ხურმის მურაბა: მრავალფეროვანი რეცეპტები ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს

2017

ყველა დიასახლისი ვერ ახერხებს გემრიელი ხურმის მურაბის მომზადებას, რომლის რეცეპტებიც ნებისმიერი გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ. მაგალითად, დაუმატოთ ლიმონი, ვაშლი ან ფორთოხალი, გააკეთოთ უშაქრო, ან მულტისახარში მოამზადოთ – უამრავი ვარიანტი არსებობს, მთავარია რეცეპტის წესები დაიცვათ.

ხურმის მურაბა – მარტივი რეცეპტი

ტკბილეული ასაკის განურჩევლად თითქმის ყველას უყვარს. სამწუხაროდ, მაღაზიაში შეძენილი ყველა ტკბილეული ადამიანის ჯანმრთელობისა და სხეულის ფორმებისთვის სასარგებლო არაა. სახლში მომზადებული მურაბა შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენს. მის მოსამზადებლად ნებისმიერი ხილი, კენკრა და ბოსტნეული გამოგადგებათ.

ეგზოტიკური ხილის მურაბა ტრადიციულ მარწყვსა და მოცხარზე ნაკლებად პოპულარული არაა. დღეს ხურმის მურაბის მარტივ რეცეპტს გთავაზობთ.

ხურმის ბევრ სახეობას მწკლარტე გემო აქვს. ზამთარში შესანახად ნაკლებად მჟავე გემოს სახეობა შეარჩიეთ. ხილის მწკლარტ გემოს მოიშორებთ, თუ საყინულეში რამდენიმე საათით შედგამთ ან სპირტით დაამუშავებთ. მურაბისთვის მწიფე ნაყოფი შეარჩიეთ. ნაყოფს კანზე რაც უფრო მეტი ყავისფერი ზოლები აქვს, მით უფრო მწიფეა.

კლასიკური ხურმის მურაბისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • 0,5 კგ მწიფე, გასუფთავებული ნაყოფი
  • 0,2 კგ შაქრის ფხვნილი
  • ნახევარი ჩ/კ დაფქული კოჭა
  • დარიჩინის ჩხირები

ხილი გაასუფთავეთ, ნაჭრებად დაჭერით და ჭურჭელში მოათავსეთ, შაქრის ფხვნილი და დარიჩინი დაუმატეთ. დაბალ ცეცხლზე ნარევის გასქელებამდე ხარშეთ. როცა პრაქტიკულად მზად იქნება, კოჭა დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აადუღეთ. ცხელი მურაბა მინის ქილებში ჩაასხით, რკინის ან ჰერმენტული პლასტმასის თავსახური დაახურეთ და გაგრილება აცადეთ.

ტკბილეულს ვაშლი დაუმატეთ

ხურმა სხვა ხილს, მაგალითად, ვაშლს შესანიშნავად ერწყმის. ხურმის და ვაშლის მურაბა სქელი, ახალი თაფლის მსგავსი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 2 ხურმა
  • 3 ვაშლი
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • დარიჩინის ჩხირები
  • 2 ილი
  • 3-5 მიხაკის კვირტები
  • 3-5 შავი წიწაკის მარცვლები

ხილი კანისგან გაათავისუფლეთ, კურკები მოაშორეთ და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. ვაშლს შუაგული და კანი მოაშორეთ და დაჭერით. ყველა სანელებელი ხის სანაყში მოათავსეთ და კარგად დანაყეთ. შემდეგ დაჭრილ ხილს მოაყარეთ. აქვე ერთი ჭიქა შაქარიც დაამატეთ.

ინგრედიენტები კარგად აურიეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ, რომ წვენი გამოვიდეს. მომავალი მურაბა აადუღეთ, შემდეგ გაზს დაუწიეთ და ნახევარი საათით გასქელებამდე ადუღეთ. მინის ქილებში ჩაასხით, მოხუფეთ და გაგრილება აცადეთ.

მურაბა ლიმონით მათთვის, ვისაც მჟავე გემო მოსწონს

ხურმის მურაბის მრავალფეროვანი რეცეპტები დიასახლისებს იზიდავს. განსაკუთრებით მოსწონთ ლიმონით, რომელიც მურაბის ტკბილ გემოს ოდნავ სიმჟავეს მატებს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 კგ ხურმა
  • 1 კგ შაქრის ფხვნილი
  • 1 ლიმონი

ხილი გაასუფთავეთ და 24 საათით საყინულეში შედგით. გაყინული ხილი ნაჭრებად დაჭერით და მურაბის მოსამზადებელ ჭურჭელში მოათავსეთ. ლიმონიანი ხურმის მურაბა გემრიელი რომ გამოვიდეს, ხილი ფენებად დააწყვეთ და ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ჭურჭელს თავზე დაახურეთ და წვენის გამოღებას დაელოდეთ. 2 საათის შემდეგ ცოტა წყალი დაუმატეთ და ცეცხლზე დადგით. ადუღებამდე მიიყვანეთ, რეგულარულად აურიეთ და გაზიდან ადუღების შემდეგ გადმოდგით. გაგრილება აცადეთ.

ლიმონი წყალში ჩადეთ, აადუღეთ და 3 წუთით ხარშეთ. წყალი გადაასხით და კიდევ ერთხელ აადუღეთ. მოხარშულ ლიმონს კურკები მოაშორეთ და რგოლებად დაჭერით.

გაგრილებული მურაბა კვლავ გაზზე დადგით, აადუღეთ, დაჭრილი ლიმონი დაუმატეთ და 5 წუთით ადუღეთ. ახლა ხურმის მურაბა ლიმონით მზადაა, შეგიძლიათ მინის ქილებში ჩაასხათ და მოხუფოთ.

ხურმის მურაბა ფორთოხლის გემოთი

ციტრუსებიდან ხურმას არა მხოლოდ ლიმონი, არამედ ფორთოხალიც კარგად ერწყმის. მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 4 ხურმის მწიფე ნაყოფი
  • ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 1 მსხვილი ფორთოხლის წვენი
  • ნახევარი ფორთოხლის ცედრა

გასუფთავებულ და დაჭრილ ხურმას შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და ახალი წვენი და ცედრა დაუმატეთ.

გაზზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 20 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ გააგრილეთ. თუ ერთგვაროვანი მასა გიყვართ, მასა დააბლენდერეთ. გაგრილებული მურაბა გაზზე კიდევ ერთხელ დადგით და ადუღების შემდეგ 10 წუთით ხარშეთ. ცხელი მურაბა სტერილურ ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ. ხურმის და ფორთოხლის მურაბა წარმოუდგენლად გემრიელი და არომატული გამოვა!

მოამზადეთ მულტისახარშში

თანამედროვე დიასახლისები უპირატესობას არა ემალის ქვაბს, არამედ მულტისახარშს ანიჭებენ. ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა სამზარეულოში მუშაობას შეგიმსუბუქებთ. ხურმის მურაბის მულტისახარში მომზადება საკმაოდ მარტივია! აიღეთ შემდეგი პროდუქტები:

  • 1 კგ ხურმა
  • 0,5 კგ შაქარი
  • ½ ლიმონი

ეტაპობრივად პროცესი ასე გამოიყურება:

  1. ხურმა კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ. რბილობი მცირე ნაჭრებად დაჭერით და მულტისახარშის ჭიქაში მოათავსეთ.
  2. ნაყოფს შაქარი და ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. აირჩიეთ „თუშვის“ რეჟიმი და ნახევარი საათით წამზომი დააყენეთ.
  4. მზა მურაბა ქილებში გადაანაწილეთ და სასურველი თავსახურით მოხუფეთ.

როგორც ხედავთ, ხურმის მურაბის მომზადება რთული არაა. რომელი ინგრედიენტიც არ უნდა დაუმატოთ, ტკბილეული მაინც წარმოუდგენლად გემრიელი, სასარგებლო და არომატული გამოვა. ტკბილეულის ყველაზე პრეტენზიული მომხმარებელიც კი სათანადოდ დააფასებს.

აღსანიშნავია, რომ ხურმა არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოა. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ დიეტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის დროს გამოგადგებათ გარდა ამისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა. ასე, რომ არომატული მურაბა მიირთვით და ჯანმრთელად იყავით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს