ხაჭოს გამომცხვარს და კენკრას დიდი მოწიწებით ვეპყრობი. ერთ–ერთი საყვარელი პეროგია – ხაჭოს პეროგი ალუბლით და ნიგვზით. რბილი ცომის, წვნიანი ხაჭოს შიგთავსის და მჟავე კენკრის განუმეორებელი კომბინაცია ნებისმიერ ტკბილეულის მოყვარულს აღაფრთოვანებს.
ხაჭოს პეროგი ალუბლით
დიახ, გამორიცხული არაა, რომ ასეთი ტრაპეზის შემდეგ სავარჯიშო დარბაზში გაოფლიანება მოგიწევთ. გულწრფელად გეტყვით, მეგობარო, ეს ამად ღირს! სიამოვნებით გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ სადღესასწაულო ხაჭოს პეროგი ალუბლით. რეცეპტი სასწრაფოდ ჩაიწერეთ.
ცომის ინგრედიენტები:
- 700 გრ ფქვილი
- 250 გრ კარაქი
- 150 გრ შაქარი
- 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 2 კვერცხი
- 250 გრ არაჟანი
- 5 გრ ვანილის შაქარი
- 1 ს/კ რძე
- 1 ს/კ თაფლი
- 50 გრ ქოქოსის ფანტელები
- 100 გრ ნიგოზი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 500 გრ ხაჭო
- 180 გრ შაქარი
- 2 კვერცხი
- 200 გრ ალუბალი
- 0,5 ს/კ სახამებელი
მომზადება:
1. ფქვილი ღრმა თასში გაცერით. შემდეგ დარბილებული კარაქი დაუმატეთ და მასას ხელით აურიეთ, რომ ერთგვაროვანი ნაფშვენი მიიღოთ.
2. ახლა ცომს შაქარი, გამაფხვიერებელი და ვანილის შაქარი დაუმატეთ. კვლავ კარგად აურიეთ.
3. ცომს კვერცხი და არაჟანი დაუმატეთ. კოვზით აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შემდეგ ცომი ხელით მოზილეთ. ამის შემდეგ ცომი საკვებ ცელოფანში გაახვიეთ და 1 საათით მაცივარში გააჩერეთ.
4. ამ დროში შიგთავსს მიხედეთ: ცხიმიანი ხაჭო, კვერცხი და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. სჯობს ხაჭოს მასა დააბლენდეროთ.
5. ცომი 3 ნაწილად გაყავით. 1 ნაწილი თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ.
6. ახალი, უკურკო ალუბალი სახამებელში ამოავლეთ. შეგიძლიათ გაყინული კენკრა გამოიყენოთ, მაგრამ მაშინ მოგიწევთ მის გალღობას დაელოდოთ და შემდეგ ზედმეტი სითხე გადაასხათ.
7. ცომის ქერქის გასწვრივ ჩანგლით ნახვრეტები გააკეთეთ, შემდეგ ხაჭოს მასა დაუმატეთ და ზედაპირი გაასწორეთ.
8. შემდეგ სახამებლში ამოვლებული კენკრა ხაჭოს ფენაში ჩადეთ. ცომის მეორე ფენა გააბრტყელეთ და კენკრას ზემოდან დაადეთ. პეროგის კიდეები კარგად დაამაგრეთ.
9. ცომის მესამე ნაწილი გააბრტყელეთ. 1–2 სმ სიფართის ზოლებად დაჭერით. ზოლები ღვეზელს დიაგონალურად დაადეთ და ზედმეტი მოაშორეთ.
10. კვერცხის გული და 1 ს/კ რძე აურიეთ. დაფარულ პეროგს ზემოდან წაუსვით. შემდეგ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთით ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
11. სანამ პეროგი ჯერ კიდევ ცხელია, ზემოდან თაფლი წაუსვით. ზოლებს შორის ქოქოსის ფანტელები და დაქუცმაცებული ნიგოზი მორიგეობით მოაყარეთ.
ასეთი სილამაზის დაჭრაც კი მენანება. ხაჭოს პეროგი ალუბლით მეგობრების გასამასპინძებლად იდეალურად გამოგადგებათ. ნახეთ, როგორ დიდებულად გამოიყურება! რა თქმა უნდა, ამ პეროგის გემო შეუდარებელია. შესაძლოა, მისი გამოცხობა ყოველდღე ვერ შეძლოთ, მაგრამ დღესასწაულზე – თავად უფალმა ბრძანა. გემრიელად მიირთვით!