედა ნაწილში რაღაც თავსახურის მსგავსის გაკეთება არ დაგავიწყეთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ძირიდან მზა კომპოსტის გამოღება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლოთ. ამრიგად, ის, რომელმაც საჭირო მდგომარეობას ჯერ ვერ მიაღწია, ზემოთ დარჩება და თავის საათს დაელოდება.

დამხმარეები

მთლიანობაში კომპოსტის ორმო 2 წელში ლპება, იდეალურ პირობებში – 3 წელში. ამას ხელს უწყობს ბაქტერიები, ზომის და სუბსტრატის ხარისხის სწორი თანაფარდობა, ჟანგბადთან წვდომა და ადამიანის დროული ჩარევა.

ყოველთვის შეგიძლიათ პროცესის გაუმჯობესება, თუ გამოიყენებთ ნატურალურ „დამხმარეებს“ – ჩვეულებრივი წვიმის ჭია. ისინი სხვებზე უკეთ ასრულებენ ამოცანას: კომპოსტს ნაყოფიერ და სასარგებლო ჰუმუსად გადაქცევაში ეხმარება. ზოგი ამბობს, რომ კალიფორნიის ჭია ამ ამოცანას უფრო სწრაფად უმკლავდება, მაგრამ ჩვენს პირობებში ზამთარში ასეთი ჭია ვერ გადარჩება.

ესეც ასე. თუ შეცდომას არ დაუშვებთ, ჩვენს რჩევებს სრულად დაიცავთ, თქვენი კომპოსტის ორმო ერთგული დამხმარე გახდება, რომ  ნატურალური ბიოდანამატის დახმარებით უხვი მოსავალი მიიღოთ. ასე აგარაკზე ნაგვის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებასაც შეძლებთ. დეტალების მიმართ ყურადღებით იყავით და მოთმინება იქონიეთ. ასე, ყველაფერი გამოგივათ, წარმატებები!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს