იაფფასიანი საშხაპე კაბინის უარყოფითი მხარეები, რომლებიც შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ

268

რთულია, იპოვოთ წყლის პროცედურებისადმი გულგრილი ადამიანი. გასაკვირი არაა, რომ სან.კვანძის მოწყობას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი მდგომარეობს შემდეგში: რომელია უკეთესი, საშხაპე კაბიან თუ აბაზანა? ესაა კითხვა, რომელზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია.

დღეს ჩვენი რედაქცია ეცდება, ჩამოგითვალოთ საშხაპე კაბინების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებსაც ყიდვისას ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. მოგვიანებით, ასეთი დაუკვირვებლობა დიდ პრობლემების გამოიწვევს. თანაც, სანტექნიკის გამყიდველები ზოგიერთ ნიუანსზე დუმან.

პატარა საშხაპე კაბინა

ერთი შეხედვით, სრულიად იზოლირებული საშხაპე კაბინა კარგ გადაწყვეტილებად გვეჩვენება, მიუხედავად სააბაზანო ოთახის სიდიდისა. ასეთ შემთხვევაში, წყლის პროცედურების დროს, წყალი არ ისხმება იატაკზე, ამიტომ იატაკის ზედაპირი მუდამ მშრალი რჩება.

ამასთან, წყალი არ ესხმება სააბაზანოს სხვა ნაწილებსაც, შესაბამისად, ფილებზე არ გაჩნდება ხისტი წყლისა და კირის ნადები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამარტივებს სივრცის მომდევნო დალაგებას, რაც, აგრეთვე, უპირობო პლუსია.

სინესტის თავიდან აცილება თავისუფლებას მოგცემთ სააბაზანოს მოწყობის საკითხშიც. მაგალითად, შეიძლება თაბაშირ-მუყაოს ჭერის გამოყენება ისე, რომ მისი დაზიანების საშიშროება არ გაჩნდეს. რა თქმა უნდა, საშხაპე კაბინას დასჭირდება სავენტილაციო არხი, რომელიც სინესტეს გააქრობს, თუმცა, ამ დროს პრობლემები არ უნდა გაჩნდეს.

კაბინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარეა მაღალი ტემპერატურა თავად კაბინაში, რაც შხაპის მიღებას სასიამოვნო პროცედურად აქცევს ნებისმიერ დროს. გამორთული ვენტილაციის შემთხვევაში, ჰაერი ცხელი და ტენიანიც იქნება. აბაზანაში ასეთ შეგრძნებებს ვერ მიიღებთ.

დიდ კაბინებში, ხშირად, დართულია ჰიდროსამასაჟე რელიეფური ფიგურები ზურგისა და ფეხებისთვის, რომლებიც სასიამოვნო შეგრძნებებს გაჩუქებთ. ფუფუნების მოყვარულებს კი შეუძლიათ, შეიძინონ მოდელი ლააზი ქვეგანათებითა და რადიომიმღებითაც კი. თუმცა, საშხაპე კაბინის პლუსები აქ მთავრდება.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთ ავეჯს, უმეტესწილად, აკრილის დასადგამი აქვს. ასეთი მასალის წმენდა მხოლოდ გელითა და ღრუბლით შეიძლება. ნებისმიერი ჯაგრისი და აბრაზიული ნივთიერებები მის ზედაპირს დააზიანებს. ამასთან, დასადგამის რეცხვა საჭიროა რეგულარულად, თორემ აკრილზე გაჩნდება მოჟღალო ნადები, რომელთანაც ღრუბელი უკვე ვეღარაფერს გახდება.

შხაპის ყოველი მიღების შემდეგ, მშრალი ქსოვილით უნდა გაიწმინდოს კაბინის შუშებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედაპირი დაიფარება ხისტი წყლის ლაქებით, რაც ძალიან ულამაზოა. ამის შემდეგ, რამდენიმე საათის გაფლანგვა მოგიწევთ მინების გახეხვისთვის, თავს კი იმით დაიმშვიდებთ, რომ სააბაზანოს კედლები და იატაკი შდარებით სუფთაა.

რაც შეეხება ვენტილაციას, საშხაპე კაბინების ვენტილატორთან უმეტესობა ზედმეტად სუსტია და ვერ უმკლავდება მოვალეობას. ამიტომ, საჭირო ხდება მათი ჩანაცვლება უფრო ძლიერი სავენტილაციო სისტემით.

კიდევ ერთი უსიამოვნებაა საშხაპე კაბინის სამასაჟე ფიგურების ხანმოკლე ვარგისიანობა. ჩვენს წყალში მძიმე ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო, ამ ფიგურების ხვრელები ძალიან სწრაფად იჭედება. თუ მათ ყოველი ბანაობის შემდეგ არ გაწმენდთ, უბრალოდ გაფუჭდება.

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ჭერის “ტროპიკული” საშხაპისთვის. როცა ხვრელები იჭედება, წყალი უბრალოდ ბერავს ამ “ჭაღს”, რაც ხშირად იწვევს მის ნაწილებად გახეთქვას. ეს არ ეხება საგარანტიო შემთხვევებს, ამიტომ რემონტი საკუთარი ძალებით უნდა ჩაატაროთ. თანაც, უხეში წმენდის ფილტრები ასეთ სიტუაციებს ვერ გაუმკლავდება.

როგორც ხედავთ, საშხაპე კაბინებსაც აქვს მინუსები. ამიტომ, ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ამ შესანიშნავი სანტექნიკის დაყენების შემდეგ, ყველა პრობლემა გადაიჭრება. თუმცა, თუ კაბინის რეგულარული წმენდა არ გაშინებთ, თქვენთვის იგი შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს