ხახვი ნიშადურის სპირტით მოვრწყე – მცენარისთვის ეს სასარგებლო თუ საზიანოა

778

კარგი მოსავლის მისაღებად უამრავი საშუალება და მეთოდი არსებობს, მათ შორის პოპულარულია ხახვის მორწყვა ნიშადურის სპირტით. მას მავნებლების, მათ შორის ხახვის ბუზების მოსაშორებლად, ლამაზი მწვანილის და მსხვილი ბოლქვების მისაღებად იყენებენ. ხახვის გაზრდა, ალბათ, ყველას შეუძლია და მას საკმაოდ ფართოდ იყენებენ. თუმცა ყველას არ შეუძლია უხვი მოსავლის მიღება, რომელსაც მთელი ზამთარი, გაზაფხულამდე შეინახავთ. სწორედ ამიტომ, ბევრი მებოსტნე სხვადასხვა მანიპულაციას და ხრიკს მიმართავს.

ხახვის დამუშავება ნიშადურის სპირტით – რა სარგებელს შეიცავს?

ნიშადურის სპირტი ამიაკის 10%-იან ხსნარს წარმოადგენს, რომელიც მკვეთრი სუნის უფერო სითხეა. ჩვეულებრივ დასახული მიზნიდან გამომდინარე სხვადასხვა პროპორციით წყალში ურევენ.

ნიშადურის სპირტი აზოტურ ნაერთს წარმოადგენს, ამიტომ მცენარეებისა და ბოსტნეულისთვის, როგორც აზოტის წყარო შესანიშნავად გამოდგება. ამიაკის ხსნარს ადვილად ათვისებადი ფორმა აქვს, რის გამოც მებოსტნეებში საკმაოდ პოპულარულია. ქიმიური ელემენტი არა მხოლოდ ხახვის, არამედ სხვა მცენარეებისთვის სასარგებლოა, ოღონდ მისი რაოდენობა განსხვავდება.

აზოტის მარაგის შევსების გარდა ამიაკის ხსნარი მწერებს და მავნებლებს თავიდან მოგაშორებთ, რადგან მათ ამიაკის მკვეთრი სუნი არ მოსწონთ.

ხახვის ბუზი, ჭიები, სტაფილოს ბუზი, ასევე ცხვირგრძელა ხოჭო თქვენს ნერგებს არ შეაწუხებს, თუ მათ ნიშადურის სპირტით დაამუშავებთ.

ნიშადურის სპირტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ისაა, რომ არა მხოლოდ ხახვის, არამედ ნიადაგისთვის სასარგებლოა, რადგან მის მჟავიანობას ამცირებს და სტრუქტურას აუმჯობესებს.

როდის შეიძლება ნიშადურის სპირტით ხახვის მორწყვა?

თუ ხახვის ბალახის თავები გაყვითლდა და დაჭკნა, მცენარე ნიშანს გაძლევთ, რომ ნიადაგში აზოტის შემცველობა საკმარისი არაა. ამ შემთხვევაში ნიშადურის სპირტით მორწყეთ.

ამისთვის 60 მლ ნიშადურის სპირტი 1 ვედრო წყალში (დაახლოებით 10 ლ) გახსენით და მცენარე საღამო ხანს მორწყეთ. სასუქის არჩევის დროს ყურადღებით იყავით, რომ მომავალში მოსავალი არ დაზიანდეს.

ნიადაგის აზოტით გამდიდრების გარდა ნიშადურის სპირტი მავნებლებს და მწერებს შესანიშნავად ებრძვის:

ხახვის და სტაფილოს ბუზს მცენარეების ნერგების განადგურება შეუძლიათ და პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. ბუზები უკვე მეორე ნახევარში ჩნდება და როცა ნიადაგი საკმარისად თბილი იქნება მწერები კვერცხების დადებას დაიწყებენ. ეს ივნისიდან ივლისის პერიოდში ხდება. ნიადაგში გაჩენილი მატლები ხახვს ჭამენ. ხახვის მავნებლებისგან დასაცავად კვლებს შორის ადგილი ამიაკის ხსნარით მორწყეთ, შემდეგ მიწა ოდნავ გააფხვიერეთ. ნიშადურის სპირტით ნერგები ივნისსა და ივლისში ორ-ორჯერ მორწყეთ, როცა ხახვის ბუზების გამოჩენის და გამრავლების პიკია.

ცხვირგრძელა ხოჭო როგორც ხახვის, ასევე ნივრისთვის საზიანოა. როცა ხოჭო აქტიურ გამრავლებას იწყებს და ხახვს ჭამს, მის მწვანე ფოთლებზე ზოლების შემჩნევა შეიძლება. თუ მათ გაჭრით, შიგნით ამ მავნებლების მატლებს დაინახავთ. მის მოსაშორებლად ნერგები ამიაკის სუსტი ხსნარით (50 მლ 1 ვედრო წყალში) 7 დღეში ერთხელ მორწყეთ. შუა ივნისიდან დაიწყეთ. მას შემდეგ, რაც მოსავალს აიღებთ, ნიადაგი კარგად გაასუფთავეთ, რადგან ხოჭოს ხახვის ნარჩენები უყვარს, ხოლო სიცივეების დადგომამდე ნიადაგი კარგად მოთოხნეთ.

როგორც ხედავთ, ნიშადურის სპირტით ხახვის დამუშავება არა მხოლოდ მავნებლებს მოგაშორებთ, არამედ ნიადაგს აზოტით გაამდიდრებს. თუმცა ზომიერების შესახებ არ უნდა დაგავიწყდეთ. ჭარბი აზოტი სასურველ შედეგს ვერ მიგაღებინებთ.

ხახვის დამუშავება ნიშადურის სპირტით – ვიდეო

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს