ლეგენდარული „ბალეტი 2000“ და რატომ არის პირველი ტონალური კრემი თანამედროვეზე უკეთესი

0
3818

ცოტა ხნის წინ ჩემს კლასელს შევხვდი. აღმოჩნდა, რომ ირინა ახლა ცნობილი სილამაზის ბლოგერი. მის ვიდეო მიმოხილვებს ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს. მის აზრს ბევრ ითვალისწინებს, რადგან ახლა პოპულარულია!

ჩვენი საუბარი კოსმეტიკას შეეხო: თუ რომელი საშუალებებია პოპულარული ახლა და მათგან რომელი შეესაბამება როგორც ეფექტურობის, ასევე ფასი–ხარისხის თანაფარდობას.

კლასელმა ტონალური კრემი „ბალეტი“ გაიხსენა. ის ლეგენდარული კრემი, რომელსაც ჩვენი ბებიები და დედები იყენებდნენ. ჩვენც კი სკოლის დროს პირველ ასაკობრივ გამონაყარს ამით ვნიღბავდით, რომ ლამაზები ვყოფილიყავით.

„იცი რომ დღემდე ყიდულობენ? უფრო მეტიც, თავისი თაყვანისმცემლებიც ჰყავს“ – მითხრა მეგობარმა. ნამდვილად, დღესდღეობით კრემი „ბალეტის“ შესახებ ბევრი საუბრობს. ზოგი საუბრობს, რომ ეს საშინელება, ნაგავია და წარსულის გადმონაშთია, მაგრამ ამ კრემს თავისი ფანებიც ჰყავს.

„პაპარაცმა“ გადაწყვიტა გაარკვიოს და იპოვოს პასუხი კითხვაზე: პირველი საბჭოური ტონალური კრემი „ბალეტი“: აღმოჩენაა თუ უბრალოდ ანცობა? რატომ იწარმოება ჯერ კიდევ სსრკ–ს დროს შექმნილი კოსმეტიკური ნაწარმი დღემდე და მას თანამედროვე რუსეთში ყიდულობენ. ასევე გთავაზობთ გაიხსენოთ დრო, როცა ეს საშუალება თითქმის ყველა ქალს ჰქონდა.

ტონალური კრემი „ბალეტი“

ალბათ, ფეხის კრემის წარმოებისას, რომლითაც ბრენდი „ბალეტის“ ისტორია იწყება, მწარმოებლებლი ვერც კი ხვდებოდნენ, რომ საკულტო გახდებოდა ბრენდის სხვა პროდუქტი – ტონალური კრემი.

პირველი საბჭოური ტონალური კრემი 1981 წელს ქარხანა „თავისუფლებამ“ გამოუშვა. მაშინ კრემი მხოლოდ ერთ წერტილში იშოვებოდა და, ძირითადად, საღამოს წვეულებებისთვის იყენებდნენ, რადგან სქელ ფენად იდებოდა და ნიღბის ეფექტს ქმნიდა.

იმ დროიდან პროდუქტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხაზში ახალი ფერები და თავის მოვლის საშუალება გაჩნდა. ახალი „ბალეტის“ შესახებ აღფრთოვანებული კომენტარები ცოტაა, მაგრამ უფრო იაფ ტონალურ კრემს, ალბათ, ვერ იპოვით. ის მხოლოდ 2-3 ლარი ღირს.

ბრენდი „ბალეტის“ ქვეშ გამოდის: სახის დღის კრემი, ტონალური კრემი მხოლოდ ერთი ფერის – 01 ნატურალური, ტონალური კრემი „ბალეტი 2000“ სამ ფერში: 01 ნატურალური, 02 ატმისფერი და 03 კრემისფერი, პლასტმასის ან ალუმინის ტუბში. ასევე ხელის კრემი, ფეხის კრემი, ტუალეტის საპონი, შამპუნი და თმის ბალზამი.

ქალების უმეტესობა ძვირადღირებულ ბრენდულ კრემებს უპირატესობას ანიჭებენ და თითქმის სრულად უგულებელყოფენ იმ პროდუქტებს, რომლებიც უფრო იაფია, მაგრამ ხარისხით ძვირ ანალოგებს არაფრით ჩამოუვარდებიან. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, იაფი ტონალური კრემი „ბალეტის“ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე განიხილოთ.

კრემი „ბალეტი“

1. ტონალური კრემი „ბალეტი“ შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს: E ვიტამინი, სეზამის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, გლიცერინი, ფუტკრის ცვილი, რომელთაც აღმდგენი თვისებები გააჩნიათ.

ასევე შეიცავს ქაცვის, ორკბილას და გულყვითელას ექსტრაქტებს, ეთერზეთების პარფიუმერულ კომპოზიციებს. ბოლო ინგრედიენტი მკვეთრი სუნის გამო ყველას არ მოსწონს.

კრემი „ბალეტი“ არ შეიცავს სურნელოვან დანამატებს, საღებავებს, ალკოჰოლს, პროპილენგლიკოლს და კანისთვის ძალიან საზიანო მინერალურ ზეთებს. ამ ტონალურ კრემს საკმაოდ კარგი, დაბალანსებული და, რაც მთავარია, ნატურალური შემადგენლობა აქვს. ეს, უდაოდ, პლიუსია!

2. კრემის მასა მკვრივი და ცხიმიანია. ტუბიდან გამოსვლისას ცოტა ხანს კვლავ ძეხვივითაა, ზუსტად როგორც მე, შაბათ საღამოს.

კანზე თითებით და სპონჟით ადვილად ნაწილდება, ფუნჯით კი ზოლებად იყოფა. ცოტა ხანში კრემი სახის ფერთან შეხამებას იწყებს და ეს მისი უპირატესობაა.

3. კრემი მოთავასებულია ჩვეულებრივ ალუმინის ტუბში, როგორც სააფთიაქო მალამო, რაც საშუალებას გაძლევთ კრემი ბოლომდე გამოიყენოთ.

თუმცა თხელი ალუმინის ფოლგისგან დამზადებული ნაკლებად ხარისხიანი ტუბი გამოყენებისას შეიძლება დასკდეს და კრემი გამოვიდეს.

4. ალბათ, ვისაც ერთხელ მაინც გამოუყენებია კრემი „ბალეტი“ მისი სუნი ახსოვს. ის არაფერში აგერევათ! ამ კრემის სუნი სიკეთის და ბოროტების ზღვარზეა: ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოსდა სადღაც დიდად სცოდეთ და ეკლესიის აშენება პირდაპირ შენზე გადაწყვიტეს.

ჩემთვის ესაა საკმევლის, დარიჩინის, ვარდის და პუდრის ნარევი, რომლის ინტენსივობა მაქსიმუმამდე მიდის და თან დიდხანს იგრძნობა. არსებობს საპირისპირო მოსაზრება. პირადად ვიცნობ ქალს, რომელსაც ეს სუნი ძალიან მოსწონს. აქ, ამბობენ: გემოვნებაზე და ფერებზე არ დაობენ.

5. კრემი წვრილ ნაკლოვანებას კარგად ფარავს: ლაქები, აქერცლილი კანი, გამონაყარი, არათანაბარი კანი, მცირე შრამები და წყლულები. ამასთან ფორებს არ აბინძურებს და ამით ახალი გამონაყარის გაჩენას ხელს არ უწყობს.

6. მშრალი კანის მფლობელები სასიამოვნოდ გაოცდებიან, თუ ეს ტონალური კრემი კანს როგორ არბილებს. ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ ტონალური საშუალება სახის კრემია და ეს ძალიან სასიამოვნოა.

აი, ცხიმიანი კანის მფლობელები მას ნაკლებად დააფასებენ: კრემის შემადგენლობაში შედის მინერალური ზეთი და ლანოლინი,  რომლებიც ერთგვარ ცხიმოვან ფირს ქმნიან.

7. ამ კრემს ნეიტრალური PH აქვს. მისი შემადგენლობა დერმატოლოგების მონაწილეობით შეიქმნა.

8. და ბოლოს, ამ კრემის ერთ–ერთი მთავარი ღირსება – ფასი. ყველა მყიდველი ამ მხრივ სოლიდარულია. ამ ხარისხიან ტონალურ კრემს ფასი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. კრემი ძალიან ეკონომიურად იხარჯება: ერთ წასმაზე ერთი მდოგვის მარცვლის ზომა კრემი საკმარისია. სტანდარტულად 1 ტუბი თითქმის მთელი წელი გეყოფათ.

ამ ტონალური კრემის შესახებ კომენტარები, ძირითადად, დადებითია. ქალების 84% აღნიშნავს, რომ ტონალური საშუალება „ბალეტი“ შესანიშნავად ისმება, კანი ბუნებრივად გამოიყურება და სახეზე ნიღბის ეფექტს არ ქმნის.

თუ ფინანსებმა უკვე რომანსები იმღერეს და ამქვეყნად ყველაზე მდიდარი ქალი არ ხართ, ყურადღება მიაქციეთ ტონალურ კრემს „ბალეტს“. ის თავისი თვისებით საკმაოდ მსუბუქია, ფასი კი საერთოდ სასაცილო აქვს. თუ გაითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი იმპორტული კრემის ფასი 120 ლარს აჭარბებს, ამასთან ხარისხი ბევრ კითხვას იწვევს, „ბალეტის“ არჩევანი ცხადი ხდება.

თქვენ რას ფიქრობთ ამ კრემზე? ბოლოს როდის გამოიყენეთ ან მისი გამოყენების შანსი გქონდათ? მოხარული ვიქნებით, თუ თქვენს მოსაზრებებს კომენტარებში გაგვიზიარებთ. ასევე ამ კრემის შესახებ მეგობრებზე თქმა არ დაგავიწყდეთ. შესაძლოა, ეს სასიამოვნო ერთობლივი მოგონებების დასაწყისი გახდეს.