იყავით ბედნიერი: როგორ ვისწავლოთ ცხოვრების თითოეული წამით ტკბობა

477

უჩვეულო ფსიქოლოგ მიხაილ ლაბკოვსკის ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა აქვს თითოეული ცხოვრებისეული სიტუაციისა და ადამიანისადმი.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ მის რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლასა და თითოეული წამით ტკბობაში.

გადადებული ცხოვრება

რამდენად ხშირად მომხდარა ისე, რომ რაღაც სიხარული ან სიამოვნება მომავლისთვის გადაგიდიათ? თავს ეუბმებოდით, რომ ამას არ იმსახურებდით, და აგრძელებდით მოსაწყენ, უღიმღამო ცხოვრებას? კმარა!

კმარა საკუთარი თავისთვის ყველაფერზე უარის თქმა და გარშემო ყველაფრისადმი შიში. მიხაილ ლაბკოვსკი გეტყვით, როგორ უნდა მიაღწიოთ ამას და რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი.

როგორ გამოვიმუშავოთ ჯანსაღი გულგრილობა

1. ჯანსაღი გულრგილობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ არ აგერიოთ ასეთი მდგომარეობა უპასუხისმგებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების დალაგება და იმ რამეების ცალკე გამოყოფა, რასაც რეალურად აქვს მნიშვნელობა.

ასეთ პრობლემებთან გამკლავება აუცილებელია, თუმცა, ეს მშვიდად, პანიკის გარეშე, აუჩქარებლად უნდა გააკეთოთ. თქვენი ცხოვრება უამრავი რამისგან შედგება, თუმცა, ყველა მათგანს თქვენთვის მნიშვნელობა როდი აქვს.

ჩამოჯექით და ჩამოწერეთ ფურცელზე ყველაფერი ის, რაზეც ფიქრობთ, რომ გაღელვებთ. ახლა კი დაწერეთ ყველა ასეთი რამის გასწვრივ ციფრები, ერთიდან ზემოთ. გამოავლინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი და, პირველ რიგში, ხელი მოჰკიდეთ მას, ხოლო შემდეგ სხვა ყველაფერს, ციფრების შემცირების წესით.

2. პრიორიტეტები სწორად რომ დაალაგოთ და ნამდვილად მნიშვნელოვანი რამეები გამოყოთ, არ გამოგრჩეთ მხედველობიდან თქვენი მთავარი ცხოვრებისეული ძალა.

მხოლოდ მისგან გამომდინარე შეძლებთ იმის გაგებას, თუ რა არის თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი და რისი გადადება შეიძლება შემდეგისთვის.

3. რა უშლის ხელს ჯანსაღი გულგრილობის ჩამოყალიბებას? უმნიშვნელო მოვლენებსა და საგნებზე ჩაციება.

ისეც ხდება, რომ უმნიშვნელო უსიამოვნებებიც კი მთელი დღის განმავლობაში თან გვახლავს. ვიღაცამ ფეხზე დაგვაბიჯა, მაღაზიაში მოლარემ უსიამოვნოდ გვიპასუხა ან ვიღაცამ ცუდად შემოგვხედა… მოვლენები უკვე განვითარდა და მას უარყოფითი შედეგები არ აქვს, თუმცა, შენ ამაზე ფიქრს ვერ წყვეტთ.

ნეგატიური აზრები ერთბაშად მოიშორეთ, ნუ დაიგროვებთ. რატომ უნდა გადადოთ ცხოვრება შემდეგისთვის, უსიამოვნო ინციდენტებზე ჩაციების გამო?

საქმე ისაა, რომ ასეთი ინციდენტები ყოველდღე დიდი რაოდენობით ხდება. თუ ყურადღებას თითოეულ მათგანს მიაქცევთ, უბრალოდ არ დაგრჩებათ დრო სასიხარულო მოვლენებისა და მათით ტკბობისთვის.

4. ეცადეთ, ნაკლებად იწუწუნოთ. წუწუნის არარსებობა ბედნიერი ადამიანის ინდიკატორია. შემოიღეთ ჩვევა, მაშინვე გადაჭრათ პრობლემები, მათზე კი არ უნდა იწუწუნოთ. დროთა განმავლობაში გაიგებთ, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი და ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ნუ გადადებთ ცხოვრებას ხვალისთვის! იყავით ბედნიერი ახლა. აუცილებლად ისწავლეთ სიამოვნების მიღება თითოეული სასიამოვნო მოვლენისგან.

ფსიქოლოგის მთავარი რჩევაა: გამოიმუშავეთ შეგუების უნარი. კატეგორიულობა და სიჯიუტე მხოლოდ სულელი ადამიანის თვისებებია. ჭკვიანი ადამიანი = მოქნილ ადამიანს. მას შეუძლია გარემოებებისთვის ფეხის აწყობა სწრაფად, თანაც კომფორტის ზონიდან გაუსვლელად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს